კულტურა

მრავალშვილიანი თიბისელი თეო ლეჟავა

თიბისი ბანკის შიდა კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი თეო ლეჟავა მე-5 შვილის დედა გახდა!

თებერვალი 15, 2018

Hello Blog

თიბისი ბანკის შიდა კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი თეო ლეჟავა მე-5 შვილის დედა გახდა!

თეოს რომ სიმრავლე უყვარს, ფაქტია - 5 შვილის დედობასთან ერთად, ის 7000 თიბისელის ყველაზე საყვარელი გზამკვლევია. დედობრივ ინსტინქტს სამსახურშიც არ სძინავს და თეოც ყოველდღიურად ათობით წერილსა და ზარს თანაბარი მზრუნველობით პასუხობს.

მიუხედავად აქტიური და ხშირად ძალიან დატვირთული სამუშაო დღისა, რომელსაც ასევე მოუსვენარი ოჯახური ორომტრიალი მოჰყვება, მაინც მშვიდად და ლაღად გრძნობს თავს - „გამიმართლა, რომ ჩემი საქმე ემთხვევა ჩემს ბუნებას, ვაკეთებ იმას, რაც გულით მიყვარს - ვფიქრობ ადამიანებზე და მათ ემოციებზე. საინტერესო პროექტებს ვგეგმავთ, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა. როცა შედეგს ხედავ, როდესაც ემოცია უკან გიბრუნდება, ეს არის დიდი მოტივაცია.“

ფოტო: ჟურნალი OK-ის არქივიდან

დღეს, ხშირად გვგონია, რომ პროფესიული ზრდასთან ერთად, რთულია ოჯახური ცხოვრებისთვის მოცლა. თუმცა, ის, რაც ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ჩანს, ერთმანეთს ასაზრდოებს: „მთავარია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ესენი რომ არ იყვნენ, ვერაფერს შევძლებდი. ჩემთვის ბავშვებს და ოჯახს მოაქვს მოტივაცია, რომელიც სამსახურში მაქვს".

"ჩემი მთავარი მიზანია დრო ხარისხიანად გავატარო როგორც მუშაობისას, ისე ბავშვებთან ურთიერთობისას და ამით მაგალითი მივცე ჩემს შვილებს“.

თეოს მეუღლე, არჩილ მინდიაშვილიც თიბისელია. სამუშაოსა და ოჯახს შორის ჰარმონიას თიბისის ორგანიზაციული კულტურით ხსნის.

თიბისი უკვე წლებია მრავალშვილიანებს განსაკუთრებულად უფრთხილდება. 2013 წლიდან თიბისელები ყოველ მესამე შვილზე სპეციალურად მათთვის დამზადებულ "ორდენს" (მინანქრის ბროში) , ყოველ მე-4 და მეტ შვილზე 10000 ლარის ხოლო მე-6 შვილზე 50000 ლარის პრემიას იღებენ. თიბისიში 450-მდე მრავალშვილიანი ოჯახია.„როდესაც კერძო კომპანია ასე ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე, ძალიან დასაფასებელია. დიდ ძალას გრძნობ.

თიბისიში გადმოსვლისას დამხვდა კულტურა, რომელშიც ოჯახი და კარიერა ერთი მიმართულებით, განვითარებისა და ზრდისკენ მიდიოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ მოვხვდი გარემოში, სადაც გული და ტვინი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, თითქოს მათ შორის ზღვარიც არ არსებობს. ხშირად მომისმენია ბატონი მამუკასგან: „ჩვენ ყველაფერს საქართველოსთვის ვაკეთებთ და ჩვენი ოჯახები ჩვენი მთავარი ძალაა“. მეც, ამ იდეის თანამოაზრე, ვამაყობ რომ ჩემი დიდი ოჯახის გარდა, ვარ კიდევ უფრო დიდი 7000 კაციანი ოჯახის ნაწილიც, რომელიც ღირსეული, ერთიანი და ჯანსაღი ღირებულებებით ცხოვრობს“- თეო ლეჟავა.

ავტორი: ქეთი რაზმაძე