სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრენდ მაღაზია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია www.tsustore.ge ფუნქციონირებს.  სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საიტის საშუალებით პირველი ქართული უნივერსიტეტის ბრენდირებული პროდუქცია შეიძინოს. 

იანვარი 30, 2018

Hello Blog

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია www.tsustore.ge ფუნქციონირებს.  სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საიტის საშუალებით პირველი ქართული უნივერსიტეტის ბრენდირებული პროდუქცია შეიძინოს. 

მსგავსი ბრენდ მაღაზიები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან სასწავლო დაწესებულებას აქვს. შეერთებულ შტატებში, სადაც უნივერსიტეტების ატრიბუტიკის წლიური გაყიდვები 4.6 მილიარდ დოლარს აღწევს, უმაღლესი სასწავლებლის ბრენდის ტარება სტუდენტური კულტურის დიდი ნაწილია. 

www.tsustore.ge საქართველოში პირველი საუნივერსტეტო მაღაზიაა. თსუ-სთვის შექმნილი დიზაინით გაფორმებული ნივთები მუდმივად განახლდება და სტუდენტები და თანამშრომლები უფასო მიტანის მომსახურებით ისარგებლებენ. მაღაზიას მალე სახელმძღვანელოებიც დაემატება. 

პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგების და დასაქმების პროგრამების განხორციელების გარდა, მარკეტინგული კომუნიკაციის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. 

2018 წელს თსუ-ს 100 წელი უსრულდება და ამის აღსანიშნავად თიბისი ბანკთან ერთად კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ავტორი : თეკლა დოლიძე