კულტურა

ქართველი არტისტების მიერ შექმნილი სკამების დიზაინი

გალერეა “ნექტარის” ინიციატივით ჩატარდა ფინელი დიზაინერების რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვორქშოპი ხის დამუშავებასა და დიზაინში.

იანვარი 10, 2018

Hello Blog

გალერეა “ნექტარის” ინიციატივით ჩატარდა ფინელი დიზაინერების რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვორქშოპი ხის დამუშავებასა და დიზაინში.

რუდი მერცი შვეიცარიელი დიზაინერია, რომელიც ფინეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ირიო კუკაპუროსთან, რომელმაც ალტოსა  და ტაპიოვარასთან ერთად ფინური დიზაინის ინოვაციური მიმდინარეობა შექმნა.

პიტერ შმიდი წარმოშობით შვეიცარიელი დიზაინერია, რომელმაც 80-იანი წლებიდან ხის დიზაინის სასწავლო პროგრამა შეიტანა ფინეთის უმაღლეს სასწავლებლებში. დღესდღეობით ის გერმანიაში მუშაობს.

ღია კონკურსის შედეგად, შეიკრიბა სხვადასხვა გამოცდილებისა და თაობის ვიზუალური არტისტების, არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფი.

სასწავლო პროცესი რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. პირველი ეტაპი მოიცავდა ხის მასალის მოძიებასა და დამიშავებას, მეორე ეტაპზე კი მონაწილეებმა ესკიზები შექმენეს რომლებიც შემდეგ დამუშავებული იქნა მერცისა და შმიდის მიერ.

პროექტისათვის შეძენილი მარტივი დანადგარებით გალერეაში მოეწყო იმპროვიზებული ხის სახელოსნო სადაც 5 კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა ათი სკამის პროტოტიპი დაამზადეს.

პროექტი განხორციელდა “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის” ფარგლებში.

პროექტის მართვას უზრუნველყოფდა კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე: ჰელსინკის ინტერნაციონალური ხელოვანთა პროგრამა (HIAP), თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი (CCA), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ავტორი:  Hammock Magazine 

წყარო: AT.GE

ილუსტრატორი: Kvachi Kitsune