სიახლეები

"საკვი-რაო" ახალ მზიურში

თუ თქვენ გყავთ შვილები 6 დან 9 წლამდე, მზიურის კაფეში 3 დეკემბრიდან ბევრი საინტერესო კვირა დღე გელოდებათ. „საკვი-რაო“ ასე ჰქვია საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც მზიურის კაფე თიბისი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს.

ნოემბერი 24, 2017

Hello Blog

თუ თქვენ გყავთ შვილები 6 დან 9 წლამდე, მზიურის კაფეში 3 დეკემბრიდან ბევრი საინტერესო კვირა დღე გელოდებათ. „საკვი-რაო“ ასე ჰქვია საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც მზიურის კაფე თიბისი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს.

სამი თვის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს მზიურის კაფე საინტერესო სტუმარს უმასპინძლებს, რომელიც ბავშვებს შემეცნებით და ინტერაქტიულ გაკვეთილს ჩაუტარებს სხვადასხვა თემაზე. გაკვეთილებზე ბავშვებს ბევრი სახალისო აქტივობა ელოდებათ, რაც მათ ცნობისმოყვარეობას და ფანტაზიას კიდევ უფრო გაამრავალფეროვებს. ყველა გაკვეთილს უმასპინძლებს პედაგოგი ხათუნა რაზმაძე და მასთან ერთად იქნება მოწვეული სტუმარიც.

დეკემბერში საკვირაო სკოლა შემდეგ თემებს და სტუმრებს გთავაზობთ: თანამედროვე ტექნოლოგიები - მიშო ბერიანიძე VR house-ის დამფუძნებელი; ფერადი წიგნების სამყაროში - თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი, სტუდია „ილუსტრატორის“ დამფუძნებლები; ყველაფერი მოგზაურობის შესახებ - გვანცა რაზმაძე Caucasus travel- ის წარმომადგენელი; ფანტაზია და მარჯვე ხელები - მარიკა ბოცვაძე, ხელოვნების მასწავლებელი.

იანვრის თემებია: კულინარიის დღე დიანა ანფიმიადთან ერთად; მათემატიკისა და აზროვნების აკადემია - დაჩი ნანობაშვილი, „მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძვნებელი; ექსპერიმენტების დღე.

თებერვალი-მარტის თემებია: პროფესიის დღე მხატვარი -   ნიკა კრაწაშვილი,  მომღერალი - თიკა ბალანჩინი, ექიმი - ეკა ნარჩემაშვილი; ინტელექტუალური თამაშების დღე - გიორგი მოსიძე; მრავალფეროვანი დღე - ანიკა ახმეტელი; ველური ბუნება - ლევან ბუთხუზი; დედამიწის დღე - ირინა ჯაფარიძე, ECOVISION ის პროექტების მენეჯერი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 27 ნოემბრიდან www.tkt.ge -ზე. გაკვეთილები ყოველ კვირას, 12.00 – 14.00 საათამდე ჩატარდება.