კულტურა თაობა

STATUSDONATES-ის გმირების წარმატება

თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების დახმარებით საქველმოქმედო პლატფორმის Statusdonates.ge გმირებმა საკუთარ მიზნებს მიაღწიეს.

ოქტომბერი 30, 2017

Hello Blog

თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების დახმარებით საქველმოქმედო პლატფორმის Statusdonates.ge გმირებმა საკუთარ მიზნებს მიაღწიეს.

პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ საფრანგეთის 185 ფილმის კინოგაქირავებაში მოხვდა. ამასთან, "ჯიბის კაცი" 85 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული. 

ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომლის ავტორს, 27 წლის ანა ჩუბინიძეს სტატუს მომხმარებლები საქველმოქმედო პლატფორმის საშუალებით ეხმარებოდნენ, რომ ნიუ-იორკში International Children's Film Festival -ზე საკუთარი ფილმის ჩვენებას დასწრებოდა.

მას შემდეგ „ჯიბის კაცმა“ უკვე 8 ჯილდო მიიღო და კიდევ აგრძელებს ფესტივალებზე მონაწილეობას.

პატარა პიანისტმა, ანაჰიტმა კი წელს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვა. ეს პატარა ვირტუოზი მხოლოდ საკუთარი სმენით, ნოტების გარეშე უკრავს კლასიკასა და ჯაზს. გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და პარიზში ფესტივალზე გასამგზავრებლად მხარდაჭერა ესაჭიროებოდა.

ანაჰიტი უკვე შეამჩნიეს სამშობლოშიც და საზღვარგარეთაც. წლევანდელი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე გამარჯვება მისი მუსიკალურ წარმატებაში მომდევნო ნაბიჯია. 

შემოქმედებითი განათლების სტუდია (CES)  წარმოადგენს დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას, სადაც ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიონალური ცოდნა დიზაინისა და მუსიკის მედია სფეროებში.

წელს, CES-ში რეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდა;. თიბისი სტატუსის დახმარებით სტუდიამ 5+1 უახლესი აუდიო სისტემა შეიძინა, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მუსიკალურ სფეროში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ.

www.statusdonates.ge თიბისი სტატუსის საქველმოქმედო ვებპლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომელთაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.