ბიზნესი

იოგა და ველნეს ტურები - "ზენ თრეველის" განსხვავებული ტურისტული პროგრამ

იოგა და ველნეს ტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წლებია უკვე პოპულარობით სარგებლობს დასვენებისა და მოგზაურობის მოყვარულთა შორის.

ივნისი 06, 2017

Hello Blog

იოგა და ველნეს ტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წლებია უკვე პოპულარობით სარგებლობს დასვენებისა და მოგზაურობის მოყვარულთა შორის.

მსგავსი ტურებით სარგებლობა საქართველოშიც გახდა ხელმისაწვდომი.

„ზენ თრეველი“ ბაზარზე წლის დასაწყისიდან გამოჩნდა. კომპანია პირველია, რომელმაც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული ტურისტული პროგრამები შესთავაზა. იოგა და ველნეს ტურები დასვენებისადმი ინტეგრირებულ მიდგომას ითვალისწინებს. დეტალური ინფორმაციისთვის „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თამარ გიორგაძეს ესაუბრა.

კონკრეტულად რას სთავაზობს „ზენ თრეველი“ მომხმარებლებს?

ჩვენ მომხმარებლებს მოგზაურების სრულიად ახალი ფორმა შევთავაზეთ - იოგა და ველნეს ტურები. ჩვენი ტურების მიზანია სხვადასხვა ღირსშესანიშანაობის მონახულების პარალელურად, ტურისტმა დაისვენოს და დრო მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროს.

ბევრისთვის ნაცნობი განცდაა, მოგზაურობისას გადაღლა. ტურისტებს უწევთ უამრავი კულტურული ძეგლის ნახვა და შესაბამისად, ბევრი სიარული. ჩვენ შემთხვევაში ტურისტები გაჩერებულები არიან ერთ ადგილას. ბუნებასთან ახლოს და მათ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები უტარდებათ. ეს არის იოგის ვარჯიშები, მედიტაციები, სუნთქვითი ვარჯიშები.

ამასთან, ტურისტებს საშუალება აქვთ, მოინახულონ ის ტურისტული ადგილები, რომლებიც ახლო მანძილზეა განთავსებული. ეს იმისთვის, რომ არ მოუწიოთ ხანგრძლივი მგზავრობა და არ გადაიღალონ. ვიმუშავებთ ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც, ტურისტებს ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და ტრადიციებს გავაცნობთ.

ძირითადად რა სეგმენტზეა გათვლილი მოგზაურობის ეს ფორმა?

ჩვენი სეგმენტი კორპორატიული ცხოვრებით გადაღლილი ხალხია. დღეს უამრავ ადამიანს ქაოტური რეჟიმით უწევს ცხოვრება. როგორც წესი, მათ უჭირთ მოდუნება, რელაქსაცია. სწორედ ამიტომ ტურისტებს სწორი კვების შერჩევაში როგორც იოგის სპეციალისტი, ისე ველნესქოუჩი დაეხმარებათ. გვყავს ქართველი სპეციალისტები მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილებით. ჩვენი ტურები გათვლილია უცხოელებზე. ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ტურისტები გვეყოლება.

თუმცა მოგვიანებით ქართულ ბაზარზეც ვაპირებთ გავზარდოთ ცნობადობა. უცხოეთში ამ ტიპის მომსახურებას მომხმარებელს არაერთი კომპანია სთავაზობს, შესაბამისად, მათ იციან ამ პროდუქტის შესახებ და ამ კუთხით ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა არ გვჭირდება. ჩვენი მომხმარებლები საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტები არიან. შესაბამისად, მათ რეგიონში არსებულ საუკეთესო სასტუმროებს ვთავაზობთ. 

რამდენდღიანია ტურები და როგორია ფასი?

მაქსიმალური ეფექტისთვის საჭიროა ტურის დაგეგმვა 7 ღამითა და 8 დღით. 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 6 იოგა ტური. ტურისტებს ბორჯომში, კახეთში, იმერეთში, ყაზბეგში, სვანეთსა და ციხისძირში წავიყვანთ. ტურის მინიმუმალური ფასი ერთ ადამიანზე 1 300 დოლარია ორადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში და ფასი იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით. ჯერჯერობით ვიღებთ ჯავშნებს. იოგა და ველნეს პროგრამა მაისიდან დაიწყება და ყოველ თვეში ერთხელ მოეწყობა. ერთი ტურის ფარგლებში მაქსიმუმ 15 ადამიანს მოვემსახურებით.bpn

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ სამდღიანი „ვიქენდ ტურების“ მოწყობას. ვფიქრობთ, ეს სეგმენტი ქართველ მომხმარებლებსაც დააინტერესებს. ადგილობრივ ბაზარზე, მსგავსი ტურების შესახებ მცირე ინფორმაციაა. ცნობადობა დაბალია. შესაბამისად წინასწარი კვლევის ჩატარებაც დაგვჭირდება.

ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი სტარტაპის შესახებ. ამ მიმართულებით, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ გვეხმარება.

bpn.ge

ფოტოების ავტორი: EDvan/ედვენი