ბიზნესი

profix.ge ინოვაციური ვებგვერდი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ

სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის პოვნა ხშირად გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ივნისი 05, 2017

Hello Blog

სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის პოვნა ხშირად გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მით უმეტეს, არაა მარტივი ვიწრო სპეციალობის, ამავდროულად კვალიფიციური კადრის შერჩევა. თუმცა ინოვაციურმა საიტმა profix.ge-მ მომხმარებლებს აღნიშნული პრობლემა უკვე მოუგვარა. საიტმა ფუნქციონირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ის ფიზიკურ პირებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების პოვნის შესაძლებლობას უმარტივებს. profix.ge არის ერთგვარი შუამავალი მომხმარებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის. საიტის ბაზაში უკვე bpn700-მდე სპეციალისტია რეგისტრირებული. profix.ge-ს შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს და ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გულუას ესაუბრა.

რას სთავაზობს profix.ge მომხმარებლებს?

მომხარებელს ვთავაზობთ საქართველოში ყველაზე დიდ და მრავალფეროვან სპეციალისტების ბაზას, რომლის სფეროები მოიცავს ისეთ პროფესიებსაც კი, როგორიც არის მაგალითად კინოლოგი, იაპონური ენის რეპეტიტორი, პარაგლაინდინგის პილოტი. სერვისის მიღების შემდგომ, სპეციალისტების შეფასების საშუალებას 10 ბალიანი სისტემით და უნიკალური დამახასიათებელი კომენტარით, რომელიც შემდგომში სხვა მომხმარებელებს უმარტივებს საუკეთესო რეცენზიების მქონე სპეციალისტების პოვნას. სახლიდან გაუსვლელად სასურველ სპეციალისტზე სრული ინფორმაციის გაგებას.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?

მიზნობრივი აუდიტორია, სპეციალისტების პროფესიული bpn მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არის ძალიან ფართო. ფაქტობრივად ნებისმიერი ოჯახი (საწყის ეტაპზე თბილისში მცხოვრები, შემდგომ სხვა ქალაქებშიც) ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტთან, არის პოტენციური მომხმარებელი. არ არის არანაირი შეზღუდვა, ასაკობრივი ზღვარიც არ არსებობს. რიგით ფიზიკურ პირს თუ დასჭირდა მაგალითად, ბუღალტრის კონსულტაცია გარკვეულ საკითხებში, იგი შედის საიტზე, პოულობს ბუღალტერს, ჩვენი ოპერატორის მეშვეობით უკავშირდება მას. უთანხმდება ფასზე და ვიზიტების რაოდენობაზე. კარგი შედარება იქნება ფრილანსინგი, ოღონდ ფიზიკურ და არა ვირტუალურ სივრცეში.

როგორ შეუძლია მომხმარებელს საიტის მეშვეობით ინფორმაციის მიღება და დასაქმება?

სპეციალისტებს შეუძლიათ საიტზე გაიარონ რეგისტრაცია და თავის კატეგორიაში გამოჩნდნენ. რაც უფრო ვრცელი იქნება მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მოწესრიგებული ანკეტა ექნებათ, მით უფრო დიდი ალბათობაა რომ კონკრეტულად ისინი აირჩიონ მომხმარებელმა. ასევე შესაძლებელია შეხვედრის დანიშვნა და

გასაუბრების გავლა ჩვენს ეიჩარ წარმომადგენლებთან და „ვერიფიცირებული“ სტატუსის მიღება, რაც უფრო მეტად ზრდის შეკვეთის შანსს. სპეციალისტების დამატება ხდება bpn ყოველდღიურად. უკვე 700-მდე სპეციალისტია ბაზაში და 2017 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 2000-მდე უნდა გაიზარდოს.

ამჟამად საიტს რამდენი მომხმარებელი ჰყავს და როგორია კომპანიის განვითარების გეგმები?

საიტი სულ რაღაც 6 თვე არის, რაც ფუნქციონირებს და უკვე 3000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ახლო მომავალში ვაპირებთ „თიბისი ბანკის“ სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამაში „სტარაპერი“ მონაწილეობას. პატარა და ახლადშექმნილი კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა საწყის ეტაპზე დიდი ფუფუნებაა. სტარტაპ სესხის ძირითად თანხას შიდა თანამშრომლების, გაყიდვების აგენტების რაოდენობის გასაზრდელად და მარკეტინგული აქტივობისთვის გამოვიყენებთ. მასშტაბური კამპანია გვაქვს უკვე შექმნილი და სულ მალე ამ გეგმას განვახორციელებთ. ასევე, ვაპირებთ ყველა ძირითად ქალაქში გაფართოვებას. კორპორატიული სექტორის ჩართვას და ჩვენი კომპანიის თანამშრომლების რაოდენობის 10-მდე გაზრდას.

bpn.ge

ფოტოები: ADvan/ედვენი