ცისფერი მთები

სკი ტური: ამბავი და ინსტრუქცია

როგორ უნდა ვისრიალოთ მაშინ, როცა კურორტები და საბაგირო დაკეტილია: ამბავი და ინსტრუქცია


"პროსტა რამ უნდა გაგვაჩეროს ბაბუ, დელიკით ვართ!” 


- ნიკა ელაშვილი


რ არსებობს პრობლემა, რომელიც გადაჭრის გზას არ გიჩვენებდეს.

 

რ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის დაძლევაც შეუძლებელია.


რ არსებობს ამ ქვეყანაზე არაფერი, რამაც შეიძლება ჩვენებური გააჩეროს!

ამიტომ გთავაზობთ სკი ტურს, იმავე ბექქანთრის, როგორც 20-21 წლის ზამთარში საქართველოში სრიალის ერთადერთ საშუალებას. 


მე პირველად მუმიასგან (ალპინისტი და რეჟისორი ნიკა ლებანიძე) გავიგე შორეულ 2004 წელს, რომ თურმე, არ არის აუცილებელი, რომ საბაგირო ადიოდეს აუცილებლად მთის წვერამდე რომ ისრიალო. შეგიძლია, აასკიტურო და მერე დაეშვა. შეიძლება ახლა ბევრ თქვენგანს ძაანაც დაეზაროს მთაზე ფეხით ასვლა და იქნებ ამაზე აქამდე არც უფიქრია, მაგრამ რა ვქნათ ძმაო, ასეთი დრო მოვიდა, თუ სრიალი გინდა, ფეხით სიარულიც უნდა შეძლო, ისე, როგორც ამას ჩვენი პაპები აკეთებდნენ. 

Როგორც ვიკიპედია ამბობს, სკი ტურის პიონერად ვინმე ჯონ “სნოუშუ” ტომპსონი ითვლება, რომელსაც ამანათები მიჰქონდა კალიფორნიის მთიანეთის მოწყვეტილ მაღაროებსა და დასახლებებში. ტომპსონს კურიერობა 1855 წელს დაუწყია და 20 წელს უმუშავია, თვეში ორჯერ აკეთებდა რეისს, სამ დღეში გადიოდა 150 კილომეტრს და მინიმუმ ასფუნტიანი (45კგ) ამანათი მიჰქონდაო. აფერუმ ბატონო ჯონ. თქვენ რომ არა, ალბათ, მთელი სიერა ნევადას მივარდნილი ადგილები შიმშილით გაწყდებოდა. 


ევროპაში სკი ტურის პიონერი ვინმე სესილ სლინგსბია, რომელმაც ზღვის დონიდან 1550 მეტრიანი კაიზერის უღელტეხილი თხილამურებით გადალახა, თან როდის? 1880 წელს. 

მე მგონია, რომ ვიკიპედია ამ შემთხვევაშიც არც ისე ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის და ამ ხალხმა უბრალოდ მოახერხა საკუთარი სტატისტიკის დაფიქსირება. ამიტომ ითვლებიან პიონერებად, თორემ ისე სხვადასხვა კუთხის ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს თხილამურებს ნადირობის ან ლაშქრობის დროს მანძილისა და სიმაღლის გადასალახად.

აი, მაგალითად, პაპაჩემმა და მისმა ძმაკაცმა გიგომ საერთოდ არ იცოდნენ ჯონი ტომპსონის

არსებობა, ისე წნავდნენ თოვლსაბიჯებს და თლიდნენ არყის ხის თხილამურებს, რომლებსაც

მერე ქონით პოხავდნენ და სიონის ახლო-მახლო მთებიდან ეშვებოდნენ, რადგან უბრალოდ

სრიალი უნდოდათ.

Პროფესიონალები საქმეში - ივა და www.freeride.ge 


ივა წიკლაურს საქართველოს მთაში ყველა იცნობს. ივა არის მოთხილამურე, პროფესიონალი გამყოლი და პირველი ადამიანი, რომელიც ამიერკავკასიაში რედბულის ათლეტი გახდა. Მას შემდეგ რაც აქტიურ სპორტს თავი დაანება, პროფესიონალ გიდად გადაკვალიფიცირდა და ახლა ამ საქმით ცხოვრობს. გთავაზობთ ივას რჩევებსა და მოსაზრებებს ბექქანთრი სრიალთან, იმავე სკი ტურთან დაკავშირებით, რომელიც მოყვარულ მოსრიალეებს გამოგადგებათ:


Რა არის საჭირო სკი ტურისთვის?

1. სკიტურის თხილამური;


2. თხილამურის სკი ტურის სამაგრი, რომელსაც ქუსლი ეხსნება და აღმართში თავისუფლად სიარულის საშუალებას გაძლევს;


3. ქამუსი - ხაოიანი ზედაპირის მქონე სინთეტური მასალის ზოლი, რომელიც თხილამურს ქვემოდან უკეთდება და დასრიალებისგან იცავს;  


4. საზვავე გადამცემი - ბიპერი;


5. საზვავე ზონდი;


6. ნიჩაბი;


7. საზვავე სამაშველო განათლება ან გამოცდილი გიდები;


Შეიძლება თუ არა სკი ტურზე ჩვეულებრივი სასრიალო ფეხსაცმლით წასვლა?

თუ დასაწყისისთვის ბევრი ფულის დახარჯვა არ გინდა, შეიძლება, თუმცა არსებობს სპეციალური, სკი ტურზე მორგებული სათხილამურო ფეხსაცმელებიც. 


Როგორი უნარები უნდა მქონდეს რომ წავიდე ბექქანთრიზე სასრიალოდ? 

უნდა გქონდეს მთაში სრიალის გამოცდილება;


საშუალოდ კარგად უნდა სრიალებდე გაუკვალავში;


უნდა იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში, რადგან მთაზე ფეხით ასვლისას ორგანიზმი ძლიერ კარდიო დატვირთვას იღებს; 


რეკომენდებულია ბექქანთრი ტურის წინ ორკვირიანი საერთო ფიზიკური მომზადება სხეულის მოძლიერებისთვის.


Რა უპირატესობა აქვს ბექქანთრის / სკი ტურს ჩვეულებრივ Alpine skiing-თან შედარებით?

აღარ ხარ დამოკიდებული საბაგიროზე და ინფრასტრუქტურაზე;


ხდები ჰორიზონტის მეფე და ადიხარ ნებისმიერ იმ მთაზე, რომელსაც ხედავ; თავს აღწევ ხმაურს და კურორტის რუტინულ რიგებს;


შენი ცოდნა, ფიზიკური ფორმა და უნარები უფრო მეტად იხვეწება;


მეტი კავშირი გაქვს ბუნებასთან, მეტად შეიცნობ საკუთარ თავს.


Სად შეიძლება სკი ტურზე წასვლა?

ყველაზე პოპულარული მარშრუტებია: სვანეთი - მესტიის რაიონი, გუდაურის მიმდებარე მთები და ყაზბეგის რაიონი. 


თუმცა, შესაძლებელია აჭარაში, გურიაში, მცირე კავკასიონის სხვა თოვლიან ადგილებში, რაჭაში და ყველგან, სადაც არის მთა და თოვლი.

Სად დადის ივა სკი ტურზე?

ივა ოპერირებს ყაზბეგი-გუდაურში და აქვს ერთკვირიანი სკიტურის პროგრამა სვანეთში. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მის საიტზე: www.freeride.ge 

ივას დასკვნა:

სკი ტური არის ყველაზე პოპულარული სათხილამურო დისციპლინა ევროპაში და ამერიკაში. ყველა, ვინც ოდესღაც სრიალებდა ტრასებზე, მიხვდა, რომ შეუძლია ისრიალოს ტრასის გარეთ და საერთოდ, კურორტების მიღმა. ამით თავიდან ირიდებ იმ უზარმაზარ ხალხის ნაკადს და დისკომფორტს, რაც სათხილამურო ტრასებზეა, ასევე რიგებს საბაგიროსთან, ღრიანცელს და ა.შ. თუ დადიხარ სკი ტურზე, ბევრად უფრო ახლო კონტაქტი გაქვს ბუნებასთან და მის პირველად ფორმებთან, რომლისთვის სახის ცვლილებაც ადამიანმა ჯერ ვერ მოასწრო. ხარ უფრო ჯანმრთელი, რადგან ბექქანთრის დროს ბევრად მეტ დატვირთვას იღებ, ვიდრე უბრალოდ დაშვებისას. Ასევე ზოგავ საბაგიროს ბილეთის ფულს. 

Როგორც დარვინმა თქვა, “გადარჩება მხოლოდ ის, ვინც ადაპტირდება.” საქართველოში რიგი მიზეზების გამო, ხშირად გვიწევს ადაპტირება.

ამიტომ ამ უცნაურ ზამთარსაც გადავიტანთ.

რადგან, ჩვენთვის არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადავლახავთ.


ამას კი არ ვიგონებ, უბრალოდ, ისტორია აჩვენებს. ამიტომ, მშვიდად ვარ. 


Ჩვენ საქართველოს შვილები ვართ. 

Მთის შვილები.

ავტორი: ალექსანრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ფოტოები: ივა წიკლაური