სექტემბერი 22, 2025
წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, AI ტექნოლოგიები საქართველოშიც სულ უფრო სწრაფად ვითარდება.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის, ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი, სასწავლო კურსი შეიქმნა.

პირველ ეტაპზე, ეროვნული ოლიმპიადის შედეგად, გამარჯვებულები გამოვლინდა და ეროვნული ნაკრები შეიკრიბა, რომელმაც 60-ზე მეტ ქვეყანას შორის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარადგინა, პირველივე წელს წარმატებულად იასპარეზა და უკან 2 ჯილდოთი დაბრუნდა.
თუ თვალს ადევნებდი საქართველოს ნაკრების თავგადასავალს ჩინეთში, ხარ 9-12 კლასელი და გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, შემოგვიერთდი AI საოლიმპიადო კურსზე.
კურსი საშუალებას მოგცემს ხელოვნური ინტელექტი ნულიდან პროფესიულ დონეზე შეისწავლო და საერთაშორისო AI ოლიმპიადისთვის მოემაზდო.

კურსის ფარგლებში ისწავლი:
პროგრამირებას, წრფივ ალგებრას, კალკულუსისა და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.
კურსზე მოსახვედრად:
- შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 8 ოქტომბრის ჩათვლით
- გაიარე Self-Assessment Test
ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსს შეუერთდები. თუ წელს არ გაგიმართლა, AI-ს შესწავლის შესაძლებლობა მაინც გაქვს - კურსის სასწავლო მასალაზე წვდომას მიიღებ და კურსს შენი ტემპით, დამოუკიდებლად გაივლი.
გახდი ის, ვინც ქმნის მომავალს. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს