სიახლეები მუსიკა | ცა

ხმები საქართველოდან - აქ. ახლა თიბისი ახალ პროექტს იწყებს

აქ.ახლა / რადიო

სექტემბერი 10, 2020

თიბისი აქ. ახლა კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. დღეიდან ვებ-გვერდზე- HERENOW.GE - საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აუდიო ჩანაწერების ლაივ რეჟიმში მოსმენა იქნება შესაძლებელი. ონლაინ რადიო თიბისის ახალ სტრატეგიას ემსახურება, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყველაფერს „აქ და ახლა“ სთავაზობს თავის მომხმარებელს. 

ფოტო: ლევან მაისურაძე

ხმოვანი მასალა, რომელიც საველე ჩანაწერების, აუდიო არქივის, პოდკასტებისა და ქართველი არტისტების ნამუშევრებისგან შედგება მუდმივ რეჟიმში განახლდება.

აუდიო პლატფორმას რამდენიმე მიმართულება აქვს:

• საველე ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ხმებს სხვადასხვა ლოკაციიდან


• XX საუკუნის ქართული აუდიო არქივი


• შემეცნებითი პოდკასტები


• აუდიო ლექციები


• ქართველი მუსიკოსების ნამუშევრები



აქ. ახლა შენ უკვე შეგიძლია მოუსმინო თბილისს.


დედაქალაქის ურბანულ ხმებზე აგებული კომპოზიცია: HERENOW.GE