მუსიკა | ცა

NICOLE / 24 მაისს, 4GB Festival

მაისი 23, 2019

Nicole ქართველი დიჯეი, პროდუსერი და ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია.


ქართველმა მსმენელმა ის თავდაპირველად დუოდან Body Thrills გაიცნო, რომლის მუსიკაც ადგილობრივ ლეიბლზე Icontrax გამოვიდა. ნიკოლი 17 წლის იყო მუსიკის კეთება რომ დაიწყო. იხსენებს, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მოხვდა პირველად კაფე-გალერიში, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა მის ელექტრონულ მუსიკასთან ურთიერთობას — 19 წლისას კი სწორედ აქ შედგა მისი დიჯეი დებიუტი.



ნიკოლი იმ მცირე რაოდენობის ქალ მუსიკოსებს შორისაა, რომლებიც დღეს ადგილობრივ სცენაზე მოღვაწეობენ. ის ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც 2018 წლის გახმაურებული რეიდის შემდგომ Boiler Room-ში დაუკრა ბასიანზე.

დღეს ნიკოლს ადგილობრივი კლუბებისა თუ ღონისძიებების გარდა, უკვე დაკრული აქვს ევროპის ბევრ საინტერესო ადგილას, როგორებიცაა ლეგენდარული კლუბი Tresor ბერლინში, პრაღა, ლილი, სტოქჰოლმი და სხვა. ამას გარდა, ის კაფე-გალერის პრომოუტერია და ბევრ ნიჭიერ ადამიანს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.






ნიკოლი 4GB-ზე პირველად შარშან გამოჩნდა და მოხარულები ვართ, რომ ის წელსაც დაბრუნდება და 24 მაისს, დორმის სცენაზე დაუკრავს.



ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი