მუსიკა | ცა

ახალი ქართული მუსიკა - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი

Tsa.Music

მარტი 14, 2023

VAQO - Gveleshapi (Rotsa sikete damartskhda)

ვახტანგ ქანთარია რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსია ეს სადაო საკითხი აღარაა, იგივე VAQO-ს სახელის ქვეშ კიდევ ერთ ალბომს უშვებს, რომელიც ერთგვარი რეფლექციაა მუდმივ თემაზე, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაზე.

Alles Ablenkung, GogiGunia – Everywhere

გერმანელი პროდიუსერის ალეს აბლენკუნგისა და ქართველი კოლეგის, გოგი გუნიას  საერთო რემიქს სინგლი ქართულ ლეიბლზე „Weengara“, რომელიც მეგრულ ენაზე ნიშნავს „არ იტირო“.

MokuMoku - Ghost Moon

პაუზის შემდეგ, თბილისური პროექტი ახალი სინგლით და მასზე გადაღებული ანიმაციური ვიდეოს თანხლებით გვიბრუნდება, რომელზეც კოკა კიტიამ და გიორგი ზათიაშვილმა იმუშავეს. სინგლი ბენდის ახალ ალბომშიც შევა, რომელსაც მარტში უნდა ველოდოთ

Sophie Villy – BLACKOUT

მუსიკოსი Sophie Villy ახალ სინგლს „BLACKOUT”-ს და მასზე გადაღებულ კლიპს აქვეყენბს, რომელიც უკრაინელ მებრძოლ ხალხს ეძღვნება.

Sir Jee - Faketivists EP

დიდხნიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, სერგი გვარჯალაძე ახალი პროექტითა და სინგლით ბრუნდება - Sir Jee-ის სახელით გამოცემულ პირველი სინგლი „FAKETIVISTS”, კერალასა და დასავლეთ ბენგალში მოპოვებულ საველე ჩანაწერებს ეყრდნობა და ჰიპ-ჰოპ არტისტის CRUZRWAYT-ის აკაპელას შეიცავს.

VA - FNR002

თბილისური ლეიბლი, For No Reason Records რიგით მეორე კომპილაციურ ალბომს აქვეყნებს, რომელშიც ძირითადად ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერების ნამუშევრებია გაერთიანებული

Dachi Todua - ა​ღ​ა​რ

18 წლის მუსიკოსი და გიტარისტი დაჩი თოდუა აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებულ სინგლს აქვეყნებს. „აღარ“ მელანქოლიური ხასიათის ორ კომპოზიციას აერთაინებს. დაჩი ამჟამად პოსტ-როკ ბენდ „სხივოსანში“ მოღვაწერობს და ასევე არის მეორე ბენდის, „ზვავის“ ვოკალისტი და გიტარისტი.

Kolkhetian – Miteveba

„მიტევება“ ეს თბილისური “Depressive Black Metal” ბენდის, „Kolkhetian”-ის სადებიუტო ალბომია.

ინდი მეწარმეები - უ​ქ​ტ​ა​პ​ო​ზ​ (​დ​ე​მ​ო​ე​ბ​ი​ს ა​ლ​ბ​ო​მ​ი)

თბილისელი მუსიკოსის, დიმა ამირანაშვილის კიდევ ერთი პროექტი „ინდი მეწარმეები“ ქართული დამოუკიდებელი სცენის კიდევ ერთი მარგალიტია, ეს მოკლე, თითქოს ჩანახატების დონეზე დატოვებული სიმღერებს მაინც გააჩნია ყველაზე მთავარი - ინდივიდუალიზმი.

Initial Light - 40 Degrees In The Air

INITIAL LIGHT ორი ქართველი მუსიკოსის გიორგი ქოლბაიასა და გიორგი ხარანაულის პროექტია, რომელიც 80-იანი წლების darkwave-ის, new beat-ისა და EBM-ის ხმოვანებას აღვივებენ, მათი ალბომი კი ესპანურ ლეიბლზე, „Oráculo Records“ ფირფიტის სახით გამოვიდა.

Fake moses - Golden calf

Fake moses თბილისელი პროდიუსერის,  გიორგი კეჩხუაშვილი-ის ფსევდონიმია, რომელიც სადებიუტო ალბომს დისკოს, ჰაუსის და დაუნთემპოს ჟანრებში აქვეყნებს.

the tuneful quire - temple of memory

თბილისში მოღვაწე მუსიკოსის, ტიმოთე მერქელის ფორტეპიანოზე შესრულებული ნამუშევრების კომპილაცია.

Chi Cho - Last​-​Late

მუსიკოსი, დრამერი, გიტარისტი და ავტორ შემსრულებელი წყალტუბოდან Chi Cho, აკუსტიკური ინდი-ფოლკ პროექტით Last​-​Late, რომელიც რამდენიმე წლის ჩაიწერა.

Armazi - The Last Warrior

არმაზი ქართული პაგანური/ფოლკ/ბლექ მეტალ პროექტია, რომლის ლირიული თემა ძირითადად ქართული/კავკასიური წარმართული კულტურა, ბუნება და ომია.

RIHA - Amaghleba Street

მუსიკოსი და ბასისტი რატი ონიანი, RIHA-ს სახელით რიგით მესამე ალბომს აქვეყნებს, რომელიც მამის, მხატვარ ჯაბა ონიანის ხსოვნას ეძღვნება.

„მგონია ალბომი იმედს მისცემს იმ ადამიანებს, ვინც რთულ პერიოდს გადის დანაკარგების გამო. განსაკუთრებული მადლობა უნიჭიერეს დავით ჯანიაშვილს ალბომის ყდის ფოტოებისთვის და დიზაინისთვის. ილუსტრაციები ჯაბას ეკუთვნის. რიჰა სვანური სიტყვაა და ქართულად აისს, განთიადს ნიშნავს, ჰინდუზე კი გათავისუფლებულს. პირველი კომპოზიციის ბოლოს გამოყენებულია სოფელ ჟახუნდერის (სვანეთი) ქალთა ანსამბლის შესრულებული უძველესი სიმღერის "შვანარს ხვაი გვიშიალა" - ს ნაწყვეტი (სვანებმა ბევრი ვიომეთ)“


Sandro Tavartkiladze - Ukhilavi, Paruli, Suli

მუსიკოს სანდრო თავართქილაძესთვის 2022 წლის ბოლო და 2023 წლის დასაწყისი მეტად ნაყოფიერი გამოდგა, მუსიკოსმა ერთდროულად რამდენიმე ალბომი და სინგლი გამოუშვა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული „უხილავი, ფარული, სული“, რომელიც ნაკრებია აკუსტიკური ელექტრო ინსტრუმენტების, ასევე სატელევიზიო ჩანაწერების ეფექტური გამოყენებისა, რომელსაც მუსიკოსი საკუთარი გემოვნებით ამუშავებს და მსმენელს განსაკუთრებულ, ერთი ღამის ისტორიას მოუთხობს.

Ani Zakareishvili – Fallin

ანი ზაქარეიშვილის რიგით მეორე ალბომი „Falling” სლოვაკურ ლეიბლზე „Warm Winters“-ზე გამოვიდა და ჩემი 2022 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნამუშევარია. სემპლის დამუშავების ტექნიკით მიღებული მომნუსხველი ფორტეპიანოს ნაწყვეტები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას აღძრავს მსმენელში.

OTHR - Scythe Of Vyse

კლუბ „KHIDI”-ის რეზიდენტი, ლადუკა ნინუა იგივე OTHR ქართველი და არამარტო ლოკალური მსმენელისთვის ნაცნობი სახელია. მეტალ ბენდებში დაკვრავ და პოსტ-პანკის სიყვარულმა თავისებურად განაპირობა მისი როგორც ტექნო პროდიუსერის კარიერაც. ამჯერად ლადუკამ ბერლინულ ლეიბლზე „BITE“ ახალი 5 ტრეკისგან შემდგარი EP- გამოუშვა.

Saphileaum - Wellness Resort

ასევე “KHIDI“-ის რეზიდენტი, ანდრო გოგიბედაშვილი იგივე „Saphileaum” მისთვის დამახასიათებელი ემბიენთ ტექსტურით გაჯერებულ EP-ს აქვეყნებს, რომელიც საკუთარ სახელს 100%-ით ამართლებს.

IC122- Makes Sense

„Makes Sense” სანდრო თავართქილაძის კიდევ ერთი ალტერ-ეგოს, “IC122”-ის სახელით გამოშვებული ალბომია, რომელიც 2017 წელს დაიწერა. ეს მუსიკოსისთვის დამახასიათბელი დისორიენტირებული ბითებითა და სინთეზატორზე ჯაზ პასაჟებით ნაწარმოები 6 ტრეკიანი მინიალბომი მსმენელის ყურს მალამოდ შეიძლება არ მოედოს, მაგრამ საინტერესო მოგზაურობას აუცილებლად გპირდებათ.

Levi Love Disco - Love Odyssey Complation (Selected Works)

ქართველი პროდუსერი და დიჯეი, ლევი ბერიშვილი 80-იანი წლების ფავორიტი დისკოსა და boogie სიმღერების კომპილაციურ რემიქს ალბომს აქვეყნებს.

Creams - Need To Talk

ნათია ჭიჭინაძე იგივე CREAMS ახალ სინგლს და ვიდეოკლიპს აქვეყნებს, რომლის რეჟისორიც გიორგი მეშველიანი იგივე avi.musaifi გახლავთ. კლიპი Metro Production-თან თანამშრომლობით შეიქმნა და მთლიანად წყალტუბოს ძველ სანატორიუმშია გადაღებული.

Askeesi - Day With No Sun (Live In Tbilisi​ ​Georgia)

Askeesi თბილისელი მუსიკოსის და ბენდ DEADSEC-ის დრამერის, ბექა გაჩავას სოლო პროექტია. აღნშნული კი მისი პირველი ლაივ ჩანაწერია, 2022 წლის ბოლოს გამართული კონცერტიდან.

Ilia Gharibashvili  - მ​ზ​ე​.​რ​ა

თბილისელი მეტალ მუსიკოსი, ილია ღარიბაშვილი 2023 წლის პირველ სინგლს აქვეყნებს, რომელშიც 2 განსახავებულ ჟანრში შესრულებული კომპოზიციაა შესული.

Sandro Tavartkiladze - Retardol (A-B​-​Sides)

სიტყვა "რეტარდი", უამრავი ასოციაციის მქონე ტერმინი. ზოგი ადამიანი ამ სიტყვას, სამედიცინო, ფსიქო-სომატურ მდგომარეობას უკავშირებს, წყნარი ოკეანის გაღმა კი ბოლო-პერიოდში, ამ სიტყვამ, საკმაოდ შეურაცხმყოფელი კონტექსტიც კი შეიძინა და საბოლოოდ ე.წ. R-Word-აც კი ჩამოყალიბდა.. წელიწადის მიწურულს "რეტარდოლი" თბილისში მოღვაწე მუსიკოსის (და გრაფიკული დიზაინერის) სანდრო თავართქილაძის ახალ მინი-ალბომს ერქმევა. ალბომი 7 კომპოზიციისგან შედგება, რომელიც გაჟღენთილია იმ კოლექტიური დეპრესიით, რომელიც სანდროს ყოველდღიურობაში, ფსიქოლოგიურად თუ სომატურად, ორსავე ასპექტში, ასე მეტისმეტადაა გამოხატული.

A-Side

B-Side

Universe∞Man – Cosmos

ბელგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის და შემსრულებლის, დაჩი ხასაიას მორიგი ქართულ-ენოვანი ალბომი „კოსმოსი“ 8 lo-fi ჟღერადობაში გადაწყვეტილ სიმღერას მოიცავს.

KAY G – BIPOLAROID EP

გიორგი ქებურია, იგივე KAY G ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობია. გასულ წელს, ზურა ჯიშკარიანთან და ერეკლე დეისაძესთან კოლაბორაციის შემდეგ, რეპერი და MC განალებული ჟღერადობით ახალ EP-ს, BIPOLAROID-ს აქვეყენებს, რომელშიც 4 ტრეკია შესული.

Nick Tkhelidze - In the arms of Morpheus

ახალგარზდა მუსიკოსის, ნიკა თხელიძის სინემატიკური ემბიენთ EP “In the arms of Morpheus” Bloom Music-ზე გამოვიდა.

“ამ EP-ის სახელწოდება In the Arms of Morpheus და ტრეკების სათაურიც ბერძნულ მითოლოგიასთან არის კავშირში. კერძოდ მორფეუსთან სიზმრების ღმერთთან. პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე ამ თემაზე შემექნა კომპოზიციები“

If Strangers - No Signal

„If Strangers“ „შემოქმედებითი განათლების სტუდიის” (CES)-ის ბაზაზე შექმნილი კოლექტივია, რომელიც ნიკა მაჩაიძისა და ნატალია ბერიძის კურირებით 12 განსხვავებული მუსიკოსის საერთო ალბომს აქვეყნებს.

Sleep Shock - Abandoned Tasks

ჩემთვის ანონიმური მუსიკოსის, მიტოვებულ კომპოზიციათა კრებული, რომელიც თუ აღწერად დავეთანხმებით, წასაშლელად იყო გამზადებული, თუმცა საბედნიეროდ Bandcamp-ზეც აღმოჩნდა.

Mindfeld - Solitary Play

იშვიათად შემხვედრია ბოლო პერიოდში შექმნილი საინტერესო ტექნო მუსიკა ქართველი პროდიუსერებიგან. ამ მხრივ კი გამორჩეული Mindfeld-ის, იგივე სანდრო ღარიბაშვილის ახალი ალბომი, რომელშიც დახვეწილი ხმის დიზაინით ძველ Aphex Twin-ისეულ მატერიალსაც კი მოგაგონებთ.

DARCHIBALD - Alles Noch Gerahmt

DARCHIBALD ქართლელი კომპოზიტორი და მუსიკოსია, Bandcamp-ზე გამოქვეყნებული ალბომით თუ ვიმსჯელებთ, მისი მუსიკალური ბექგრაუნდი მრავალ ჟანრს მოიცავს და ვფიქრობ ქართველი მსმენელისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს.

George Ergem – Digitized

გიორგი ერგემლიძის ალბომი „Digitized“ განხსენებაა 80-იანი წლების სინთპოპისა და რეტროვეივის სცენის - თავის მხრივ ალბომი უნიკალურია, ვინაიდან საქართველოში ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მუსიკოსს ვინც ამ ჟანრში ისევ მოღვაწეობს.

Nuera - Ao EP

Nuero საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული ერთ-ერთი პირველი ქართველი ელექტრონული მუსიკოსია, რომელიც რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ მუსიკას აქტიურად დაუბრუნდა და საკუთარ ლეიბლზე  რიგით მეორე, EP-ს გვთავაზობს.

Coral Koala - Warmth of Her Lap

ახალმა ქართულმა ბენდმა ახალი კომპოზიცია - Warmth of Her Lap დაარელიზა.

Lua, Giorgi Khvitia – Aquarium

Aquarium ახალგაზრდა მუსიკოსის, ქეთათო ნერგაძის იგივე Lua-ს პირველი სინგლია მომავალი EP-დან, რომლის პროდიუსერადაც თავად გვევლინება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი