ცისფერი მთები

მყინვარი - წყლის ბუნებრივი რეზერვუარი

მყინვარები მარაგებს წარმოადგნენ - უზარმაზარი ბუნებრივი ძალის მქონე და ამავრდოულად გლობალური დათბობისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარე რეზერვუარებს. მსოფლიოს სასმელი წყლის 2/3 -ით სწორედ ისინი ამარაგებენ. მხოლოდ ჰიმალაები თავისი ჩამონადენი წყლით აზიის შვიდ უმსხვილეს მდინარეს აცოცხლებს, რომლებსაც სასმელად მსოფლიოს 2 მილიარდ ადამიანზე მეტი იყიენებეს. დღეს ეს ბუნების გიგანტები საფრთხეში აღმოჩნდნენ, თანაც ისე, რომ გლობალური დათობობის ამოღებულ სამიზნეში პირველ ეშელონში დგანან. 

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მყინვარული ზედაპირები დაახლოებით 30%-ით, ანუ პრაქტიკულად მესამედით შემცირდა. მათი დნობის პროცესი განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაშია დაჩქარებული. განურჩევლად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა, მყინვარების დნობას თავისი, ხშირად საკმაოდ მძიმე შედეგები მოაქვს. ზოგადად გლობალური დათბობის ეპოქაში კლიმატი შედარებით არასტაბილური ხდება, რასაც გავლენა აქვს ფლორასა და ფაუნაზე, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და აეროლოგიურ პრცესებზე. დღეს დაჩქარებულია ბუნებრივი გარემოს გარეგნული ცვლილების პროცესები: ზვავები, წყალმოვარდნები, მეწყერები, მიწისძვრები, ქარიშხლები და სხვა... განსაკუთრებით აქტუალური ის სტიქიური მოვლენებია, რომლებიც წყლის დონის მატებასთან არის დაკავშირებული.    

ადამიანის საქმიანობიდან გლობალური დათბობის ხელისშემწყობ ძირითად მიზეზს ჰაერში ნახშირორჟანგის და სხვა გაზების დიდი რაოდენობით გამოყოფა წარმოადგენს. CO2-ის რაოდენობა ჰაერში უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში პრაქტიკულად 50% ით მომატებულია. მარტივ ენაზე რომ განვმარტოთ, მათი კონცენტრაციის ზრდა ხელს უშლის პლანეტას მზისგან მიღებული “ზედმეტი“ სითბოსა და რადიაციის კოსმოსისკენ გატყორცვნაში, ისინი სითბოს შთანთქავენ და კვლავ ატმოსფეროში ტოვებენ. შედეგად დედამიწის ზედაპირსა და ატმოსფეროში ტემპერატურა იმატებს, განვიცდით ე.წ. გადახურების ეფექტს. 

საქართველოს მყინვარები

სენსიტიური რეგიონებიდან ერთ-ერთი, ბუნებრივია არის კავკასიის რეგიონიც. გამომდინარე მთაგორიანი რელიეფიდან და მყინვარული ტერიტორიების არსებობიდან გლობალური დათბობის პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც შესამჩნევია, განსაკუთრებით კი ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე და ზემოთ. საქართველოს თითქმის ყველა მდინარეს წყლით კავკასიონის მთებზე მდებარე მასიური მყინვარები ამარაგებენ. მტკნარი წყლის უხვ რაოდნეობას ჩვენი ქვეყანა სწორედ მის ჩრდილეოთით გადაჭიმულ მთების სისტემას უნდა უმადლოდეს. 


სამწუხაროდ, არც კავკასიონია მსოფლიოში მიმდინარე დრამატული პროცესებისგან დამოუკიდებელი, საქართველოს მყინვარები დიდი სისწრაფით დნება, ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი ჯიუტად მატულობს. ყოველწლიურად ჩვენ ვაკვირდებით სტიქიურ მოვლენებს მთა-გორიან რეგიონებში, ხანძრებს, რომლებიც ათასობით ჰექტარს ანადგურებს, მეწყერებს და ღვარცოფებს (მათ შორის გლაციალურ), რომლებსაც მიაქვთ გზები, სოფლები და ხეობები, ზვავებს, რომლებიც ბოლო წლებში თოვლის საფრის არასტაბილური მდგომარეობის გამო მოხშირებულია და უბედური შემთხვევების მიზეზიც ხდება. ამას ემატება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გარემოს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვით დაბინძურება, შედეგად კი საკმაოდ მძიმე სურათს ვიღებთ. 


აღმოსალვეთ საქართველო

აღმოსავლეთ სქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მწვერვალ მყინვარწვერის მყინვარების დნობა. განსაკუთრებული სიჩქარით უკან იხევს დევდორაკის მყინვარი, რისი მიზეზიც გარდა ტემპერატურის მატებისა მისი ციცაბო რელიეფზე დაკიდებაცაა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რაც 2014 წელს დარიალის ხეობაში მოხდა: გლაციალურმა ღვარცოფმა, რომელიც გამოწვეული იყო დევდორაკის მყინვარის საკმაოდ მსხვილი ნაწილის დნობის ხელშეწყობით მოგლეჯით და ხეობაში ჩამოვარდნით, გაანადგურა ხეობაში მიმავალი გზა.

დევდორაკის მყინვარი 1899 წელს (მარცხნივ). იგივე ლოკაციიდან 2005 წელს გადაღებული ფოტოში კი ჩანს, რომ მყინვარი რამდენიმე ასეული მეტრით არის უკან დახეული.


დასავლეთ საქართველო

გლობალური დათბობა აისახება საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონზე, სვანეთზე. განსაკუთრებული ყურადღებით დღეისთვის გლაციოლოგები ჭალაათის და ტვიბერის მყინვარებს აკვირდებიან. პირველი 1960 წლიდან მოყოლებული ჯამში 750 მეტრით დამოკლდა, ხოლო ტვიბერის შემთხვევაში უკან დახევამ 2533 მეტრი შეადგინა.

ტვიბერი

არანაკლებ დაიხია უკან ადიშის მყინვარმა, რომელსაც პირველი ფოტო 1890 წლებში გადაუღო ვიტორიო სელამ, ხოლო 2011 წელს ფაბიო ვენტურომ.

საბედნიეროდ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაჩნდა ახალი, ჯანსაღი ტენდენცია, რომ დავიცვათ და შევუნახოთ ჩვენი პლანეტა მომავალ თაობას.


საკმარისია თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე დოზით მაინც გავითავისოთ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და დროთა განმავლობაში დადებითი შედეგი აუცილებლად დადგება. ჩვენ დღეს გვაქვს შანსი ვიყოთ ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა, გავხდეთ ერთ-ერთი წამყვანი რგოლი იმ მატარებლის, რომლის მიზანიც დედამიწის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.  

ავტორი: გურო ვაშაყმაძე