ცისფერი მთები

მკაცრი მთის გულთბილი ბინადარნი

"მეთევზე", ფარავანი, სამცხე-ჯავახეთი

 9-10 წლის ასაკში პირველად ჩემს დასთან ერთად ვისვენებდი გურიის ულამაზეს კურორტ „ბახმაროში“. ქალაქთან განსხვავებით თვალისმომჭრელი იყო ის სილამაზე, როცა წარმტაცი ბუნების სიდიადით აღვფრთოვანდი.

განსაკუთრებით დაისის ხილვა მხიბლავდა უნისლო დღეებში.

კუროტი "გომისმთა"

რაც შეეხება აისს, მის სანახავად მაღალ მთაზე ასასვლელად 3-4 საათით ადრე მივდიოდით.

ყელიწადის ტბა, ზღვის დონიდან 3081 მეტრი

ამ პერიოდში განსაკუთრებულია ის ფერები, რომლის დროსაც ეს საგნები თუ ადამიანები იღებენ. ამ განსაკუთრებულად გამორჩეული ფერების ხილვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა საკუთარი თვალთახედვის სხვისთვის გაცნობა. მინდოდა დამეფიქსირებინა ადამიანები ყოველდღიურობაში და გადამეღო კადრები, რომლებიც აღბეჭდავს ჩვეულებრივ ამბებს, ცხოვრების ნაწილებს.

"ბებო თავსაფარში და წინდებში"( ცისანა ბულაშვილი, ექიმი-კარდიოლოგი), გერგეთი, ყაზბეგი

"ბაბუა ძაღლით", სოფელი დიკლო, თუშეთი

"გოგონა დინამიკით ხელში", კურორტი გოდერძი

"ბებო წინდებით" (თამარ ტუჩაშვილი), სოფელი ხურთისი, ყაზბეგი

"ბავშვი თოვლში" (მინდია მარსაგიშვილი), სოფელი კარკუჩა, ყაზბეგი

მთაში გადაღებისას თითქოს მოწყვეტილი ხარ სამყაროს და რჩები ცასა და მიწას შორის. შენ და მთა.

ყორანა იაილა, ხულო

განსაკუთრებით მხიბლავს ნისლიანობა, რომელიც არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს არა მარტო ფოტოზე, არამედ ჩემშიც.

კურორტი "გომისმთა"

აღსანიშნავია მთიელების გულწრფელობა, მათი სიმართლე, რომელიც განსაკუთრებით ეტყობათ სახეზე პორტრეტების გადაღებისას.

თამარ ტუჩაშვილი, 104 წლის, სოფელი ხურთისი, ყაზბეგი

ალალი და მიმნდობი ხალხია და როგორც ხელოვანმა ვალდებული ხარ არ იცრუო იმ აპარატით რაც რჩება სამუდამოდ კადრში „სახე სხეულის სარკეა“ და რისი შემდგომი შეცვლა შეუძლებელია.

"ბავშვები", გოდერძის უღელტეხილი

"შაორის ტბაზე", ნინო მეტრეველი, რაჭა

"ბაბუა შვილიშვილით" (დავით დიასამიძეები), ლოდიძირის მთა

"ქალი გოდერძიზე"

მთის სიმშვიდე, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი გადამდებია და დიდ პოზიტივს ქმნის.

"მართა და დათი რეხვიაშვილები", სტეფანწმინდა, ყაზბეგი

კარგად თუ გავიაზრე, ვამჩნევ, რომ ჩემს ფოტოებში გამოტანილია ადამიანური სუსტი და ძლიერი მხარეები, როგორებიცაა მათი დილემა, განსაცდელი მათი ინტერესები.

"დიასახლისი", ბეშუმის ერთ-ერთი იაილა

შეუიარაღებელი თვალით ფერადი ფოტო უფრო შთამბეჭდავია, ხოლო რაც შეეხება მხატვრულ ფოტოს,მნიშვნელობა არა აქვს ფოტო ფერადია თუ შავ-თეთრი.

"60 წელი ერთად"

რესან ბოლქვაძე 78 წლის და მერიკო ბებო 76 წლის, სოფელი ლოდიძირი, ხულო

ფერის ენა სულ სხვაა...

ბოძაურის მთა, ხულო

განსაკუთრებით გულდასაწყვეტია იმ მომენტების ხელიდან გაშვება, რომლებიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით ვერ მოვახერხე.

        

ამპარიობა, დაბა სტეფანწმინდა

ან მანქანის მოძრაობის დროს დანახული ან დაგვიანებული რეაქცია, როდესაც ყოველ წამს არსებითი მნიშვნელობა აქვს.

დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგი

ის, რაც არ განმეორდება, უფრო დამამახსოვრდა მთაში მოგზაურობისას, თუმცა არც სხვა ჩემი ფოტოების ისტორია იყო ერთნაირი და ყოველ მათგანს თავისი ხიბლი ჰქონდა.

ხურთისი, ყაზბეგი

აი ამით არის მთა საინტერესო - თავისი ბუნებით შეუვალი.

ფოტოების და ტექსტის ავტორი: სალი ბითაძე

https://www.instagram.com/salomeabito/