მსოფლიო თასის ეტაპი 2021 ბაკურიანში

გახდება საქართველო ზამთრის სპორტის ქვეყანა?

Რატომ არ უნდა გახდეს ჯერ ეგ მითხარით, 4 მზარდი კურორტი გვაქვს, მრავალი სპორტსკოლა, რომელთა რაოდენობაც იზრდება, ქვეყნის ნახევარზე მეტი მთიანია, სადაც ნოემბრიდან მაისამდე თოვლი დევს, რაღა დაგვრჩა?

ფოტო: რეზი ყენია

დაგვრჩა საერთაშორისო რეკლამა და ქართველების ასრიალება, ასრიალება რა, სრიალი რომ დაიწყონ იმას ვგულისხმობ, თორემ ასრიალებები ისტორიის ბილიკებზე არ გვაკლია ნამდვილად. წინა ბლოგში დავწერეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ პატარა ნაწილი სრიალებს თხილამურებზე და სნოუბორდზე და ეს არც თუ ისეთი კარგი შედეგია საქართველოს მსგავსი პოტენციალის ქვეყნისთვის, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რაოდენობა მომდევნო წელს გასამმაგდება და შემდეგ წავა არითმეტიკული პროგრესიით ზემოთ.

რა მაძლევს ამის იმედს? Მე საერთოდ იმედიანი ადამიანი ვარ და ეგ, თანაც ისეთი მაგარი ტურნირი ჩავატარეთ ახლა ბაკურიანში, რომ როგორ დავიჯერო, ამის შემხედვარე პატარა ბიჭ-გოგოებს არ მოუნდებათ თუნდაც სამოყვარულო დონეზე სრიალი?

ფოტო: რეზი ყენია

მწვრთნელები რომ პატარა მოხალისეებს ასრიალებდნენ ამ გაზიზინებულ ფრისტაილის ტრასაზე, როგორ დავიჯერო, რამდენიმე მათგანს მაინც არ აუჩქროლდა გული ჯორჯიან რივერის” ციცაბო შეკიდულ მოსახვევზე და არ მოუნდა მისი ელვისებური სიჩქარით გავლა? ქართველებს ხომ რაღაცის დანახვა და იქიდან გადმოღება გვიყვარს, ამის გამო ვფიქრობ, რომ ამხელა ჩემპიონატის ჩატარება ქვეყანაში, მერე ამ ყველაფრის ევროსპორტზე ლაივში ტრიალი და ორასამდე სპორტსმენისა და მწვრთნელის უამრავი პოსტი ინტერნეტში, კარგ შედეგს გამოიღებს.

Როგორც იცით, ყველაფრის დათვლა შეიძლება, მათ შორის ამა თუ იმ ტურნირის მედია დაფარვა შეიძლება გადავიყვანოთ დოლარებში. ის საერთაშორისო ყურადღება, რაც საქართველომ ბაკურიანის სკი და სნოუბორდ კროსის ტურნირების დროს მიიპყრო, თითქმის ასეული მილიონი დოლარის ეკვივალენტია, რაც აუცილებლად გარდაისახება მომავალში ახალ საერთაშორისო ტურნირებში და მრავალ ახალ ზამთრის ტურისტში, რომლებსაც ასე ძალიან უყვართ ახალ ადგილებში სრიალი.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

იდეალურად ორგანიზებული ტურნირის შემდეგ აღფრთოვანებული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები კიდევ დამატებით იმედს გვაძლევს, რომ 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ რამდენიმე კარგ საერთაშორისო ტურნირს ვიხილავთ ჩვენს მთებზე.

ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, მაყურებელი არ იყო დაშვებული ტრასების მიმდებარედ და ვერ იხილეს ჩვენი ათლეტების, დათოს და ბექას პირველი, გამხსნელი დაშვება ასეთი მნიშვნელობის ტურნირზე, თანაც მშობლიურ დიდველზე.

ფოტო: რეზი ყენია

Ძალიან მწყდება გული, რომ მაყურებელმა ვერ ნახა შვეიცარიელი მოთხილამურის, ფანი სმიტის ბოლო ადგილიდან განხორციელებული კოსმოსური აჩქარება და წამის მეათედებით მოგებული ფინიში. ფანიმ ასე თქვა, ვოლუნტერების ყვირილი მომესმა, მიდი ფანი არ დანებდე და მაგან შემასხა ფრთები”-ო, წარმომიდგენია რა მოხდებოდა მთელი ტრასის გასწვრივ რომ ყოფილიყვნენ გულშემატკივრები ჩამწკრივებული და ერთ ხმაში რომ ეგნიასათ.

ფოტო: რეზი ყენია

ასეთივე სასწაული ფინიში დადო სნოუბორდერმა ევა სამკოვამ (ჩეხეთი), რომელმაც ცუდი სტარტის შემდეგ საოცარი სიჩქარე აკრიფა, არცერთი შეცდომა არ დაუშვა და ბოლო ტრამპლინზე გადახტომისას გადაასწრო მეტოქეებს. Მგონი და წითელი ხარი მართლაც აფრთიანებს, სხვანაირად ამ ორი გარბენის მოგებას მე ვერ ავხსნი.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

საოცრად მაგრად იმუშავეს სნოუპარკ ვაით რებითის” ბიჭებმა კურორტების ტექნიკურ პერსონალთან ერთად: ტრაქტორისტებმა, მემანქანეებმა, შეიპერებმა, ლაინერებმა - მთაზე რომ ასულიყავით დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, აუცილებლად იპოვიდით რამდენიმე ცოტა გაყინულ ვაით რებითს ტრასის სრულყოფის პროცესში.

ბიჭებმა უკვე მერამდენედ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი სირთულის ტრასის შექმნა შეუძლიათ,

მათი უნარები ძალიან გამოგვადგება

მომავალი ტურნირების კარგად ჩასატარებლად.

ფოტო: რეზი ყენია

ეს ტურნირები კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის - ფოტოგრაფებისთვის, კამერამენებისთვის, მემონტაჟეებისთვის, მწერლებისთვის - აღმოჩნდა, რომ ჩვენც ნებისმიერი სირთულის ტურნირის გაშუქება შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე. 

კიდევ ერთხელ ვიკითხავ:

საით მივდივართ?

რად გვინდა ეს ტურნირი ან შემდეგი ჩემპიონატები?

როგორც ვთქვი, ვემზადებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ფრისტაილში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დიდებული სარეკლამო საშუალება იქნება ზამთრის ტურიზმის მოსაზიდად.

ეს ტურნირი კარგი გავარჯიშება იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინ, რომელსაც ასევე ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს.

დროა მეგობრებო, დროა, რომ სათხილამურო რუკაზე გამოვჩნდეთ, დროა სრიალი დავიწყოთ, თუნდაც ნათხოვარი აღჭურვილობით, ნათხოვარი ქურთუკებით. დროა, რომ დავიწყოთ იმ რესურსის გამოყენება, რაც ჭარბად გვაქვს. Რესურსების ათვისებას Რომ დავიწყებთ, მერე ნახეთ რა მაგარი როჟები გავხდებით - მდიდრები, მაგრები და წარმატებულები. 

გამარჯვებულები

სკი კროსი


ქალები:


I - Fanny Smith (SUI)

II - Sandra Naeslund (SWE)

III - Marielle Berger Sabbatel (FRA)


კაცები:


I - Florian Wilmsmann (GER)

II - David Mobaerg (SWE)

III - Jared Schmidt (CAN)


გუდნური:


I - Switzerland 1

II - Canada 2

III - Sweden 1



სნოუბორდ კროსი


ქალები:


I - Eva Samkova (CZE)

II - Julia Pereira De Sousa Mabileau (FRA)

III - Lindsey Jacobellis (USA)


I - Charlotte Bankes (GBR)

II - Chloe Trespeuch (FRA)

III - Faye Gulini (USA)


კაცები:


I - Omar Visintin (ITA)

II - Kalle Koblet (SUI)

III - Alessandro Haemmerle (AUT)


I - Eliot Grondin (CAN)

II - Lukas Pachner (AUT)

III - Lorenzo Sommariva (ITA)

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი