მუსიკა | ცა

ახალი ქართული რელიზები

Tsa Music

ივნისი 01, 2020

Gacha - Quick Dreams

გაჩა ბაქრაძემ, უახლოეს პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილი კომპოზიციების კრებული „Quick Dreams“ გამოაქვეყნა, რომელიც 10 კომპოზიციისგან შედგება და ემბიენთ ტექსტურებითაა სავსე.

Bedforf Falls - MERMISI

ქართული ინდი როკ ბენდი Bedford Falls ახალ კომპოზიციას და ვიდეო რგოლს, „Mermisi” ავრცელებს, სადაც ჯგუფის სხვა კომპოზიციებისგან განსხვავებით, ელექტრონული ჟღერადობა დომინირებს.

Afternoon Version - You Only

ქართულმა ალტერნატიულმა როკ ჯგუფმა, Afternoon Version-მა სინგლი, “You Only” ოფიციალურად გაავრცელა. მასში ორი კომპოზიცია შედის – „You Only Come in My Sleep”, რომელიც მსმენელისთვის აქამდეც, 2014 წლიდან იყო ხელმისაწვდომი და “Dragon Charm“, რომელიც ქართველ მუსიკოსთან, ირაკლი შონიასთან (Esi, Vincent Volt) ერთად ჩაიწერა. სინგლი Apple Music-ზე, Spotify-სა და სხვა ციფრულ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი.

Tender Babies - Tender Babies


ქეთათო ნერგაძისა (ლუა) და ნიკო გიგინეიშვილის (ნიკო) „ცხოვრებისეული“ თუ შემოქმედებით კოლაბორაცია ახალი არ არის - ხუთი წლის წინ დაწყებული მეგობრობის შედეგად ბუნებრივად შემდგარ დუეტს მშვენიერი სახელიც Tender Babies მოუფიქრეს, მოკლე დროში დაგეგმეს, ჩაწერეს და გამოსცეს მინი ალბომი (EP). ხუთ სიმღერიანი ეს ნამუშევარი ცოცხალი ჩაწერის პრინციპით, ერთი მიკროფონით ჩაიწერა და ჯერ-ჯერობით ლუას იუთუბისა და საუნდქლაუდის არხებზე გავრცელდა. ეს ყოველივე ამ თვეში მოხდა. 24 მაისს საპრეზენტაციო ონლაინ ლაივიც გამართა დუეტმა.

TM – Tribute To Giuli Chokheli

ქართველი პროდიუსერი, ჰიპ-ჰოპ დუეტის -TM & Mush One-ის წევრი, თორნიკე მამისეიშვილი (TM), ახალ 10 წუთიან EP-ს აქვეყნებს, რომელიც ქართული ჯაზის ლეგენდას, გიული ჩოხელს ეძღვნება. მინიალბომში, ჩოხელის სხვადასხვა კომპოზიციიდან აღებულ სემპლებზე ჰიპ-ჰოპ ბითებია განლაგებული. აღსაღნიშნავია, რომ ეს TM-ის პირველი ნამუშევარი არ არის ამ მიმართულებით, აქამდე პროდიუსერმა ორი EP, “ფირფიტქექია“ და „ზღვისპირებული“ გამოუშვა, რომლებიც ასევე ქართული ჯაზ/ფანკ/სოულ მუსიკის სემპლებზე იყო აგებული.

TeTe Noise - Relative Distances

„Relative Distances“ მუსიკოსს სანდრო ჩინჩალაძის იგივე TeTe Noize-ის ახალი ალბომია, რომელისთვისაც კომპოზიციები, აკუსტიკური და ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა პერიოდში იქნა ჩაწერილი. მშვიდ ემბიენთ და ექპერიმენტებით მიღწეული ჟღერადობას თან სხვადასხვა ვოკალური ჩანართებიც ერთვის თან.

Kancheli - Earthshaketrance

გიორგი ყანჩელმა, ბასიანის ლეიბლზე ახალი 4 ტრეკიანი EP „Earthshaketrance“ გამოუშვა, რომელიც დეტროიდული ტექნოსა და ტრანსის კვეთაზეა და ისლანდიელი პროდიუსერის Volruptus-ის რემიქსაც მოიცავს.

kordz - Secondhand Happiness

Kordz გერმანულ ლეიბლს, „Prrrrrrr Records“-ს ახალი სინგლით, 'Secondhand Happiness'- უბრუნდება, რომელიც ორიგინალ კომპოზიციას, ორკესტრულ ინტერპრეტაციასა და Cobert-ის რემიქს შეიცავს, რომელიც სპეციალური კონკურსის მეშვეობით შეირჩა რელიზისთვის. 

დავით დათუნაშვილი - 6 Plus

ქართველი მუსიკოსი, დუეტ Okinawa Lifestyle-ის ყოფილი წევრი დავით დათუნაშვილი ახალ ალბომს „6 Plus“ 2 ივნისს ოფიციალურად გამოვა, მანამდე კი ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია „36.6“ ვრცელდება, რომელიც კომპოზიტორ და მესაყვირე დათო კიკაბიძესთან ერთად არის ჩაწერილი. მუსიკოსისთვის ეს მესამე სოლო ალბომია.

Generali Minerali - Electro Planet

ქართველი პროდიუსერი გიორგი ჯინჭარაძე იგივე Generali Minerali, ახალ 4 კომპოზიციის მქონე EP-ს „Electro Planet-ს აქვეყნებს, სათაურიდან გამომდინარე მინიალბომი „მჟავა ჟღერადობის“ მქონე რიტმულ ელექტრო კომპოზიციებს აერთიანებს, რომლებიც კარანტინის პერიოდში შეიქმნა.

FAU - Hangin' On You

ახლად ჩამოყალიბებული დუეტი FAU პირველ ჩანაწერებს აქვეყნებს, მელოდიური და გრუვის მქონე კომპოზიციები, საუკეთესო ზაფხულის ჟღერადობას გვპირდება.

Tzerloder - Brisk Decay

მუსიკოსი სანდრო თავართქილაძე (IC122) ახალ, 3 ტრეკისგან შემდგარ EP-ს, „Brisk Decay“ ახალი ფსევდონიმით „Tzerloder“ აქვეყნებს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი აბსტრაქტული ბიტებითა და მელოდიებითაა გაჯერებული.

Mechanical Rainbow – DAYSLEEPER

2018 წელს ჩამოყალიბებულმა, ქართულმა ბენდმა, Mechanical Rainbow ახალი მუსიკალური კომპოზიცია, „DaySleeper” გაავრცელა. პროგრესივ და ინდი როკის ჰარმონიული სინთეზი, შეხმატკბილებული ვოკალური პარტიები და საინტერესო ტექსტები, ხოდოროსვსკის ფილმის კადრებთან ერთად სასიამოვნო აუდიო-ვიზუალურ ფორმას ქმნის.

Sophia Sagaradze - .offshor.e.scape.

სოფია საღარაძე ქართველი კომპოზიტორია, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იგი სასწავლებლად დანიაში, მუსიკის სამეფო აკადემიაში გაემგზავრა. მისი ნამუშევარი .offshor.e.scape. - ფლეიტაზე განხორციელებული ბგერითი მანიპულაციაა.

The Window - Dreamer

სანამ პანდემია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაარღვევდა, ჯგუფმა The Window ალბომი Dreamer გამოსცა. ეს რვატრეკიანი ნამუშევარი ახალი ეტაპის დასაწყებად ძველი ემოციებისგან და თუნდაც ყურს ნაჩვევი მელოდიებისგან განსათავისუფლებლად დასმული წერტილია. ჯგუფი DIY პრინციპით მუშაობს - იქნება ეს მასშტაბური თუ მცირე ზომის კონცერტების ორგანიზება თუ ჩაწერები. ალბომი Dreamer-იც დათო თავაძის პროდიუსინგით Home Studio Records-ში ჩაიწერა.

Angel of Disease - Obscure Conjuring

2009 წლის შემდეგ, ქართულმა Death Metal ჯგუფმა, Angel of Disease-მ მეორე ალბომი „Obscure Conjuring“ გამოუშვა. ალბომისთვის სიმღერები 2008-2019 წლების პერიოდში ჩაიწერა და ლეგენდარული პროგრესივ მეტალ ჯგუფის „Cynic“-ის დამფუძნებელს და დრამერს, 2020 წელს გარდაცვლილ შონ რეინერტს ეძღვნება. პირველი ალბომისგან განსხვავებით, “Obscure Conjuring”-ის ჩაწერაში ჯგუფის ახალმა დრამერმა,  დიმიტრი ოგანესიანმა მიიღო მონაწილეობა.

Santebela – Don’t Remember

Santebela ახალგაზრდა მუსიკოსის ფსევდონიმია, რომელიც საკუთარ ახლად შექნილ ლეიბლზე „Recollection Of The Present“, მინიალბომს “Don’t Remember” უშვებს. მინიალბომი ატმოსფერული და ხშირად „ცივი“ ემბიენთ დინებებით ხასიათდება და სრულიად ამართლებს ახლად დაარსებული ლეიბლის სახელს.

BEQA – Sometimes

თბილისელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი ბექა პაიკაძე მაისში რამდენიმე EP-ს აქვეყნებს, ემოციური და მელოდიური, ხშირად კი მინიმალისტური House ჟღერადობა ყველა მათგანს გასდევს ფონად.

Pitter J - All we are is dust into the galaxy

All we are is dust into the galaxy შეიქმნა პანდემიის პერიოდში, ჩაიწერა დისტანციურად სხვადასხვა ლოკაციაზე, რადგან ჯგუფი გაიფანტა შექმნილი მდგომარეობის გამო. საბოოლოდ თრექი მაინც დარელიზდა და ზუსტად ასახავს იმ განწყობათა ფენებს რომლებიც იზოლაციის პერიოდში გვეუფლებოდა.

My Equinox Divine - Of Glitters and Zen

„Of Glitters and Zen“ ქართლი სინთპოპ/ელექტრო პოპ დუეტის - My Equinox Divine-ის სადებიუტო ალბომია, რომელიც 10 კომპოზიციიგან შედგება და საინტერესო მელოდიურ პასაჟებზე დაფუძნებულ პოპს ქმნის.

Special thanks to Jaba Shavishvili and David Zhorzholadze