თაობა

თბილისის საბავშვო ფესტივალი


თბილისის საბავშვო ფესტივალი წელს მეორედ ტარდება და 28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში ის ისევ გააერთიანებს ყველაფერს, რაც ბავშვებს ეხებათ და აინტერესებთ.


„შარშანდელ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მოლოდინიც გაჩნდა, რამაც დაგვარწმუნა, რომ თბილისის საბავშვო ფესტივალი ძალიან საჭირო დროს გამოჩნდა."

- ელენე მარგიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი.

„პირველ ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში 10 000-მდე სტუმარი ეწვია. მშობლებს მიეცათ საშუალება უკეთესად გაცნობოდნენ სხვადასხვა სპორტ-სკოლას, მწარმოებლებს, სასწავლო თუ გასართობ ცენტრებს.“

შარშანდელი გამოცდილებისა და შეფასებების გათვალისწინებით, წელს ფესტივალი ახალ თაობას კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდება.


ტერიტორიაც უფრო ფერადი და სახალისო გახდა. მთაწმინდის პარკში მოსულ მშობლებსა და ბავშვებს ერთ სივრცეში დაგხვდებათ ერთად თავმოყრილი განათლების, სპორტის, ჯანმრთელობისა და სტარტაპების სივრცეები. შეგიძლიათ თქვენი შვილის მომავალი სწორედ აქ დაგეგმოთ - გაეცნოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს: სკოლებს, ბაღებს, სახელოვნებო სტუდიებს; შემდეგ გადაინაცვლოთ სხვა სივრცეში და თქვენს შვილს მისთვის მოსაწონი სპორტული აქტივობა და შესაბამისი სპორტული სკოლა თუ დაწესებულება შეურჩიოთ.


მას შემდეგ, რაც ბავშვის განათლებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე იზრუნებთ, შეგიძლიათ მისთვის გასართობი საშუალებებიც შეარჩიოთ - ატრაქციონები და დაბადების დღის ცენტრები. პატარა მკითხველები გასართობ აქტივობებთან ერთად, წიგნის ფესტივალზე იმ წიგნებს აღმოაჩენენ, რომელთა წაკითხვის სიამოვნებაც წინ აქვთ. ბავშვები თამაშის პროცესში მიიღებენ ინფორმაციას ჯანმრთელობასა და ბუნების დაცვაზე; სპორტის ზონა აქტიურად იქნება დატვირთული სხვადასხვა შეჯიბრით; ჩატარდება ვორქშოპები; პატარები დახატავენ; ანიმატორები კი გასართობ პროგარამას შესთავაზებენ. ფესტივალი ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

წელს ფესტივალის ყველა მიმართულებას ახალი მონაწილეები დაემატა, რამაც აქტივობები კიდევ უფრო სახალისო და მრავალფეროვანი გახადა. ფესტივალის დღეს, მშობლები მონაწილე კომპანიებისგან შემოთავაზებებს განსაკუთრებულ ფასად მიიღებთ.


ჩვენი მონაწილე კომპანიები პირველი ფესტივალის შემდეგ აქტიურად ცდილობენ ბევრი სიახლით დახვდნენ ბავშვებს, უფრო მეტი დრო და რესურსი იხარჯება ახალი თაობისთვის. თავად ბავშვები კი რწმუნდებიან, რომ სამყაროს შეცნობა ძალიან სახალისოა, რომ განათლება და სპორტული აქტივობა აუცილებელთან ერთად სასიამოვნოც შეიძლება იყოს. ჩვენი მიზანია ამ ფესტივალით საბავშვო სფერო მეტად განვავითაროთ. გვინდა, რომ მშობლებმა სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაცია საკუთარი ჩართულობით მიიღონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ფართო არჩევანი აქვთ და რომ ბავშვის სწორი განვითარება სწორედ მათ არჩევანზეა დამოკიდებული.“ - გვანცა ლემონჯავა, ფესტივალის ორგანიზატორი.

საბავშვო ფესტივალისა და თიბისის საერთო ღირებულება ახალ თაობაზე ზრუნვა, პატარების განვითარება და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაა.


სწორედ ამიტომ, თიბისი შექმნის დღიდან ფესტივალის მეგობარია და მას საკუთარი სივრცე ფესტივალის ტერიტორიაზე წელსაც ექნება, სადაც ფესტივალის სტუმრებს საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები დახვდებათ.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი