ცისფერი მთები

მთებთან მეგობრობისთვის

ცისფერი მთები

დეკემბერი 24, 2020

თუ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ და რანაირად იმოგზაურო საქართველოს მთებში და ეძებ საუკეთესო შესაძლებლობას, რომელიც დაგეხმარება, აღმოაჩინო ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონები, მაშინ Georgian Guide Office გთავაზობს საუკეთესო მარშრუტებსა და გამოცდილგამყოლებს, რომლებიც შენს კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ახალ გამოცდილებებზე იზრუნებენ.

ლაშა ნიგურიანი

ლაშამ მთაში აქტიურად სიარული მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგობარმა, გიორგი ფალიანმა, დამხმარე საფეხმავლო გიდად გაყოლა შესთავაზა. მალევე 2015 წელს ჩამოყალიბებულ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში ჩააბარა და სამთო გამყოლი გახდა. 

„მთაში სიარულით ბევრი კარგი თვისება ყალიბდება ადამიანებში. ნებისყოფა,

მზრუნველობა, პასუხისმგებლობა და ბუნების დაცვის სურვილი. ისევე როგორც

სულისთვის, მთა ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა."

ლერი ნიგურიანი

ლერი 1997 წლიდან აქტიურად დადის მთაში, რასაც თავდაპირველად გართობის სახე ჰქონდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ყოველივემ უფრო სერიოზული სახე მიიღო და გიდის კარიერაში აქვს ისეთი პროფესიონალური ასვლები, როგორებიცაა კავკასიონისა და პამირ-ტიანშანის მთები.

„მთა გასწავლის ურთიერთობას, ადამიანებთან, ბუნებასთან. აქ სხვა

ღირებულებები და ფასეულობებია. უფრო სუფთა და ბუნებრივი. მთა არ

ამირჩევია, ბუნებრივად მოხდა. მთაში გავიზარდე."

გოგიტა ჩართოლანი

გოგიტაც მესტიაშია დაბადებული. სხვა გიდების მსგავსად, მასაც სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა აქვს დამთავრებული. კარიერა კლდეზე ცოცვით დაიწყო და შემდეგ თხილამურებით სრიალზე გადავიდა. სწავლის დამტავრებისთანავე პროფესიონალი გამყოლი გახდა. გოგიტას რამდენიმე მწვერვალი აქვს დაპყრობილი: უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი, ჭაუხი, ორწვერი, ლაილა.

„სვანეთში ბევრი რამეა სანახავი, დიდი შესაძლებლობები აქვს მთას, ყველაფერი

ერთად არის ერთ ადგილას. მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან მთის გამყოლები მაშველებიც არიან.“

შაკო მარგიანი

შაკო მესტიელია. ბავშვობიდან იზიდავდა მთაში სიარული. სწორედ ეს ბავშვობის საყვარელი საქმიანობა აქცია სამომავლო პროფესიად, დაამთავრა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა და ახლა უკვე პროფესიონალი მთის გამყოლია. შაკოს სიყვარული მთების მიმართ იმდენად ძლიერია, რომ მისი წლინახევრის შვილი - მატასიც მამის გზას ადგას და ამ ასაკში თხილამურებით სრიალებს.

„სვანეთი უნდა ნახო. აქ შეგიძლია, იარო მთაში. ლაილას მწვერვალიდან იშლება ხედი მთელ კავკასიონზე, ზამთარში საუკეთესო ადგილია მთიდან დაშვებისთვის. ყველა ვერ ხვდება ამ ულამაზეს მწვერვალზე.“

და მაინც, თუ ისევ ფიქრობ ვისთან ერთად მიაშურო კავკასიონს და მრჩეველი გჭირდება, მაშინ Georgia Guide Office გაგიწევს საუკეთესო პარტნიორობას როგორც დაგეგმვის პროცესში, ასევე გახდება შენი მეგზური ახალი ხედების აღმოჩენისას. იმოგზაურე უსაფრთხოდ და დატკბი ახალი შეგრძნებებით გამოცდილ გიდებთან ერთად.