ტექნოლოგია

გამარჯობა Huawei

Go Digital

დეკემბერი 08, 2020

გამარჯობა Huawei


ამ ორ სიტყვაში მოქცეული ამბის უკან, საკმაო შრომა, ტექნიკური ანალიზი და პროცესები გაგვიგროვდა, რაც გვინდა, რომ გაგიზიაროთ.


ისტორიისთვის გავიხსენოთ: 2019 წელს ამერიკულ კომპანიებს შეეზღუდათ ჩინურ Huawei-ისთან თანამშრომლობა, რაც ნიშნავდა იმას, რომ Huawei-ის ტელეფონები აღარ გაიყიდებოდა Google-ის სერვისებთან ერთად და ამ სმარტფონებში არც შემდგომში ჩაიწერებოდა აღნიშნული სერვისები. Google-ის სერვისები მოიაზრებს სხვადასხვა ცნობილ აპლიკაციებს როგორებიცაა: Youtube, Gmail, Maps და თვითონ Play Store.

ერთი შეხედვით, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, ზოგიერთი მომხმარებელი ამ აპლიკაციების ალტერნატივებს იყენებს,   აპლიკაციის დეველოპერის გადმოსახედიდან, რომ შევხედოთ თითქოს ჩვენს აპლიკაციებსაც არ უნდა შეექმნას საფრთე, თუმცა, ასე მარტივადაც არა საქმე.


სხვადასხვა აპლიკაცია, მათ შორის თიბისის მობაილბანკის აპლიკაციაც იყენებდა Google-ის სხვადასხვა სერვისს, რისი დახმარებითაც მომხმარებლებს ბევრად უფრო მარტივ და კომფორტულ პროდუქტს სთავაზობდა. 


მაგალითისთვის:


· QR კოდით ბანკომატიდან თანხის განაღდება;


· ფილიალების ადგილმდებარეობების და სამუშაო საათების რუკაზე ნახვა;


·  უსაფრთხოების მოდულები და მრავალი სხვა.


ეს ნიშნავს, რომ Huawei-ის სმარტფონის მქონე მომხმარებელი კომფორტულად ვერ ისარგებლებდა თიბისის მობაილბანკით. ყველა ფუნქციონალის გამოსაყენებლად კი მოუწევდა Google-ის სრულყოფილი სერვისების ჩაწერა სმარტფონში, რაც, სამაგიეროდ, არღვევს გარანტიის წესებს და პირობებს, თან მომხმარებლისგან დიდ ჩართულობას მოითხოვს მარტივი სერვისების მისაღებად.


მომხმარებლებისგან მივიღეთ არაერთი უკუკავშირი და თხოვნა, რომ აპლიკაციას ჰქონოდა Huawei-ის პლატფორმის მხარდაჭრა.

სწორედ ამიტომ მობაილბანკის გუნდის წევრებმა დავისახეთ მიზნად, რომ აპლიკაციას დაეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნა Huawei-ის პლატფორმაზეც ისე, რომ მომხმარებელს არ შეჰქმნოდა არანაირი დისკომფორტი მოხმარებისას. 


ამისათვის :


· თავდაპირველად გავაანალიზეთ რა ტექნიკური ცვლილებების გატარება მოგვიწევდა;


· გადავაწყვეთ ხელსაწყოები, რომელიც ამაში ხელს შეგვიწყობდა;


· გავავლეთ მკაფიო ხაზი Google-სა და Huawei-ისმოდულებს შორის;


· მთელი ეს პროცესები გავხადეთ ავტომატური 


საბოლოოდ კი მივიღეთ გამართული პროდუქტი, ისეთივე მოქნილი, როგორსაც აქამდე Play Store-ზე ვხვდებოდით.


ამ ყველაფრიდან მობაილბანკის Android დეველოპერების გუნდმა ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ.


ახლა კი, ისღა დაგვრჩენია Huawei-ის მომხმარებლებისგან მივიღოთ შეფასებები და უკუკავშირი, ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად მოვერგოთ თქვენს სურვილებს, გავიზიაროთ ხედვა და საბოლოოდ უკეთესი პროდუქტი შემოგთავაზოთ და კიდევ უფრო გაგიმარტივოთ ყოველდღიურობა. 


ავტორი: ტატო კუტალია