თიბისი შენთვის

#თიბისიშენთვის - დისტანცია ფილიალებში

აპრილი 06, 2020

მართალია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქუჩაში ცოტა ხალხია, თუმცა სახლიდან გარეთ გამოსულებისთვის დისტანციის წესების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების წესად რჩება.


ბანკის ფილიალი ერთ-ერთია ისეთ ადგილებს შორის, სადაც შესაძლებელია რამდენიმე მომხმარებელი მოხვდეს. ამიტომ, თიბისის ფილიალებთან მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით ასეთ ნიშნულებს შეხვდებით.

თიბისის 110-ზე მეტი ფილიალი ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას. 

პარალელურად კი კომპანია ინტერნეტ და მობაილბანკის სახით მომხმარებელს სთავაზობს დისტანციურ სერვისებს, რომელთა საშუალებითაც ფინანსური ტრანზაქციების უმეტესი ნაწილის განხორციელება შესაძლებელია ფილიალში მისვლის გარეშე.

#თიბისიშენთვის