ტექნოლოგია

აქტუალური ციფრული პლატფორმები

დისტანციური მუშაობა მოითხოვს კომუნიკაციის უნარის დახვეწას, დროის უკეთეს მართვას, გუნდურ მუშაობას და კონფლიქტების მართვას.

მარტი 17, 2020

დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი აღმოჩნდა მუშაობა და განათლების მიღება/გაცემა სახლიდან. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს კარგად გამოცდილი მეთოდი იყო, განსაკუთრებით ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებისთვის, თუმცა დანარჩენებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება. (არ ეხება გეიმერებს) 


Steam პლატფორმაზე უჩვეულოდ დიდი ტრაფიკი დაფიქსირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ვინც უკვე გამოცდილი ვართ ამ საკითხებში უნდა გავუზიაროთ ინფორმაცია სხვებს, რათა მარტივად აუწყონ ფეხი მიმდინარე სიტუაციას.


არ დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ რატომ არის დისტანციური მუშაობა კარგი და რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს, რადგან უკვე ბევრჯერ მოყოლილი თემაა, რომელსაც მივყავართ ისევ იქამდე რომ დამოკიდებულია თითოეულ ინდივიდზე. 


შესაბამისად ეს სტატია იქნება უფრო დაკვირვება იმ ტექნოლოგიებზე და პლატფორმებზე, რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება, ხელახლა აღმოვაჩენთ, გადავაფასებთ, უკეთესად დავტესტავთ და სამომავლოდ უკვე ჩვენს ყოველდღიურ ხელსაწყოებში მოხვდება.



ვიდეო ზარებისთვის შეიძლება უამრავი თქვენგანი იყენებდით Skype ან Hangouts Meet-ს, თუმცა გირჩევთ გადახედოთ Zoom-ს ან Microsoft Teams კორპორატიული საჭიროებებისთვის. 



ონლაინ ლექციებისთვის და გაკვეთილებისთვის იყენებენ სხვადასხვა ვიდეო პლატფორმას, თუმცა დავალებების გასაზიარებლად, განსაკუთრებით კი ისეთი სკოლები, რომლებიც მზად არ იყვნენ ასეთი ცვლილებისთვის და შიდა Moodle ან რამე ალტერნატივა არ ჰქონდათ კარგი ვარიანტია სცადონ Google Classrooms. 


 ჩინეთში, ვუჰანში, მასწავლებლები DingTalk აპლიკაციას იყენებენ დავალებების მისაცემად მოსწავლეებისთვის. ბავშვებმა, რომლებსაც დავალებების კეთება არ უნდოდათ გამოიყენეს დისტანციური მდგომარეობა, 1 ვარსკვლავიანი შეფასებები დაუწერეს AppStore-ზე აპლიკაციას. 24 საათში 4.9 რეიტინგის მქონე აპლიკაცია 1.4 -ზე ჩამოწიეს, მიწასთან გაასწორეს იმ იმედით რომ Apple დაბალრეიტინგიან სერვისს წაშლიდა მარკეტიდან.


სახლში ყოფნის პერიოდში და უფრო მეტი თავისუფალი პერიოდის დროს ვფიქრობ გაიზრდება ახალი ჰობებით დაინტერესება ან არსებულის დახვეწა. ამიტომ SkillShare პლატფორმა დაგეხმარებათ ამის მიღწევაში, ქართულ ბაზარზე ნაკლებად პოპულარულია, თუმცა გლობალური მასშტაბით საკმაოდ ცნობილია. ასევე არ დავივიწყოთ KhanAcademy. შესანიშნავი უფასო პლატფორმა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო თუ ტექნოლოგიური კურსის სასწავლად, რომელიც ასევე ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი.


როგორც ვიცით დისტანციური სამუშაოსთვის საჭიროა უფრო მეტი დისციპლინა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ არ არის მიჩვეული და საწყის ეტაპებს გადის. მოსინჯეთ Trello საკუთარი ჩანაწერების სამართავად.



ვირტუალური სივრციდან რომ გადმოვინაცვლოთ რეალურში, სხვადასხვა მიტანის სერვისებმა უკვე მოახერხეს ადაპტაცია და საერთოდ არ სჭირდებათ ჩვენი ჩართულობა ისე დაგვიტოვებენ კარებთან ამანათს. ეს ფაქტი ინტროვერტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა.


ამის გარდა, ძალიან ბევრი პლატფორმაა, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა მთავარია ერთი საკითხი, როდესაც ეს პერიოდი დასრულდება ყველას უფრო მეტი უნარ-ჩვევები ექნება შეძენილი ამ გამოცდილების საფუძველზე. დისტანციური მუშაობა მოითხოვს კომუნიკაციის უნარის დახვეწას, დროის უკეთეს მართვას, გუნდურ მუშაობას და კონფლიქტების მართვას. ეს ის ჩვევებია, რომლებიც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ გვწევს კარიერაში. ყველა უარყოფით სიტუაციაში შეიძლება კარგის დანახვა. ბევრმა შეიძლება გადააფასოს საკუთარი კარიერაც და მიხვდეს რომ ოფისიდან მუშაობა სულაც არ ეკომფორტულება და ურჩევნია სახლში იყოს, ზოგი სახლში მუშაობისას მიხვდება, რომ სოციალიზაციას უფრო მეტი ღირებულება აქვს და მრავალი სხვა.


წიგნების კითხვას მონატრებული ხალხსთვის სასიხარულო დრო დგება. Kindle აპლიკაციის აღზევების იწყება ან თუნდაც Audible აუდიო წიგნების, თუმცა “საბა”-მ ამ პერიოდში უფასო წვდომა მოგვცა სრულ ბიბლიოთეკაზე. ზოგადად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების უმრავლესობამ ამ პერიოდში ბევრი მომსახურება უფასო გახადა ან ფასებს დაუწია რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და შემდგომ დავუმეგობრდეთ. 

ნეტფლიქსი როგორც ყოველთვის უცვლელია ამ პერიოდში. 


თუ შემოქმედები წვა გაქვს და ციფრულ სივრცეში გინდა გაზიარება? - შეუერთდი ფბ ჯგუფს მასშტაბები არ გყოფნის? შეუერთდი Reddit-ის თვით-იზოლირებულთა და კარანტინის დანაყოფს.


კარიერულ ზრდაზე თუ ფიქრობ შეგიძლია Debugger Podcast-ს მოუსმინო. 


ისე, ამ ყველაფერთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ სახლში ხარ, ეცადე დაიცვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები.



ავტორი: ტატო კუტალია

ანდროიდ დეველოპერი