დეკემბრის ქართული მუსიკა

HVL – Dialogue

გიგი ჯიქია, იგივე HVL წლის ბოლოს კიდევ ერთ ალბომს აქვეყნებს. „Dialogue” ეს მისთვის დამახასიათებელი ემბიენთ ტექნოსა და Acid-ის ჟღერადობების კრებულია, 90-იანი წლების Braindance-ის გავლენით, თუმცა მაინც მუსიკოსისთვის დამახასიათებელი ხელწერით

George Ergem – Inhale

მრავალმხრივი კარიერის ბოლო წლებში, გიორგი ერგემლიძემ საკუთარი სათქმელის გადმოსაცემა 80-იანი წლების Synthwave და Retrowave ჟანრები აირჩია. სწორედ ამ ნეონის მანათობლების მაგვარ ხმებშია გადაწყვეტილი მისი ახალი EP სახელად „Inhale”, რომელიც 4 კომპოზიციას მოიცავს

vakhtang gorgasali - VAKHTANG004

ცივ, არქტიკულ დაბ ტექნოს ჟღერადობაშია შექმნილი პროექტ „Vakhtang Gorgasali”-ის ახალი EP.

GRB3 – Sharavandi

ეს პროექტი არაერთხელ მოხვდა ჩვენს სიებში წლის განმავლობაში და აი მის მიწურულს, მეოთხე ალბომსაც გვთავაზობენ. „შარავანდი“ ეს ლაივ სესიებიდან შეკრებილი საუკეთესო ხმოვან მასალას უყრის თავს - რიტმული, მომენტებში საკმაოდ მელოდიური ხაზები, საქსაფონისა და ელექტრონიკის თანხრებით და ვოკალური ჩანართებით კიდევ უფრო მეტის მოსმენის სურვილს ბადებს, რასაც იმედია შემდეგ წელს აუცილებლად მივიღებთ.

sTia – home

Home ქართველი მუსიკოსის, ნათია სართანიას, იგივე sTia-ს კონცეპტუალური ალბომია, რომელიც ადგილზე მეტად დროს აღნიშნავს, დროს სილაღისა და სიმშვიდის, გაოცებებისა და შთაბეჭდილებების - ანუ ბავშვობას.

ალბომი, რა თქმა უნდა, მუსიკოსის პირად გამოცდილებებს აღწერს, თუმცა ვფიქრობ მასთან მიერთება ყველა მსურველს შეუძლია. ყოველშემთხვევაში ალბომის თბილი, მელოდიური ტექსტურა ამის საშუალებას იძლევა.

Natalie Beridze - If We Could Hear

CES Records-ზე გამოსული ალბომიდან 1 თვის შემდეგ, ნატალია ბერიძე კიდევ ერთ ალბომს, ამჯერად ავსტრალიურ ლეიბლზე Room40 აქვეყნებს. აღნიშნული ლეიბლი ცნობილია როგორც ერთ-ერთი მთავარი სახლი ემბიენთ და ექსპერიმენტული მუსიკისთვის. If We Could Hear-იც მსგავსი გამოცდილების მქონეა, ერთი მხრივ მშვიდი, თუმცა არა ისეთი რომ მხოლოდ ფონურად მოუსმინო. მეორე ნაწილი კი ქაოტური, ოღონდ არა ისეთი რომ მსმენელი განიზიდოს. რაც კომპოზიციებს საერთო აქვთ, ეს უკან ვოკალური გუნდების ხმოვანი ჩანართებია, რაც ჩანაწერს კიდევ უფრო მდიდარს ხდის.

will kolak - all my friends and enemies are fine

1 წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ ბენდმა will kolak სადებიუტო ალბომი გამოუშვა. აღნიშნული სიმღერების საკმაო ნაწილს, ბენდმა სინგლების სახით მთელი წლის განმავლობაში გვაზიარა. ალტერნატიული პანკის საკმაოდ მძლავრი ენერგია თითქმის ყველა კომპოზციიდან გადმოდის. აღნიშულმა ბენდმა საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა მუსიკალურ სცენაზე და ვფიქრობ უკეთესი პერიოდი ჯერ კიდევ წინ უდგას.

Max.95 - ERC721

მაქსიმე მაჩაძემ და Sabana-მ მსმენელს წინასაახალწლო საჩუქარი გაუკეთა. მათი ახალი მუსიკალური ვიდეო, ურბანული ცხოვრების აღმწერი „ERC721“ ნამდვილად ბოლო წლების გამორჩეული ნამუშევარია. ვიდეოზე Metro Production-თან ერთად, მაქსიმემ და გიორგი ზატიაშვილმა იმუშავეს.

ნუ მიეყრდნობით - ახალ დღეს

ქართულენოვან საახალწლო სიმღერებს კიდევ ერთი შეემატა და ეს ბენდს

“ნუ მიეყრდნობით” ეკუთვნის

 ინდი მეწარმეები - ჯ​ვ​ა​რ​ი რ​ე​მ​ი​ქ​ს​ი​ა

ინდი მეწარმეები დიმა ამირანაშვილის პროექტია, რომელიც ჩვენს სიებში გასულ წელს რამდენჯერმე მოხვდა. ამჯერად იგი სინგლით და მასზე გაკეთებული 10 ვარიაციის რემიქსით გვიბრუნდება, რომელთა ავტორებიც ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები არიან

Mechanical Rainbow - HOPE.

ჯგუფი „Mechanical Rainbow” ალბათ ბოლო წლებში ქართველი ახალგაზრდობის ერთ-ერთი რჩეული პროექტია. ისინი საკუთარ მუსიკალურ გეზს არ ღალატობენ და ახალ მუსიკალურ ფერად ვიდეოს გვთავაზობენ სიმღერაზე „HOPE.”

Izmir - ცივი და თეთრი

ჯგუფი izmir ქართული პოსტ-პანკის განახლებული ტალღის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ცივი და მომნუსხველი ვოკალი ჯგუფს კიდევ დამატებით საინტერესო აურას აძლევს. დეკემბერში მათი 4 ტრეკიანი EP გამოვიდა.

The Polar Monk – Bad House

The Polar Monk ქართულ მუსიკალურ სცენაზე უკვე რამდენიმე წელია აქტიურობს და მუსიკალური მრავალფერვნებით ხასიათდება. მათი ახალი სინგლი Bad House, აკუსტიკური ხმოვანებისგან განსხვავებული ელექტრონული მსუბუქი რიტმით ხასიათდება და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა ბენდის შემოქმედებაში.

Parasite - All the mess

ჯგუფი პარაზიტი ჩვენს სიაში ადრეც რამდენიმეჯერ მომხვდარა, განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ მათი ვიდეო კომპოზიციაზე „Pollychronion“, რომელიც გასულ წელს ერთ-ერთი ჩემთვის ერთ-ერთი რჩეული იყო. ახალი კომპოზიცია All The Mess, სახელის მიუხედავად ბევრად მშვიდად იწყება, თუმცა ბოლოსთვის მუსიკალურადაც და ემოციურადაც უფრო მძაფრდება. წარმატებები მათ

სელექცია : ჯაბა შავიშვილი