მუსიკა | ცა

დეკემბრის ქართული მუსიკა Vol. 9

Tsa.Music

დეკემბერი 31, 2020

Generali Minerali – Zambara

თბილისელი პროდიუსერის, გიორგი ჯინჭარაძის ახალი EP, ტრადიციული ელექტრო ტალღებით.

Bedford Falls – ზამთარია

ქართული ბენდი Bedford Falls ახალ კომპოზიციას "ზამთარია" და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს.

ლუკა მამნიაშვილი - Empty Papers

მუსიკოსის, “The Black Marrows”-ის ყოფილი ფრონტმენის, ლუკა მამნიაშვილის სადებიუტო EP, რომელიც ინდი როკ/პოპ ჟღერადობის 5 კომპოზიციისგან შედგება.

Shinobi - Purple Pong

თბილისელი პროდიუსერის, “Glispy Records”-ის თანადამფუძნებლის ნოდარ ტრაპაიძის სადებიუტო EP, ელექტრო/ტექნო ჟღერადობით.

Erekle Deisadze / Nimit_ta - თავდავიწყების დროა

ერეკლე დეისაძემ და ბექა კუნდალინიმ სამომავლო საერთო EP-დან კომპოზიცია, თავდავიწყების დროა გაავრცელეს, რომლის ვიზუალურ მხარეზეც ნატალია ავალიანმა იზრუნა.

Giorgi Marr's One Man Army - Rivers Of Your Mind

თბილისელი მუსიკოსის, ბენდების „The Black Marrows“-ის და „Young Georgian Lolitaz“ -ის გიტარისტმა გიორგი მარმა სოლო პროექტით Giorgi Marr's One Man Army ახალი სიმღერა და ვიდეო კლიპი გაავრცელა.

The Pandemic – Along The Road

„The Pandemic“ - ქართველი ემიგრანტების მიერ ნიუ-იორკში ჩამოყალიბებული ბენდია, რომლის წევრებიც ამერიკის მუსიკალურ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ჯგუფი 2020 წელს ჩამოყალიბდა და „Along The Road“ მათი სადებიუტო სინგლი და ვიდეო კლიპია.

4D MONSTER LOBSTERS - სიზმარში

4D MONSTER LOBSTERS აგრძელებს ქართულ ენაზე ჩაწერილი სიმღერების გამოქვეყნებას - „სიზმარში“ ვიდეო კლიპის დახმარებით ასოციაციას საბჭოთა ქართულ მულტფილმებთან ახდენს.

NUM - It's Always the Same When It Comes to Change

მილად ბაგერისა და მარიამ სირვანის თბილისში აქტიური ექსპერიმენტული პროექტის ახალი ელექტროაკუსტიკური ჩანაწერი, რომელიც დუეტმა პირველად 2020 წლის სექტემბერში შეასრულა.

Circus Mircus - Circus Mircus

ანონიმური პროექტი სამი ქართველი მუსიკოსისგან, რომლებიც მსმენელს შემდეგი ფსევდონიმების დახმარებით ესაუბრებიან: ბავონც გევორქიანი, იგორ ფონ ლიხტენშტეინი და დამოკლეს სტავრიადისი. ბენდი 2020 წელს, სულ ახლახანს ჩამოყალიბდა და სადებიუტო მინიალბომიც გამოუშვა - კოლექტივის შემოქმედება ჯგუფის თითოეული წევრის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს წარმოაჩენს.

Relics of Lysergia - Relics of Lysergia

თბილისში აქტიური ემბიენთ/Drone  მუსიკალური პროექტის სადებიუტო ალბომი.

10 Minutes to Landing - in Tbilisi

თბილისში დაფუძნებული პოსტ-როკ პროექტის სადებიუტო ალბომი, რომელიც სექტემბერში იყალთოს მიკრო არტ რეზიდენციაში ჩაიწერა.

Mechanical Rainbow - MORNINGSTAR ODYSSEY

საკმაოდ საინტერესო და ხარისხიანი მუსიკა და ვიდეო კლიპი ქართული ბენდისგან Mechanical Rainbow.

Mind Static – Cracked

ქართველი პროდიუსერის, რეზი დოლიძის aka Mind Static-ის მორიგი EP, რომელიც 3 ემბიენთ/ტექნო კომპოზიციისგან შედგება.

Vaqo – Saqanela

სტაბმულში დაარსებული ლეიბლი  „Tarla Records“, ქართველი მუსიკოსის, ვახტანგ ქანთარია (Vaqo)-ს სადებიუტო სიმღერასა და ვიდეო კლიპს გვთავაზობს.

კოლექტივი - საპნის ოპერა

კოლექტივი ექვსი ახალგაზრდა მუსიკოსის პროექტია, რომელთა რიგებშიც Bedford falls-ის გიტარისტი და დრამერიც არიან. მუსიკალური საზოგადოება, როგორც თავად უწოდებენ საკუთარ თავს, ახალ სიმღერას ავრცელებს. ილუსტრაციის ავტორი მარიამ საკნელაშვილი, ანიმაციის კი თათა მანაგაძეა.

ბეთხო - 1948

ქართველმა მუსიკოსმა ბეთხომ, ახალი კომპოზიცია და ვიდეოკლიპი „1948“ გამოუშვა, რომელიც  გაეროს მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას მიუძღვნა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი