ცისფერი მთები

ისევ შევხვდებით მთაზე

ცისფერი მთები

თებერვალი 18, 2021

2021-იც დაიწყო და აი, ზამთარი მთავრდება კიდეც მალე ისე, რომ ვერაფრით მოვახერხეთ ძველი საყვარელი საქმიანობის განხორციელება: გუდაურში, სვანეთში, გოდერძიზე ან ბაკურიანში ასვლა და ტრასებზე დაშვება.

ფოტო არქივიდან. © გიორგი ნაკაშიძე

ამის ერთადერთ საშუალებად, ამ შეზღუდულ პირობებში სკი ტური იქცა, თუმცა, ესეც დიდ ენერგიას და ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს იმისთვის, რომ სრულიად ჩაანაცვლოს ჩვენ რომ კარგად გვახსოვს, ისეთი თავშეყრის ადგილები ზამთრის კურორტებზე:


ხალხმრავალი,


მეგობრული,


და მოსიყვარულე.

© ივა წიკლაური

შეიძლება ითქვას, რომ ამ სევდამ და საბაგიროების დანაკლისმაც გაგვაერთიანა, წლების განმავლობაში მთის წვერზე თუ ტრასის ბოლოებში შეკრებილი სამეგობროები ამჯერად დედაქალაქში ან ზამთრის კურორტებზე, თუმცა სრიალის გარეშე, ან საქართველოს სხვა კუთხეებში ერთმანეთთან დაგვაკავშირა და იმ იმედის გარშემო შემოგვკრიბა, რომ მომავალი სეზონი წლევანდელისგან განსხვავებული იქნება და დავბრუნდებით იქ, სადაც ყოფნა ასე ძალიან გვენატრება.

დიზაინი: სანდრო კაპანაძე

ამ ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი დარჩა თიბისის ყოველწლიური ზამთრის კამპანიის პირველი ნაწილი - საჩუქარი მაშინ, როცა არ ელოდები. ამჯერად, „ფერადი კაცუნებისგან“ განსხვავებული „ჰუდი“, რომელმაც განწყობის შესანარჩუნებლად კვლავ მიაკითხა ზამთრის კურორტებისა და ზამთრის სპორტის ირგვლივ შემოკრებილ ხალხს. 

© რეზი ყენია

„ფერადი კაცუნები“ დროებით გაჩერდნენ და ჰაერში ფრენა შეწყვიტეს.

ეს კაცუნებიც ხომ ჩვენი პროტოტიპები იყვნენ, ამიტომ ჩვენც მოგვიწია ცოტა ხნით მიწაზე დაშვება, ჰოდა, ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი ახალი „ჰუდის“ ქუდი პირბადედ ვაქციოთ და ჭრელი ფერებით ღია სივრცეში მეგობრების სანახავად გავიდეთ.

© რეზი ყენია

თუმცა, ახალი თარიღი გამოჩნდა, 8 მარტი, როცა ისევ შეგვეძლება ამ თითქმის წართმეული სეზონის დაბრუნება და ეს მიწაზე დაშვებული „კაცუნებიც" კვლავ მაღლა აფრინდებიან, როგორც ადრე, თითქოს არც კი გაჩერებულან.

ასე რომ, ისევ შევხვდებით,


ამიტომ, დროებით!