თიბისელები სიახლეები

ბიზნესგიდი - დაზოგე დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია

რა არის თანამედროვე ადამიანის ხელთ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული რესურსი?! რა თქმა უნდა, დრო, რომელსაც ადამიანი ყველაფერზე მეტად უფრთხილდება.

ივლისი 16, 2020

სწორედ ამიტომ, #აქ. ახლა თიბისიმ გადაწყვიტა, შეექმნა ახალი როლი ბიზნესგიდის სახით, რომელიც მომხმარებელს მისთვის და მისი ბიზნესისთვის საჭირო ამომწურავ ინფორმაციას უმოკლეს დროში მიაწვდიდა და ხელს შეუწყობდა მისი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. ინიციატივის დეტალებზე ბიზნესსეგმენტის მართვის ლიგის ლიდერი, ნათია ვაჭარაძე საუბრობს.

რა არის ბიზნესგიდის მიზანი? 

„პროექტის ფარგლებში, თიბისის ფილიალში მისულ ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ეს თვითდასაქმებული თუ დიდი კომპანიის წარმომადგენელი, დახვდება კომპეტენტური, მის საჭიროებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მას საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტებსა და პროცესებს გააცნობს, რაც მეწარმეებს შემდგომ განვითარებაში და საკუთარი ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება. ბიზნესგიდი და მომხმარებელი ერთად მოუყრიან თავს საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას და შემდეგ გაფილტრავენ მას მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად“ - ამბობს ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერი - ნათია ვაჭარაძე.

თუკი აქამდე, მომხმარებლის დროის დიდი ნაწილი სესხებზე, საოპერაციო პროდუქტებზე, ტრეინინგებზე, ბიზნეს-დაჯილდოებებზე, ბიზნეს-სიახლეებსა და სხვა მნიშვნელოვან ბიზნესმოვლენებზე ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა, ამ ფუნქციას ის კომპეტენტური ადამიანები შეითავსებენ, რომლებიც თიბისიმ თვეების განმავლობაში შეარჩია და დაატრენინგა. 


ამჟამად ბიზნესგიდები თიბისის 4 ფილიალში ემსახურებიან მომხმარებელს. ივლისის ბოლომდე დაგეგმილია გიდების მომსახურების კიდევ 5 ფილიალში დამატება. უახლოეს მომავალში კი თიბისის მიზანი ბიზნესგიდების სერვისით ყველა დიდი ფილიალის უზრუნველყოფაა.


წლის ბოლომდე ბიზნესგიდი ქოლცენტრშიც გაჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ზარით, მომხმარებელი შეძლებს მიიღოს კომპეტენტური, მის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული ამომწურავი ინფორმაცია და დაზოგოს დრო.


ავტორი: მაია ლიპარტელიანი