ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

2020 წელი რთული იყო ყველასთვის, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკის გაჩერება, არანაკლებ რთული აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, ვიდრე თვითონ ვირუსი. გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესის თითქმის ყველა სფერო. ბიზნესებს მოუხდათ ახალი გზების ძიება, იმისათვის რომ არ გაჩერებულიყვნენ. ამ ნომინაციაში ჩვენ წარმოგიდგენთ ისეთ ბიზნესს, რომელმაც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მოახდინა ახალ რეალობასთან ადაპტაცია და ბიზნესი გააგრძელა; ახალი გზა იპოვა მომხმარებლამდე მისასვლელად.

ნოემბერი 24, 2020

Realty Guide 

Realty Guide საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც აშშ-ში არსებული ინდუსტრიის მოდელის დანერგვასა და ადგილობრივ ბაზართან ადაპტაციას უწყობს ხელს. გუნდი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და ინვესტიციების სრული დაგეგმარებისათვის. კომპანიისათვის ცვლილებებზე დროული რეაგირება 2020 წელს ახალი არ ყოფილა. 2019 წლის 8 ივლისიდან, როდესაც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, Realty Guide-მა მიზნად დაისახა ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დასავლეთიდან ვალუტის შემოდინების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. COVID-19-ის გავრცელება კიდევ ერთი გამოწვევა იყო, თუმცა კომპანიამ მოახერხა კრიზისი შესაძლებლობად ექცია. ამ პერიოდის განმავლობაში Realty Guide-მა შექმნა ახალი ბაზა ქვეყნის ბიზნეს/საინვესტიციო გარემოს შესახებ, აწარმოა მარკეტინგული კამოანია, შეიძინა ახალი პარტნიორები და ადაპტირდა დისტანციური მომსახურების სისტემაზე.

Realty Guide

ლუკა პოლარე  

ისევე, როგორც თითქმის ყველა ობიექტისთვის, პანდემია არც ლუკა პოლარესთვის აღმოჩნდა მარტივი, თუმცა 18 ფილიალის მქონე კაფე-სანაყინეების ქსელმა მალევე მოახერხა გამოსავლის მოძებნა: შემუშავდა წარმოების და დისტრიბუციის მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი; ოფისი სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე; 2 დღეში გაფორმდა თანამშრომლობა საკურიერო კომპანიასთან ; ფილიალები გადაეწყო გატანის და მიტანის ფორმატზე; და ყველა მნიშვნელოვანი - კომპანიამ კრიზისის დასაწყისშივე გადაწყვიტა, რომ არსებულ სიტუაციასთან ადაპტაციის გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდებოდა. ამისთვის ლუკა პოლარემ დაიწყო მობილური აპლიკაციის შექნა, რომლის მთავარი ფუნქციაა, პროდუქტის გზიდან შეკვეთა სასურველი დროის მითითებით. მომხმარებელს კი ფილიალში შეუსვლელად ხვდება გამზადებული შეკვეთა. 

Luca Polare

AN SA GI

ხელოვნების სტუდია AN SA GI კარგი საშუალებაა ბავშვებისთვის, რომ ერთ სივრცეში მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდნენ და განვითარდნენ არაერთი მიმართულებით. სტუდია განკუთვნილია ისეთი მოზარდებისთვის, რომელთა მშობლებიც ვერ ახერხებენ, სხვადასხვა წრეებზე ატარონ ბავშვები სკოლის შემდეგ. AN SA GI-ს სამომავლოდ ცეკვის, ტანვარჯიშისა და ხატვის მიმართულებით გახანგრძლივებული ჯგუფების დამატებასაც გეგმავს.

AN SA GI

FLEECE 

FLEECE ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ისეთი დიზაინერების პროდუქციას , როგორებიც არიან: MARGIELA , ZEGNA , GUCCI , PRADA , DSQUARED2 და ა.შ.  Fleece-მ საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი, იშვიათი და ძვირფასი პროდუქტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასად შემოიტანა. ასევე, პირველი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტის შეძენას კრიპტოვალუტის მეშვეობით. 

Fleece

    GMC GROUP - შ.პ.ს ,,ჯი ემ სი“

GMC GROUP - შ.პ.ს ,,ჯი ემ სი“ მანქანა დანადგარებისა და სამშენებლო მასალების იმპორტიორ-მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული: ქვის სამსხვრევი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი (სურვილის შემთხვევაში მონტაჟი); ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი (სურვილის შემთხვევაში მონტაჟი); სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო ხელსაწყოები; კომპანიამ პანდემიის პირობებშიც კი მოახერხა ბრუნვის გაზრდა. GMC GROUP მამავალში ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას გეგმავს.

GMC Group

Leader Group Company

ხუთ წელზე მეტია რაც Leader Group Company არსებობს. კომპანია რესტორნებსა და ორგანიზაციებს სადეზინფექციო მომსახურებას უწევს და სერვისის მაღალი ხარისხით გამორჩევა. კომპანიის საქმიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის პირობებში, როცა Leader Group Company-ს არაერთი კომპანიის თანამშრომლებისა თუ სტუმრების უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი დაეკისრა.

Leader Group Company

Lilo

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების იმპორტიორი Lilo 3 წლის წინ დაარსდა. მალევე Lilo-მ რამდენიმე ფილიალი გახსნა და დღეს უკვე 5 მაღაზიას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. პანდემიის მიუხედავად კომპანიამ შეძლო შეენარჩუნებინა ერთგული მომხმარებლები და დაეტოვებინა იგივე ფასები პროდუქტზე. მაღაზიები დღესაც წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. 

Giorgi Chanturia

ანინა

"ანინას" ძირითადი საქმიანობა საბავშვო ტანსაცმელის წარმოებაა. კომპანია დაფუძნდა შშმ ბავშვის მშობლის მიერ, რომელმაც ,,ანინა"-ში ასევე შშმ ბავშვების მშობლები დაასაქმა. 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო კომპანიამ გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, შეწყვიტა ძირითადი საქმიანობა და დაიწყო სამედიცინო ნიღბების კერვა. მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში ანინამ არათუ შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი, არამედ 18 ადამიანი დაასაქმა. 

Anina

ახმეტის ღვინის სახლი 

ორგანული მეურნეობისა და ბუნებრივი ღვინის წარმოება  ”ახმეტას ღვინის სახლმა“ 2014 წლიდან დაიწყო. ახმეტა გამოირჩევა კარგი მიკრო კლიმატით, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის სრულყოფილი განვითარების პირობებს. ახმეტის ღვინის სახლის  ვენახები მდებარეობს 3 მდინარის - ილტოს, ალაზანისა და ორვილის გასწვრივ. 2015 წელს "საფერავის", "ხიხვის" და "ქისის" ვენახები გაშენდა ალავერდის მონასტრის მიმდებარედ. პამდემიის პირობებში ექსპორტის შემცირების მიუხედავად ღვინის სახლმის სწრაფმა რეაგირებამ და კომუნიკაციამ უცხოელ ინპორტიორებთან დადებითი შედეგი გამოიღო. კომპანია CAUCASCERT-ის ბენეფიციარია. ეს ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს ორგანულ პროდუქტების BIO სერტიფიცირებას. მათი სერთიფიკატი აღიარებულია საქართველოში, ევროკავშირსა და შვეიცარიაში. 

ახმეტის ღვინის სახლი

ლოგიკმეტრი

„გზა წარმატებისკენ ახალი გამოწვევების მიღებით იწყება.“ - ასე ფიქრობენ ლოგიკიმეტრში, რომელიც 6 წელია მომავალი თაობების სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე აქტიურად ზრუნავს. პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლება მოზარდებისთვის ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. "ონლაინ" სწავლების 6 წლიანმა პრაქტიკამ ლოგიკიმეტრს საშუალება მისცა თავისი  მოსწავლეებისთვის მოკლე დროში, მაქსიმალურად ეფექტური სასწავლო მოდელი შეეთავაზებინა. ასევე დაიწყო ახალი კამპანია „#არშეწყვიტოსწავლა, გააგრძელე განვითარება“. აქ სჯერათ, რომ ახალგაზრდა პედაგოგების გუნდის დახმარებით და თანამედროვე ტექნოლოგიების სრული გამოყენებით, დისტანციური კურსები კონკურენციას საკლასო ოთახებში სწავლებას გაუწევს.

ლოგიკმეტრი

ბორჯომი ლიკანი 

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი 2015 წლიდან ემსახურება მომხმარებლებს, როგორც განთავსების, კვების და დასვენება-გაჯანსაღების ობიექტი. სასტუმრომ ფუნქციონირება სრულად აღადგინა 2020 წლის ივნისს ყველა განსაზღვრული წესის  წესის დაცვით. აქ დასაქმებულია 210 ადამიანი, საიდანაც 98% არის ადგილობრივი მოსახლე სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ თანამშრომლებმა სრულად და შეუფერხებლად მიიღონ ანაზღაურება რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი. COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების შემდეგ სასტუმროს სრულად დაკეტვისას, კომპანიან დასაქმებულების 50% ანაზღაურება მაინც შეძლო. 

ბორჯომი ლიკანი

PC_LION 

12 წლის წინ 2008 წელს შეიქმნა კომპანია PC_LION,  რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კომპიუტერების აწყობისა და შეკეთების სერვისს. მიუხედავად ძალიან მცირე საწყისი კაპიტალისა PC_LION-მა მოახერხა საქმიანობის განვითარება და 12 წლიანი ისტორიის შექმნა.

PCLion

კომფორტერი 

ავეჯის სახლი კომფორტერი 2018 წელს გახსნეს მეგობრებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მომხმარბლისთვის შეეთავაზებინათ, მათ საჭიროებებზე სრულად მორგებული ავეჯი, მაღალი ხარისხი და მომსახურება. კომპანია ბაზარზე ეფექტურად შემოვიდა და მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა გამოწვევები, რომელიც 2020 წელს დადგა, რა თქმა უნდა, კომფორტერსაც შეეხო. საჭირო გახდა სრულად გადართვა ციფრულ სამყაროში, რაც ავეჯის გაყიდვისთვის საკმაოდ რთული აღმოჩდა. მაგრამ კომფორტერის საიტი სულ რამდენიმე დღეში შეივსო პროდუქტებით, რათა მომხარებელს შეძლებოდა სასურველი ნივთის მარტივად არჩევა; დაიწყო 24 საათიანი ონლაინ მომსახურება და მომხმარებელთან ვიდეო/სატელეფონო ზარებით კომუნიკაცია; გააქტიურებული კომუნიკაცია სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა რომ პანდემიის პირობებში ავეჯის ყიდვა-გაყიდვა არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა, კომფორტერმა მოახერხა შეექმნა ახალი სტანდარტები და  სრულად შეენარჩუნებინა მომსახურების ხარისხი.

Comforter

კომლფორტი

კომლფორტი დასუფთავების სფეროს აქტიური წარმომადგენელია. წელს დასუფთავების არსებულ ბაზაზე კომპანიამ დაამატა სანიტარული მომსახურება და ქიმწმენდა, ასევე შეამცირა ფასები, რომ მომსახურება ხელმისაწვდომი ყოფილიყო უფრო მეტი ადამიანისთვის. კომლფორტი პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა მოახერხა და შეინარჩუნა ყველა დასაქმებული და საქმიანობა კვლავაც აქტიურად გააგრძელა.

ComlFort

Mycomp.ge 

კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება, პროგრამული, ქსელური, ტექნიკური მომსახურება და კომპიუტერის ნაწილებით უზრუნველყოფა მოკლე დროში, როგორც გამოძახებით, ასევე ოფისში მომსახურებით - ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც Mycomp.ge მომხმარებელს სთავაზობს. იდეა, რომელიც ორ მეგობარს ერთი წლის წინ გაუჩნდა, მალევე განხორციელდა და დღეისთვის აქ 30 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად Mycomp.ge -ს მომსახურება ვრცელდება თბილისის მასშტაბით, თუმცა პარალელურად დაწყებულია გასაუბრებები რეგიონებში ადგილობრივ IT-სპეციალისტებთან. 2020 წლის განმავლობაში კომპანიამ დრო წინსვლისთვის გამოიყენა, გაზარდა სტაფი და გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი.

MyComp

სამყარო - Our world 

სასწავლო ცენტრი სამყარო დაარსდა 2011 წელს. აქ კურსების გავლა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ყველა საგანში. ასევე, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბუღალტერიის, საგადასახადო საქმის, უცხო ენების კურსებს. ცენტრში ისწავლება მუსიკალური საკრავებიც. პანდემიის პირობებში „our world“ არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა სასწავლო ცენტრი მალე გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმსე ისე, რომ არ შეცვლილა საგაკვეთილო ცხრილი, რომ მოსწავლეებს დისკომფორტი არ ეგრძნოთ. შენარჩუნდა ოფისიც, თანამშრომლების ხელფასებიც.

Our World

ტრანს ლოჯისტიკი 

ტრანს ლოჯისტიკი საერთაშორისო გადამზიდია, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ამანათები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით. პანდემიის პერიოდში შეიზღუდა სატრანზიტო ტრანსპორტის გადაადგილება, თუმცა კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაშიც გააგრძელა სათანადოდ ფუნქციონირება. სამომავლო გეგმაა გადაზიდვების ზრდა რუსეთისა და ევროპის მასშტაბით.

TransLogistic

ქი ქონსალთინგი 

ორგანიზაცია ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ქი ქონსალთინგმა შეძლო სწრაფად აეწყო ფეხი ცვლილებებისთვის და განეხორციელებინა პროექტები (ტრენინგები, კონფერენციები) დისტანციურად. კომპანიამ მემორანდუმი დაიდო ორ უნივერსიტეტთან, ასევე თანამშრომლობას იწყებს საფრანგეთისა და გერმანიის სკოლებთან. 

Key Consulting

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა / კომბინიზონა

ISF GEORGIA 2017 წელს დაარსებული სამკერვალო ფაბრიკაა, რომელიც ქართული მოდის ინდუსტრიაში ინოვაციურ და ინკლუზიურ მიდგომებს ნერგავს. ინოვაციური სამკერვალო საწარმო ერთადერთია ევროპაში, რომელიც ფერების კვლევაზე დაყრდნობით უნიკალურ თერაპიულ სამოსს ქმნის. ISF GEORGIA საქართველოში დღეისათვის ერთადერთი ადაპტური/საორსულე ბრენდ „კომბინიზონას“ და სამედიცინო ეკიპირების და დამცავი აქსესუარების ბრენდ „ალიკაპის“ შემქმნელია. კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ). შშმ პირების დასაქმების ხელშეწყო-ბას ISF GEORGIA მომავალშიც გეგმავს.

კომბინიზონა

The Terrace Signagi 

ოჯახური ტიპის რესტორანი სიღნაღში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. სახლის (შემდგომში რესტორნის) უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, იყო მიზეზი იმისა, რომ ოჯახის წევრებს გაეერთიანებინათ ძალები ბიზნესის დასაწყებად. მათ საკუთარი ხელით შექმნეს სივრცე, რომელიც სტუმრებისთვის საყვარელი ადგილი გახდა.

 

2020 წლის მარტის მიწურულს, პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, ბიზნესის საქმიანობა შეჩერდა და აქედან დაიწყო ფიქრი თვითგადარჩენაზე. პირველი აქტივობა რომელიც ტერასის დამფუძნებლებმა განახორციელეს, იყო უფასო მიტანის სერვისი სიღნაღის რაიონში, რამაც თავისთავად გაამართლა. ბიზნესი ადაპტირდა კრიზისულ სიტუაციასთან და გააქტიურდა სოციალურ ქსელებში, რამაც ონლაინ აუდიტორიის რიცხვი გააორმაგა. რესტორანმა ფუნქციონირება აღადგინა 1 ივნისს, ფასების შენარჩუნებამ და ახალმა სტრატეგიამ გაამართლა და ქართველი მომხმარებლის რიცხვი საკმაოდ გაიზარდა.

The Terrace Signagi

დმ ალიანსი 

დმ ალიანსი უკვე 12 წელია საბუღალტრო მომსახურებას ეწევა, აუთსორსინგ მომსახურების ხანგრძლივი გამოცდილება კომპანიას განსაკუთრებულად პანდემიის პირობებში დაეხმარა, რომ კრიზისი გადაელახა. წლების წინ მცირე ბიუჯეტით დაფუძნებულმა კომპანიამ 2020 წელს კლიენტებს სამი თვით შეუჩერა გადასახადები და სრულად შეინარჩუნა თანამშრომლები. 

DM ალიანსი

ლაქი ფოუ  

ვეტერინარულმა კლინიკამ ლაქი ფოუ ფუნქციონირება 35 მ/კვ ფართში, ნაჩუქარი ინვენტარით და სტარტაპ სესხით დაიწყო. ახლა ლაქი ფოუ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვეტერინარიულ კლინიკაა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას: კლინიკა, ლაბორატორია, სტაციონარი, მაღაზია, გრუმინგ სალონი. 

ლაქი ფოუ

კეფალის ფესტივალი

შპს "ლინატა" ტურისტულ სფეროში 2014 წლიდან ოპერირებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიამ შეცვალა სტრატეგია და ახორციელებს ისეთ პროექტებს ქართულ ბაზარზე, როგორებიცაა "საქართველოს ჰანგები" თბილისში და "კეფალის ფესტივალი" ფოთში, რომელიც ემსახურება საოჯახო დასვენების კულტურის განვითარებას საქართველოს პროვინციაში. პანდემიის გამო 2020 წლიდან ორივე პროექტი შეჩერებული იყო. მაგრამ ამ გამოწვევამ "ლინატას" მისცა საშუალება ღია ცის ქვეშ ჩატარებულიყო ფესტივალი. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში.

ლინატა

მოლეკულა 

პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახდა, მოლეკულას დამფუძნებლებმა დაიწყეს ფიქრი, თუ რისი გვეკეთება შეიძლებოდა ამ პირობებში. ბაზარზე აქტიურად მხოლოდ პირველადი საჭიროების მიმწოდებელი ბიზნესები მუშაობდნენ. ასევე, გამოჩნდა რამდენიმე მეწარმე, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობდნენ პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და სხვა მსგავს პროდუქტებს. დამფუძნებლები ეძებდნენ პოტენციურ ახალ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ვირუსი გააჩენდა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მკაცრად მოთხოვნილი დისტანცირების და იზოლაციის გამო, გაიზრდებოდა მოთხოვნა სენსორულ ელექტრო ხელსაწყოებზე. კარანტინის პერიოდში დააარსეს მოლეკულა და ჩამოიტანეს სენსორული სადეზინფექციო დისპენსერები. პროდუქტმა გაამართლა და მისი გაყიდვები დღემდე გრძელდება.

მოლეკულა

FINA 

FINA-ს ძირითადი პროდუქტი FINA IRP წარმოადგენს მონაცემების შეკრებისა და ბიზნეს ანალიტიკის ინტეგრირებულ პლატფორმას მარეგულირებელი და საზედამხედველო ორგანოებისთვის. პროდუქტი შეიქმნა 2006 წელს, დღეს კი იგი წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 12 ქვეყნის 11 ცენტრალურ ბანკსა და 2 მარეგულირებელ კომისიაში, მათ შორის საქართველოშიც. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ მოახერხა პროექტის წარმატებით დანერგვა ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკში.

 

ასევე დაინერგა ცოდნის მართვის სისტემა “DKMS”, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების ანალიზი და მონიტორინგი. ამ სისტემის საშუალებით ხდება კლიმატის, გაუდაბნოებისა დაბიომრავალფეროვნების რისკების მართვა საქართველოში. აღნიშნული პროექტი 2020 წელს გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების დაჯილდოვების გამარჯვებული ნომინაციაში - “პლანეტა”. მომავალში ფინას დამფუძნებლები გეგმავენ, რომ პროდუქცია ევროპულსაზედამხედველო/მარეგულირებელ ორგანიზაციებს გააცნონ.

Fina

ალგორითმი 

2020 წელს, პანდემიისგან გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია „ალგორითმი“ გახდა 5 ამერიკული და 2 გერმანული საყოფაცხოვრებო ბრენდის იმპორტიორი საქართველოში. კრიზისის პერიოდში ამ ბრენდების პროდუქციაზე მოთხოვნა 2-ჯერ გაიზარდა მსოფლიოში, შესაბამისად საქართველოშიც.

 

კომპანია ალგორითმი 2004 წლიდან გამოჩნდა და უკვე 16 წელია იპორირებს საქართველოს ბაზარზე.

ალგორითმი

artwin Georgia 

“ართვინ ჯორჯია” ახორციელებს მექანიკურ, ელექტრო, სანტექნიკის, კეთილმოწყობის, სადეკორაციო, სამონტაჟო სამუშაოებს და უზრუნველყოფს შესაბამის სერვისებს საწარმო-ქარხნების, ჯანდაცვის დაწესებულებების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრებისა და ფართო მასშტაბის საცხოვრებელი შენობების მშენებლობის პროექტებისთვის.

 

კომპანიამ კრიზისულ პერიოდში შეინარჩუნა მომხმარებლების ნდობა და სტაბილური ადგილი ბაზარზე. 2020 წელს “ართვინ ჯორჯიამ” რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდა სამუშაო ადგილი. 

artwin Georgia

GT Network 

კომპანია გლობალ თრანს ნეთვორქი აკეთებს გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი მიმართულებით, ემსახურება კომერციულ ტვირთების როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრად შეეხო GT Network-ის საქმიანობას. 4 თვის განმავლობაში კომპანიას მოუწია დისტანციურად გამკლავებოდა და ოპერატიულად გადაეჭრა შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც სატრანზიტო ტვირთებსა და მძღოლებს შეეხო. 

GT Network

ეკოლენდი 

ტურისტული კომპანია ეკოლენდი პანდემიის პერიოდში დაარსდა და ეპიდსიტუაციის მიუხედავად, მოახერხა ტურების ორგანიზება  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების დაცვით. ეკოლენდი ადაპტირდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან და მიზნად შიდა ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა დაისახა. სამომავლოდ იგეგმება როგორც შიდა, ისე გარე ტურების გამრავალფეროვნება.

Ecoland

Kreston Papiashvili 

საგანმანათლებლო ონლაინ სივრცემ -  Kreston Papiashvili  - პანდემიის პერიოდში ფეისბუქ გვერდზე უფასო ლაივ ტრენინგების სერიის ჩატარება დაიწყო, რაშიც მონაწილება 3700-ზე მეტმა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალმა მიიღო. გარდა რეგულარული სალექციო შეხვედრებისა საგანმანათლებლო ფორმატი ითვალისწინებდა უფასო კონსულტაციების გაწევასაც.  ამ ეტაპზე ფეისბუქ ჯგუფში 3700-მდე პროფესიონალია გაწევრიანებული და მათი უმეტესობა აქტიურად არის ჩართული უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების პროექტში.

Kreston Papiashvili

9 მთა

9 მთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი კრაფტ ლუდის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და არსებობის 3 წლის განმავლობაში მომხმარებელს 25 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლუდსახარშის 87 განსხვავებული სტილის 140 დასახელების ჩამოსასხმელი და 400-მდე დასახელების ბოთლის ლუდი გააცნო. 9 მთის მისიაა, გააბედნიეროს/ გაამრავალეფეროვნოს ადამიანის შემეცნება გემოებში მოგზაურობის გზით.

 

რეგიონში ყველაზე დიდი კრაფტ ლუდის სივრცე მომხმარებელს 24 ჩამოსასხმელ ონკანთან ერთად, ყოველთვიურად 150-მდე სხვადასხვა დასახელების ბოთლის/ქილის ლუდს სთავაზობს. კრაფტ ლუდის ე.წ community-ს შესაქმნელად, 9 მთა ატარებს შემეცნებით სესიებს, ხოლო ლუდის სომელიე გზამკვლევია კრაფტ ლუდის მრავალფეროვან სამყაროში.

 

პანდემიის დასაწყისშივე კომპანიამ შექმნა ონლაინ გაყიდვების ვებ-ვერდი. პარალელურად, ლუდის კლასები ონლაინ ფორმატში გადავიდა. ჩამოსასხმელი ლუდის მოყვარულთათვის კი, კომპანიამ ჩამოიტანა ქილებში ჩამოსასხმელი მობილური დანადგარი, რომლის საშუალებითაც ლუდის ჩამოსხმა ნებისმიერ ადგილზე გახდა შესაძლებელი.

9 Mta

8000 მოსავალი

„რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.“ - ეს 8000 მოსავალის მისიაა, რომელსაც კომპანის თავისი მაღაზია/ბარების საშუალებით თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს.

 

იმის გარდა, რომ 8000 მოსავალი ყიდის ღვინოს და სტუმრებს ადგილზეც აძლევს დაგემოვნების საშუალებას, კომპანია ატარებს ღვინის კლასებს და დეგუსტაციებს, რაც ხელს უწყობს ღვინის კულტურის განვითარებას.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სფერო მნიშვნელოვნად დაზარალდა. 8000 მოსავალს აღარ შეეძლო სტუმრების გამასპინძლება და ღვინის მიყიდვა, რაც თავისთავად ნიშნავდა 60 თანამშრომლის უფუნქციოდ დარჩენას. ამის საპასუხოდ კომპანიამ:


  • გააქტიურა კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში.
  • გააკეთა უფასო მიტანის სერვისი.
  • დაეხმარა საოჯახო მარნებს რომ მათი პროდუქცია გაყიდულიყო და შესაბამისად შემოსული თანხა გადანაწილებულიყო საქართველოს რეგიონებში.
  • დაიწყო ონლაინ კლასების/დეგუსტაციების ჩატარება, რამაც გამოიწვია დიდი ჩართულობად.
  • დაახლოებით 150-მდე ღვინოზე მეღვინეებთან ერთობლივი შეთანხმებით გავაკეთა აქციები და პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლისთვის.
  • დაიწყო „დაფების“ ონლაინ გაყიდვა, რომ მომხმარებელს შეძლებოდა სახლში მოეწყო 8000 მოსავალი.
  • დაიწყო ახალი პროექტი "ღვინის ყუთი", რაც გულისხობს ღვინის გამოწერას. პროექტის ფარგლებში მომხმარებლებს ყოველთვიურად მისდით ღვინო, რომელსაც 8000 მოსავალი მათ მიერ შევსებული კითხვარის და გემოვნების გათვალისწინებით არჩევს.

8000 მოსავალი

ჩირჩხელა 

ჩირჩხელა 25-მდე დასახელების ხილისა და ბოსტნეულის ჩირებს, ტყლაპებს და 8 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებ. კომპანიას ასევე აქვს არტკაფე - სადეგუსტაციო მარანი და სახელოსნო, რომელშიც ტურისტებს საქართველოს ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება ხვდებათ.

 

2020 წლის განმავლობაში კომპანიამ წარმოებაში ახალი პროდუქტები დაამატა. ეს იყო ჩირების და ტყლაპების პასკები და ტორტები. ჩირჩხელამ თანამშრომლობა დაიწყო რძის პროდქუტების მწარმოებელი კომპანიასთან და ნატურალურ პასტერიზებულ რძეზე დაამზადა ინოვაციური ჩირების სულგუნი.

ჩირჩხელა

წყლის ფილტრები 

კომპანია  „წყლის ფილტრების“ ძირითადი საქმიანობა  სასმელი წყლის ფილტრების იმპორტი, საბითუმო და საცალო რეალიზაცია და მონტაჟია. 2020 წელს არსებული გამოწვევები ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესს, უარყოფიდად შეეხო ამ კომპანიასაც. თუმცა, „წყლის ფილტრებმა“ წლის დასაწყისშივე მიზნად დაისახა, რომ უნდა გაეაქტიურებინა საცალო გაყიდვები, რასაც მიაღწია კიდეც.

 

3 წლის განმავლობაში დაგროვებული ფუნანსური რესურსი კომპანიამ მიმართა მაღაზიის, ოფისისა და პატარა სახელოსნოს გარემონტებაზე. ერთი თვის წინ მაღაზიაც გაიხსნა. ამ ეტაპზე კი ფოკუსში ბრენდინგი და მარკეტინგული აქტივობებია. ვცდილობთ, მარკეტინგული აქტივობები გავზარდოთ. 

წყლის ფილტრები

აკადემიური სასწავლო ლაბორატორია 

ALL გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ სწავლების მეთოდს. Direct method გიყალიბებთ ინგლისურად ფიქრისა და საუბრის რეფლექსებს. აკადემიის მეშვეობით ინგლისურად საუბარს დაიწყებთ პირველი საფეხურის პირველივე გაკვეთილიდან. Direct Method-ის უპირატესობებია: მინიმალური დატვირთვა სახლში, სიტყვებისა და გრამატიკის სწავლა გაკვეთილებზე, გრამატიკას ისწავლით იმ დოზით, რაც დაგჭირდებათ გამართული მეტყველებისთვის. სასწავლო პროგრამები კი ორიენტირებულია მოკლევადიან და ხარისხიან განათლებაზე, რაც აკადემიის მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური ცოდნა მიიღოს მინიმალურ დროში. ადადემია მაქსიმალურად ითვალისწინებს მსმენელთა ინდივიდუალურ მოთხოვნებს და მაქსიმალურად ერგება მათ სურვილებსაც.

აკადემიური სასწავლო ლაბორატორია