ცისფერი მთები

ზამთრის სეზონი 2022 | ჩემპიონატები

ცისფერი მთები

აპრილი 16, 2022

სამი თვის განმავლობაში საქართველოს ზამთრის კურორტემა სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლა.


ზამთრის სპორტული მოგზაურობა სხვანეთში დაიწყო და მთელი სეზონის განმავლობაში თითქმის ყველა კურორტი მოიარა.

ნახე ზამთრის სეზონი 2022-ის ჩემპიონატების ფოტოშეჯამება.

ფრირაიდის მსოფლიო ეტაპი

სვანეთი

ისტორიაში პირველად, საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ეტაპის მასპინძელი გახდა. თებერვალში თეთნულდმა მსოფლიო და ადგილობრივ საუკეთესო ფრირაიდერებს უმასპინძლა.

ევროპის თასი

ბაკურიანი

19 თებერვალს ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპი პარალელურ გიგანტურ სლალომში ჩატარდა.

მსოფლიო თასის ეტაპები

ბაკურიანი

ბაკურიანმა 2022 წელს მსოფლიო თასის ეტაპს ჩატარდა და ამით დასრულდა საერთაშორისო შეჯიბრებები საქართველოში. დაიწყო მზადება 2023 წლისთვის - ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ხდება.

საქართველოს თასის გათამაშება

გუდაური

საქართველოს თასის გათამაშება I და საქართველოს თასის გათამაშება II გიგანტუს სლალომსა და სპეციალურ სლალომში ჩატარდა. შეჯიბრის ორივე ეტაპზე 60-მდე ქართველი ათლეტი იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ჩემპიონატი

გუდაური

საქართველოს ჩემპიონატის მასპინძელი White Rabbir Park იყო. გუდაურში საქართველოს და, არა მარტო, საუკეთესო ფრისტაილერებმა მოიყარეს თავი და ერთმანეთს Slopestyle-სა და Big Air-ში შეხვდნენ.

კიკილოს თასი

გუდაური

გუდაურში ყოველწლიური შეკრება და შეჯიბრი - კიკილოს თასი ჩატარდა, სადაც 50 წლამდე და 50 წლის ზემოთ ქართველი სპორტსმენები და ენთუზიასტები ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

ლადოს თასი

ბაკურიანი

შეჯიბრი გიგანტურ სლალომში ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 7-12 წლის მოთხილამურეებსა და 13-17 წლის მოთხილამურეებს შორის ჩატარდა.

თეზოს თასი

სვანეთი

26 თებერვალს, ზურულდის მთაზე გაიმართა თეზოს თასი. გიგანტურ სლალომში მონაწილეობის მიღება, ნებისმიერ მოთხილამურეს შეეძლო.

ფოტო: რეზი ყენია / ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი / თამო გოქაძე