მარტი 24, 2020
კაცობრიობის არსებობის ისტორიას ახსოვს მომენტები, როცა ადამიანები, განურჩევლად პოლიტიკური, სოციალური, რასობრივი თუ სხვა კუთვნილებისა, ერთი საერთო იდეის ირგვლივ ერთიანდებიან, საერთო წესებზე თანხმდებიან და საგანგებო რეჟიმში იწყებენ ცხოვრებას. ბოლო თვეებია, მსოფლიო სწორედ ასეთ რეჟიმზე გადავიდა, რომელსაც, რამდენიმე დღეა, საქართველოც შეუერთდა.
ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარებოს პირობებში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვასთან ერთად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა ურთიერთთანადგომა, ერთმანეთზე ზრუნვა, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ყოველდღიურობის შემსუბუქება თუ სიცოცხლისთვის აუცილებელ სერვისებზე წვდომის გამარტივება.
საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში, როცა ადამიანები, გარეთ გასვლას შეძლებისდაგვარად არიდებენ თავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ონლაინ სივრცემ, ონლაინ ტექნოლოგიებმა და ონლაინ სერვისმა. VENDOO სწორედ ასეთი ციფრული სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინოთ თითქმის ყველანაირი პირველადი თუ მეორეული პროდუქცია, რომელსაც VENDOO-ს კურიერები უსწრაფესად მოგიტანენ.

2019 წელს, „ამაზონის“ ამ ქართული ალტერნატივის შექმნა ორ ძირითადი მიზანს ემსახურებოდა - ადამიანების კომფორტზე ზრუნვით ელექტრონული კომერციის განვითარება და მცირე თუ საშუალო ბიზნესის და სტარტაპების ხელშეწყობა. ამ მიზნით VENDOO-მ თავის ონლაინ პლატფორმაზე გააერთიანა 250-ამდე სხვადასხვა მაღაზიაში არსებული 30 000-მდე ნივთი, რომელთა შეძენაც მარტივად შეგიძლიათ ბარათით, განვადებით თუ ნაღდი ანგარიშსწორებით.

„საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადია, გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ სერვისებზე. შესაბამისად, მთელი გუნდი გადავედით საგანგებო რეჟიმზე და ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში. ვიმატებთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას, როგორიცაა დაფასოებული საკვები, ვავსებთ მარაგებს, რომ მომხმარებელს არ შეექმნას დისკომფორტი და მაქსიმალურად სწრაფად მივაწოდოთ შეკვეთა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს - სისტემატურად ვატარებთ სადეზინფექციო პროცედურებს, შესაბამისად აღვჭურვეთ კურიერები პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის, ასევე, ჩვენი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოება და კომფორტი,“ - ამბობს VENDOO-ს მარკეტინგის დირექტორი, იმედა იმედაშვილი.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, VENDOO-ს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება მიტანის საკომისიოს გაუქმების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მშვიდად დარჩეთ სახლში, ნებისმიერ დროს შეხვიდეთ www.vendoo.ge -ზე და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი რაოდენობის ნებისმიერი ნივთი, ფარმაცევტული თუ საკვები პროდუქცია, რომელსაც VENDOO-ს კურიერები უსწრაფესად და რაც მთავარია, უფასოდ მოგართმევენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში.