ტექნოლოგია თიბისელები

თიბისი ტექის გამოცდილება საერთაშორისო სცენაზე

ნოემბერი 07, 2025

თიბისიში თანამშრომლები მუდმივად გრძნობენ, რომ მათი სჯერათ, ამაყობენ მათი მიღწევებით და ეხმარებიან პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, „მთავარია გჯეროდეს” არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს საქმითაც მტკიცდება.


ერთ-ერთი გზა, რომლითაც თანამშრომლებს შეუძლიათ კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, კონფერენციები და ვორქშოფებია, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ტარდება. წლების განმავლობაში გუნდის წევრებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და გამონაკლისი არც 2025 წელი ყოფილა. 


თიბისი ლიდერი ტექკომპანიაა საქართველოში, რომელიც სერვისის გასაუმჯობესებლად ინოვაციურ მიდგომებს იყენებს და მუდმივად ახალისებს ტექნოლოგიურ პროგრესს. აქედან გამომდინარე, მას ჰყავს დიდი ტექგუნდი, რომლის რაოდენობაც უკვე 1000-ზე მეტია და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სახელებთან, როგორიცაა, მაგალითად, Atlassian – პლატფორმა, რომელიც აერთიანებს Jira-ს, Jira Service Management-სა და Confluence-ს. Atlassian-ის პროდუქტების ინტეგრაციამ და ხელოვნურმა ინტელექტმა თიბისის სამუშაო პროცესები გაამარტივა. კომპანია ზოგავს დროს რუტინულ საქმიანობებზე და ზრდის გუნდის პროდუქტიულობას.


შარშან Atlassian-ის მოწვევით თიბისის თანამშრომლები Atlassian team’25 Europe-ს სტუმრების სტატუსით დაესწრნენ. ეს არის დიდი კონფერენცია, რომელიც ბარსელონაში ტარდება და ერთ-ერთი მასშტაბური კომუნაა ტექნოლოგიური გუნდებისთვის.



წელს კი, 2025-ში, გიგა შუბითიძე, თიბისის SDLC მმართველობის ლიდერი და ნიკა მელიქიძე, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ექსპერტი, წარდგნენ სპიკერებად თემით: „როგორ შევქმნათ საერთო სამუშაო ენა: პორტფოლიო მენეჯმენტი და სტანდარტიზაცია თიბისიში”. პრეზენტაცია ეხებოდა Atlassian-ის ინსტრუმენტების გამოყენებასა და იმ შედეგებს, რომლითაც თიბისი ცალკეული ამოცანებიდან ერთიან სივრცეზე ტრანსფორმირდა.

"დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და მივედით იმ დონემდე, რომ ჩვენი პრაქტიკა და მიგნებები სხვებთანაც შეგვიძლია გავაზიაროთ."

#TBCTECH