თიბისელები

თიბისელები კორპორატიული საკრედიტო ადმინისტრაციის გუნდიდან

დეკემბერი 06, 2021

თურმე ყველაზე რთული სამუშაოს შესრულება ყველაზე ხალისიან ადამიანებსაც შეუძლიათ. დღეს მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრის საკრედიტო ადმინისტრაციაზე მოგიყვებით - ანუ გუნდზე, რომელიც დაუზარელად ცდილობს უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას.

 

„საკრედიტო ადმინისტრაცია“ - სახელი არც ისე მარტივად და მსუბუქად ჟღერს. პასუხისმგებლობებიც საკმაოდ დიდია:

  • დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობა თანაც ისე, რომ შენარჩუნდეს მომსახურების მაღალი სტანდარტი;
  • კონსულტაციების და რეკომენდაციების გაცემა საკრედიტო ადმინისტრატორებისთვის;
  • ხარვეზების პოვნა და მათი გამოსწორება...
  • და კიდევ ბევრი რამ, რასაც „უჩინარი“ დამხმარე ძალები აკეთებენ ხოლმე, რომლებიც რეალურად გადამწყვეტ როლს ასრულებენ სცენარში.

ადამიანები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნავენ, საკუთარ სამუშაოს ერთმანეთზე ზრუნვით იმარტივებენ, აზიარებენ გამოცდილებებს, ერთად ჭრიან პრობლემებს და რთულ სამუშაოს „სტრატეგიულ თამაშად“ აქცევენ.

 

გაგაცნობთ ცენტრის ხელმძღვანელს და კორპორატიული საკრედიტო ადმინისტრაციის გუნდს:


ნანა ფარსადანიშვილი

ნანა ფარსადანიშვილი

ცენტრის ლიდი

 

როგორც ცენტრის ლიდისთვის რა არის ახლა თქვენი მთავარი გამოწვევა?


სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, სადაც ბექიც და ფრონტიც ნამდვილად ერთიანად იქნებიან მობილიზებული კლიენტის კმაყოფილებაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე.


3 თვისება, რომლებიც თქვენი გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ


შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა.


რომ არა ბანკი, სად იმუშავებდით ან რა პროფესიის იქნებოდით?


პროფესიით იურისტი ვარ და კიდევ უფრო საინტერესო საქმეს ავირჩევდი - კოსმონავტი ვიქნებოდი.

თეონა მახარაძე

თეონა მახარაძე:

 

ყველაზე დიდი პროფესიული სირთულე, რომელიც გადალახე:


ვფიქრობ, ვისწავლე მოვახერხო რამდენიმე სხვადასხვა დავალების ერდროულად შესრულება ისე, რომ არ გამომრჩეს და მახსოვდეს დეტალები და თანაც სწრაფი უკუკავშირი შევინარჩუნო. მოკლედ, მულტიტასკერი გავხდი.


რა შეცვალა დისტანციურად მუშაობამ შენთვის?


გამოვიმუშავე არასამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. აღმოვაჩინე სერვისები, რომლებსაც აქამდე არ ვიყენებდი და კიდევ უფრო სწრაფი ბეჭდვაც ვისწავლე (ეს ხუმრობით).

 

ბექა საგინაშვილი

ბექა საგინაშვილი

 

პირველი შთაბეჭდილება თიბისიზე, როგორც დამსაქმებელზე:


აღმოვაჩინე, რომ თიბისი იყო არა მხოლოდ ბანკი ან სამსახური, არამედ დიდი მეგობრული ოჯახი.


რას აფასებ ყველაზე მეტად კოლეგაში?


კეთილგანწყობას და ერთმანეთის პატივისცემას. ჩვენ ერთად ვქმნით სამუშაო გარემოს, რომელშიც დროის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. ამდენად ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და საქმეზეც ახდენს გავლენას.

 

გვანცა გოგია

გვანცა გოგია

 

რა არის შენი სამომავლო პროფესიული გეგმა?


აქ მუშაობის დაწყებამდე საბანკო სფეროში გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. შესაბამისად ახლა, ამ სივრცეში განვითარება და პარალელურად პერსონალური უნარების დახვეწაა ჩემს გეგმაში. ვფიქრობ, განვითარება შეუქცევადი და დაუსრულებელი პროცესი უნდა იყოს.


გაიხსენე პირველი ნაბიჯები თიბისიში:


13 წლის წინ ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციით დავიწყე. მას შემდეგ საინტერესო და შრომატევადი გზა გავიარე, რომ ამ პოზიციისთვის მიმეღწია, რაშიც განსაკუთრებული წვლილი აქვს ნანა ფარსადანიშვილს - ის მენდო და მომცა განვითარების მოტივაცია.

 

 


ნინო ჯიღაური

ნინო ჯიღაური

 

გაქვს თუ არა რამე ჩვევა/რიტუალი მუშაობისას?


ვაკეთებ დავალებების სიას და ვიწერ თითოეულ ნაბიჯს რაც გასაკეთებელი მაქვს დაწყებული მეილის გაგზავნით, დამთავრებული სულ პატარა, ერთ ეტაპიანი ამოცანით. შემდეგ შესრულებულებს ვაპლიუსებ. ასე, არ მავიწყდება იმ დღის საქმე და თან ძალიან მომწონს როცა დღის ბოლოს ყველა პუნქტს დაპლიუსებულს ვხედავ.


შენთვის ყველაზე დიდი პროფესიული სირთულე:


საკმაოდ ბევრი სირთულე შემხვედრია გავლილ გზაზე, მაგრამ ყველაზე რთულია როდესაც ისეთ საქმესთან გიწევს შეჭიდება, რომლის მსგავსთანაც არასდროს გქონია შეხება და წინასწარ ნერვიულობ. და თუ დავაკვირდებით, ზუსტად ასეთი მომენტებია გადამწყვეტი - როცა აკეთებ მაქსიმალურს და გიწევს დამოუკიდებლად მუშაობა.

 

გვანცა ცხოვრებაძე

გვანცა ცხოვრებაძე

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები შენს პროფესიულ გზაზე:


რამდენიმე მომენტისგან ალბათ არ შედგება ჩემი თითქმის 10 წლიანი გამოცდილება. ალბათ რაღაც ერთიან, უწყვეტ ჯაჭვს შევადარებდი, მაგრამ ყველაზე ემოციური იყო, როცა მიფასდებოდა გაწეული შრომა და მხოლოდ ჩემი შრომის ხარჯზე მივდიოდი წინ. ასევე უდიდესი როლი ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ. მათ მომცეს სტიმული და განვითარების მოტივაცია.


იურისტი რომ არ იყო, რა პროფესიის იქნებოდი?


ძალიან მიყვარს მოგზაურობა და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი „National Geografic”-ის ფოტოგრაფი.



ავტორი: ქეთი რაზმაძე