განათლება თაობა სიახლეები

Technovation Girls Sakartvelo-ს გამარჯვებულები

თიბისი უკვე 30 წელზე მეტია არაერთი პროექტის ავტორი თუ მხარდამჭერია, რომელიც ახალი თაობის განვითარებას, გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება.

მაისი 23, 2024

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის, ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას.

Technovation Girls საშუალებას აძლევს გოგონებს გახდნენ გლობალური შეჯიბრის მონაწილეები. პროექტში მონაწილეობა ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის შესაძლებელი - 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის.

წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა.


18-19 მაისს Technovation Girls SAKARTVELO-ს ფინალურ ეტაპზე კი 70 გუნდი ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტით წარსდგა და მათგან 8 გამარჯვებული გამოვლინდა. 

გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.


გუნდი "Easy Care" | პროექტით "Easy Care" | აჭარა


გუნდი "Visionairy Girls" | პროექტით "Volunify" | თბილისი


გუნდი "Hypotenuse 5" | პროექტი "Gamige" | თბილისი


გუნდი "Wondermakers" |პროექტი "Quake Quest" | თბილისი


გუნდი "AgronicEye" | პროექტი "AgronicEye" | კახეთი, თბილისი


გუნდი "AI Eyes" | პროექტი "AI Eyes" | აჭარა


გუნდი "MQM" | პროექტი "MemorEase" | თბილისი


გუნდი "Victorious Secrets | პროექტი "L.I.F.E.M.I.N.E" | იმერეთი

გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები.


Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.

პროექტი ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდროს” მხარდაჭერით უკვე მეორედ ხორციელდება.

სწავლობ და ქმნი მარტივად