განათლება სიახლეები თაობა

Technovation Girls 2024 - რეგისტრაცია დაიწყო

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის, ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას.

ნოემბერი 14, 2023

 

თანამედროვე სამყარო ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, რომლებსაც ყველამ უნდა ავუწყოთ ფეხი.


Პროექტი Technovation Girls გაძლევს საშუალებას, გახდე გლობალური შეჯიბრის მონაწილე. 

4 მიზეზი რატომ უნდა დარეგისტრირდე Technovation Girls 2024-ზე:

1. ისწავლი პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას


2.შეიმუშავებ ახალ იდეებს შენს გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად


3.შექმნი საკუთარ აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს


4.საუკეთესო 20 გუნდში მოხვედრის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებ ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის, ათი ათასობით გოგო იღებს მონაწილეობას.  


Technovation Girls 2024-ში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგონებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასაკი 2024 წლის აგვისტოს მონაცემით შემოწმდება.


· ჯუნიორ კატეგორია - 13-15 წელი

· სენიორ კატეგორია - 16-18 წელი 

პროექტის ეტაპები:


  • რეგისტრაცია


  • გუნდების შეკვრა და მენტორების განაწილება - გოგონებს და მენტორებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე, უკვე შეკრულ გუნდთან ერთად (მაქსიმუმ 5 მონაწილე). ინდივიდუალურად დარეგისტრირებულ გოგონებს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, დააჯგუფებს გუნდებად და მათ მიამაგრებს ინდივიდუალურად დარეგისტრირებულ მენტორებს. მენტორის გარეშე დარეგისტრირებულ გუნდებს პროექტის გუნდი მიამაგრებს მენტორს.


  • კურიკულუმის ათვისება და სასწავლო პროცესი - 2024 წლის 20 იანვრიდან გუნდი დამოუკიდებლად, მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ, მუშაობს გლობალური წარმომადგენლობის მიერ შემუშავებულ 12 კვირიან კურიკულუმზე, რომელიც ნათარგმნია ქართულადაც. გუნდები პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნოლოგიური გადაჭრის გზას შეიმუშავებენ. კონკრეტულად, შექმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს, დაწერენ მასთან დაკავშირებულ ბიზნეს გეგმას და ჩაწერენ ვიდეო პრეზენტაციებს. 



  • რეგისტრაცია გლობალურ კონკურსზე - 13 მარტს საქართველოში ჩამოყალიბებული გუნდები რეგისტრირდებიან საერთაშორისო კონკურსზე.


  • ნამუშევრების ატვირთვა - 2024 წლის 24 აპრილს სრულდება პროექტის ძირითადი 12 კვირიანი ეტაპი, აღნიშნული თარიღი წარმოადგენს გუნდებისთვის ნამუშევრების ატვირთვის საბოლოო ვადას. 


  • მეოთხედფინალი - 2024 წლის მაისში გაიმართება ფიზიკური ღონისძიება, გუნდები წარადგენენ ნამუშევრებს პრეზენტაციის სახით ქართველი ჟიურის წინაშე. ამ ეტაპზე გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები.


  • ნახევარფინალი - ივნისის დასაწყისში საქართველოს გამარჯვებულები, ანუ გლობალური წარმომადგენლობის ნახევარფინალისტები, შეფასდებიან საერთაშორისო ჟიურის მიერ. ივლისის დასაწყისში დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონალური გამარჯვებულები. 


  • ფინალი - მსოფლიო სამიტზე, ოქტომბერში, გამოვლინდებიან 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები.


  • საზაფხულო ტექნოლოგიური ბანაკი - ბანაკში მონაწილეობას მიიღებს მეოთხედფინალში გამოვლენილი 20 საუკეთესო გუნდი

გასულ წელს, პროექტი 249 გოგონამ დაასრულა.


ქართველმა გოგონებმა, ფარიდან და ცაგერიდან, პროექტით Smart Light, 2023 წელს ევროპის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვეს.

 

დარეგისტრირდი Technovation Girls 2024-ზე 24 ნოემბრის ჩათვლით და გამოსცადე შენი შესაძლებლობები!

გისურვებთ წარმატებას!