მუსიკა | ცა

თებერვლის ქართული მუსიკა

მარტი 05, 2024

Tashi - Four Songs with Winter Sun

Tashi“ ეს Toyscop Records-თან აფილირებული მუსიკოსების, ლევან ჯავახიშვილისა და არჩილ (ფარჩილა) ქელბაქიანის პროექტია, განსხვავებული ხმოვანებით დუეტის მეორე პროექტისგან „Two Professors“. 4 ტრეკიან, სინთეზურ ხმებზე ორიენტირებულ მინიალბომში, მათ ვაჟა ბექაური და Kira შეუერთდნენ, რომლისთვისაც პირველი ჩაწერის გამოცდილება იყო.

Mamuka Tsertsvadze – Vazi

სადებიუტო ჩანაწერი დანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოს/გიტარისტისგან მამუკა ცერცვაძისგან. „ვაზი“ ქართული სააღდგომო საგალობლების 4 სხვადასხვა საგიტარო ინტერპრეტაციისგან შედგება, სადაც მას უცხოელი მეგობარი მუსიკოსებიც უერთდებიან.

zauri - scrambled eggs

Zauri ჩემი თებერვლის თვის აღმოჩენაა - ახალგაზრდა მუსიკოსის, ზაურ თათარიშვილის პროექტი ჰაეროვანი პასაჟებით, არაორთოდოქსული რიტმებითა და ქართული მუსიკისთვის არც ისე დამახასიათებელი ენერგიით ხასიათდება.

Ritalin - გ​ა​რ​ა​დ​ა​ც​ვ​ა​ლ​ე​ბ​ი​ს მ​ო​წ​მ​ო​ბ​ა

Ritalin მუსიკოსის, ვლასო სანდროვის პროექტია. პანკი, პოსტ პანკი და ალტერნატიული მუსიკა, დატვირთული ეგზისტენციალური თემებით და ცინიზმით, რომლის დასასრულიც მთავარი პერსონაჟის გარდაცვალების მოწმობაა. საინტერესო მოსასმენი იყო და ველოდები მის შემდგომ ჩანაწერებს.

Nikusha Sirbiladze - Kosmic Wu Chant

ნიკუშა სირბილაძეს მსმენელი Chaos in the Attic-ის პროექტიდან იცნობს, რომლის ფარგლებში დაჩი ცერცვაძესთან დუეტით საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოუვიდა. ამჯერად კი მისი სოლო პროექტის დროც დადგა. „Kosmic Wu Chant“ ჩემთვის უფრო საინტერესოა - აქაც ჯაზი, ოღონდ თანამედროვე, ჯაზ ფანკთან შეთამაშებული ისეთი მუსიკაა, რასაც Kamaal Williams და ბრიტანელი მისი მეგობრები აქტიურად ქმნიან. წარმატებები ნიკუშას და ვიმედოვნებ რომ ამ მუსიკის მოსმენა მალე თბილისში ცოცხლად შეგვეძლება.

the tuneful quire – transfiguration

თბილისში მოღვაწე მუსიკოსი, ტიმოთე მერქელი  წარსულშიც არაერთხელ მოხვედრილა ჩვენს სიაში. ამჯერად იგი 2023 წლის დასაწყისში ჩაწერილ 7 ატმოსფერულ, ფორტეპიანოზე შესრულებულ მშვიდ ჩანაწერს გვთავაზობს.

10G$ - Swoosh

Didube Records-მა ბოლო 3 წლის განმავლობაში ნამდვილად ახალი სიტყვა თქვა ქართულ მუსიკაში. კარგად შეფუთული, ავთენტური და ლოკალური კონტექსტის მქონე 6 გამოცემით, მათ უკვე მყარი კატალოგი დაუგროვდათ. გამონაკლისი არც MoonG-ის კოლექტივის, 10G$-ის სადებიუტო ჩანაწერია, რომელიც ინგლისურ ენაზე შესრულებულ 17 ჰიპ-ჰოპ/RnB კომპოზიციას მოიცავს.

ბირთვული ომი / Birtvuli omi - Demo 2023

ქართული Hardcore Punk პროექტის, „ბირთვული ომის“-ის სადებიუტო დემო ჩანაწერი 7 სიმღერისგან შედგება. მუსიკა სტილიდან გამომდინარე, ინტენსიური და ქაოტურია, რომლის მუხტიც ალბათ ცოცხლად შესრულების დროს უფრო საგრძნობი იქნება.

Nuera - It's Fine EP

Nuera წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ტრანს DJ  და პროდიუსერი იყო, რომლის მუსიკაც წარმატებით იკვრებოდა ცნობილ კლუბებში, ასევე ცნობილი DJ-ეების მიერ. რამდენიმე წლის წინ, მან საკუთარი ლეიბლი დაარსა, მცირედით შეიცვალა მუსიკალური მიმართულებაც და რიგით მესამე გამოცემაში, ტექნოს, ტრანსისა და ემბიენთის მელოდიურ სინთეზს გვთავაზობს.

sportsmanship - Bruteforce Life, Extend Spring

sportsmanship თბილისელი პროდიუსერის და დიჯეის, რატი ერაძის პროექტია, რომლითაც ახალი 2 ბილიკის მქონე სინგლი გამოუშვა. როგორც აღწერიდან ვკითხულობთ მუსიკოსმა მისთვის დამახასიათებელი პერფექციონიზმი დაივიწყა და აღნიშნული ჩანაწერების შექმნას მხოლოდ რამდენიმე საათი მოანდომა.

David Datunashvili - შ​ე​ნ ხ​ო​მ ს​ხ​ვ​ე​ბ​ს არ ჰ​გ​ა​ვ​ხ​ა​რ

ოქტომბერში გამოსული, მრავალფეროვანი და ლამაზი ალბომის შემდეგ, დავით დათუნაშვილმა რამდენიმე თვის შემდეგ ახალი ჩანაწერი „შ​ე​ნ ხ​ო​მ ს​ხ​ვ​ე​ბ​ს არ ჰ​გ​ა​ვ​ხ​ა​რ“ გამოუშვა. მუსიკა აქაც წინას მსგავსია, მელოდიური და მგრძნობიარე - როგორც ჩანს მან მიაგნო თავის ხმოვან ხაზს, თუმცა სამომავლოდ არც სხვა ექსპერიმენტებია გამორიცხული.

Sexy Bicycle - Keep On

ნიკა ელია იგივე Sexy Bicycle რამდენიმე წელია მუსიკალურად აქტიურია, მის ანგარიშზე უკვე 3 ალბომიდა და უამრავი სინგლია. „Keep On” სინგლი მუსიკოსის პროგრესის ახალი ეტაპის ნაწილია, 80-იანების ბრიტანული New Romantic-ის სტილში, მელოდრამული და ემოციური.

Quemmekh Featuring Andro Dadiani - გადამწვარ ბაღებს

პანკ ბენდი Quemmekh, მულტიმედია არტისტ ანდრო დადიანთან ერთად ერთად ახალ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს - ჟღერადობის მხრივ აქ პანკი ნაკლებია, თუმცა ვიდეოს და ტექსტის სულისკვეთება მაინც ჯგუფის საერთო ხედვის მომცველია.

Nick Green - როგორც წესი

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი ნიკ გრინი, 3 წლის შემდეგ ახალ ალბომს, „ხ​ი​დ​ი 2​/​3“ აქვეყნებს, Flow 96 კი ალბომის პირველი სინგლი და მუსიკალური ვიდეოა

Saba Surmanidze - შავ თეთრი

მუსიკოსი საბა სურმანიძე რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე, „შავ-თეთრი“ კი მისი მორიგი სინგლი და მუსიკალური ვიდეოა, პოსტ პანკის სტილში და შესაბამის ფერებში გადაწყვეტილი.

Mebo Renard - Waters Will Rise

დიდი ხნის შემდეგ, მებო ნუცუბიძე მუსიკალურ კარიერას აქტიურად დაუბრუნდა.  The Bearfox-ის და The Rylans-ის შემდეგ, ამჯერად სოლო პროექტით და პირველი სინგლით “Waters will Rise”.

Guram Tsagareishvili - Khvalindelze Gvian

მუსიკოსი გურამ ცაგარეიშვილი ქართული პოსტ-პანკის ახალი ტალღის წარმომადგენელია, ჯგუფ Komma-სთან ერთად საყურადღებოა მისი სოლო პროექტიც და ახალი სინგლი „ხვალინდელ დღეზე“

სელექცია : ჯაბა შავიშვილი