კულტურა სიახლეები

თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალი

TBC Concept x Eastern Promotions

ივნისი 02, 2021

6-8 ივლისს, თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად. 

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად. 

მომდევნო საფესტივალო დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.

კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია - არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ.

 

ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 18:00 საათზე გაიხსნება.


თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის ოფიციალური სპონსორია ვიზა;ფესტივალის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო; ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზროდბის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია; მედიამხარდამჭერები: იმედი, მარკეტერი, რადიო ფორტუნა, ალმა. ფესტივალის მონაწილეების მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“.