სიახლეები

როგორ ამარტივებს ყოველდღიურობას პერსონალური საბანკო მომსახურება

აგვისტო 25, 2020

თანამედროვეობაში, ცხოვრების აჩქარებულ რიტმში კომფორტული მომსახურების მიღება მნიშვნელოვნად ზოგავს ჩვენს დროს და ყოველდღიურ ცხოვრებას გვიმარტივებს. არც ერთ ჩვენგანს არ სურს, დრო დაკარგოს ფილიალში მისვლაში, რიგში დგომასა და დოკუმენტების წაკითხვაში. ამის სანაცვლოდ, მომხმარებლების ნაწილი უპირატესობას სასურველი სერვისი დისტანციურად, ციფრული არხებით მიღებას ანიჭებს, ნაწილი კი - ადამიანურ ურთიერთობებს. 

სწორედ ამიტომ არსებობს თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება, სერვისი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს და უზოგავს დროს. 


თუ როგორ, ამას მომხმარებლები მოგვიყვებიან. 

“ოთხი წელი ვცხოვრობდი აშშ-ში და ძალიან ხშირად მიწევდა საბანკო ოპერაციების შესრულება საქართველოში, რაც ძალიან გართულებული იყო დროის სხვაობის გამო. ამ გამოწვევის მოგვარებაში თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება მეხმარებოდა. ჩემი პერსონალური ბანკირი ძალიან დროულად მოქმედებდა და ფაქტობრივად, ჩემი ჩართულობის გარეშე წყვეტდა პრობლემას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბანკში თითქმის არ მივსულვარ. ჩემს პირად ბანკირთან ურთიერთობა ბევრად უფრო კომფორტულია, უამრავ დროს მიზოგავს და სწრაფად რეაგირებს ჩემს თხოვნებზე."

ძალიან ხშირად ვიყენებ იმ დამატებით სარგებელსაც, რომელსაც თიბისისი კონცეპტი გვთავაზობს. მაგალითად, ქეშბექის ფუნქციას კვების ობიექტებში, ფასდაკლებებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტზე.


- სანდრო წერეთელი


ჩემთვის ძალიან მოქნილი სისტემაა დავუკავშირდე ადამიანს, რომელიც ნებისმიერ პრობლემას დისტანციურად, დროულად მომიგვარებს, გამიწევს საკრედიტო მომსახურებას და ამისათვის დამატებითი დროის გამოყოფა არ მომიწევს.არასოდეს ვადევნებ თვალს სიახლეებს, ამიტომ პირადი ბანკირის ჩემთან დაკავშირება და საინტერესო შეთავაზებებისა და შეღავათების მიღება უმნიშვნელოვანესია. ეს ყველაფერი მიქმნის უდიდეს კომფორტს, რასაც ჩვენ, მომხმარებლები ყველგან და ყოველთვის ვეძებთ.

ჩემთვის თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ერთი დიდი კომფორტის ზონა და სწორი არჩევანია


- ქეთი ჯაოშვილი


„თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები ძალიან კომფორტული პროდუქტია, როგორც ჩემი პირადი, ასევე ბიზნესსაქმიანობისთვის. ამ სერვისის გააქტიურების შემდეგ ძალიან ხშირად ვიყენებ დახმარების ცენტრს სხვადასხვა ტექნიკური გამოწვევის მოსაგვარებლად, რასაც დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი. მომავალში ჩემს ბიზნესსაქმიანობაში კიდევ უფრო აქტიურად ვგეგმავ ამ შესაძლებლობის გამოყენებას.

დარწმუნებული ვარ, თიბისი კონცეპტი დამეხმარება სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და დროის დაზოგვაში, რაც ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის.


- თათია ნადარეიშვილი

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების გამოყენება დიდი ხნის წინ დავიწყე. ჩემს ყოველდღიურობაში ეს სერვისი უდიდეს როლს ასრულებს.

პირადი ბანკირის დახმარებით უკვე დიდი ხანია ბანკის ფილიალებში სტუმრობა აღარ მიწევს და ჩემი საქმეებს უდიდეს ნაწილს სწორედ ამ მომსახურებით ვაგვარებ.


- სოფო ჩხაიძე

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის აქტივობები, რომლითაც ხშირად ვსარგებლობ - იქნება ეს საჯარო ლექციები თუ მასტერკლასები. განსაკუთრებით გამოვარჩევდი იმ სიმარტივეს, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან, რადგან ვზოგავ უამრავ დროსა და ენერგიას


ავტორი: დიმა სანაია