ტექნოლოგია

ციფრული ბარათი თიბისისგან

ციფრულ ბარათს სტანდარტული სადებეტო ბარათის ყველა ფუნქცია აქვს და მომხმარებელს უმარტივებს ყოველდღიურობას.

მაისი 15, 2020



რა არის ციფრული ბარათი ?




ციფრული ბარათი პლასტიკური სადებეტო ბარათის ციფრული ანალოგია.


ბარათის ფიზიკური ფლობა საერთოდ აღარ არის საჭირო, რადგან ციფრულ ბარათს სტანდარტული სადებეტო ბარათის ყველა ფუნქცია აქვს და მომხმარებელს უმარტივებს ყოველდღიურობას.




მაგალითად, ციფრული ბარათით შეგიძლია:



  • გადაიხადო თანხა POS ტერმინალებთან, სავაჭრო ობიექტებში


  • გაანაღდო თანხა ბანკომატიდან


  • გადაიხადო იმ აპლიკაციებში, რომლებსაც აქვთ Apple Pay-ის მხარდაჭერა (მაგალითად: Bolt, Wolt…)


  • მალე დაემატება ელ. კომერციაში გადახდის ფუნქციაც.




რა უპირატესობები აქვს:




  • ბარათის შესაკვეთად ფილიალში მისვლა არ გჭირდება


  • არც ბარათის ფოსტით შეკვეთა და ლოდინი


  • უკვეთავ 1 წუთში მობაილ ან ინტერნეტბანკის შეთავაზებების კატეგორიიდან


  • მიაბამ სასურველ ახალ ან არსებულ ანგარიშს


  • დაამატებ ციფრულ საფულეში (Apple Wallet-სა ან TBC Wallet-ში) და გადაიხდი POS ტერმინალებთან ან გაანაღდებ თანხას ბანკომატიდან


  • ბარათს დამატებითი გააქტიურება არ სჭირდება, შეკვეთის შემდეგ მომენტალურად აქტიურია


  • თუ ფიზიკური ბარათი დაკარგე, ვადა გაუვიდა ან ბანკომატმა „ჩაგიყლაპა“ ავტომატურად შეგიძლია გაიაქტიურო ციფრული ბარათი


  • ასევე, თუ უცხოეთში ყოფნის დროს ფიზიკური ბარათი დაკარგე ან ბანკომატმა „ჩაგიყლაპა“, მომენტალურად ინტერნეტ ბანკიდან გაიაქტიურებ და მიაბამ სასურველ ახალ ან არსებულ ანგარიშს


  • Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათით თანხის განაღდება შესაძლებელია საზღვარგარეთაც იმ ბანკომატებთან, რომლებსაც Apple Pay -ს მხარდაჭერა აქვთ.




როგორ დავამატო ციფრული ბარათი Apple Wallet-სა ან TBC Wallet-ში ?




უპირველესად უნდა შეუკვეთო ციფრული ბარათი, ამისათვის მობაილ ან ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან უნდა აირჩიო სადებეტო ბარათები, შემდეგ კი - ციფრული ბარათი და შეუკვეთო.

ამის შემდეგ :


Apple Wallet-ში დასამატებლად - მობაილბანკის „ჩემი პროდუქტების“ გვერდიდან უნდა აირჩიო Apple-ის საფულეში დამატება და მიჰყვე პროცესს.


TBC Wallet-ში დასამატებლად - უნდა შეხვიდე TBC Wallet-ის აპლიკაციაში, აირჩიო ბარათების მართვა და დაამატო ციფრული ბარათი. 




როგორ გადავიხადო ციფრული ბარათით POS ტერმინალებთან ?




მას შემდეგ რაც დაამატებ ციფრულ ბარათს Apple Wallet-სა ან TBC Wallet-ში, POS ტერმინალთან გადაიხდი თანხას ამ აპლიკაციების საშუალებით. (მობილური ტელეფონის ტერმინალთან მიტანით.)





როგორ გავანაღდო თანხა ბანკომატიდან ციფრული ბარათით ?



ციფრული ბარათით ბანკომატიდან თანხის გასანაღდებლად უნდა გახსნა ციფრული საფულის აპლიკაცია (Apple Wallet ან TBC Wallet), აირჩიო აპლიკაციიდან ციფრული ბარათი, მიიტანო ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველთან და გაანაღდო თანხა.


ციფრული ბარათი თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივაა. უახლოეს მომავალში ციფრული ბარათი კიდევ უფრო დაიხვეწება და დაემატება ელ. კომერციაში გადახდის ფუნქცია.