ტექნოლოგია ბიზნესი სიახლეები

TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია - „გრაფების ანალიზი“ გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 23 და 24 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში ჩატარდება. სესიის თემაა: "გრაფთა ანალიზი - როგორ გამოვიყენოთ კავშირები ანალიტიკაში“.

მარტი 19, 2021

ონლაინსესიას თიბისის უფროსი მონაცემთა მეცნიერი ნუცა აბაზაძე და მონაცემთა მეცნიერი არჩილ კობალაძე გაუძღვებიან. 


ორი დღის განმავლობაში, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს შემდეგ თემებზე: რა არის გრაფების ანალიზი, რატომ უწოდებენ მას 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რა ტიპის ტრადიციული ალგორითმები არსებობს და რა მიმართულებით ვითარდება აღნიშნული დარგი. სესიაზე სპიკერები მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებულ პირებს აჩვენებენ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ალგორითმების იმპლემენტაცია და ვიზუალიზაცია. 

ორდღიანი სესია შემდეგ თემებს შეეხება:


დღე 1


  • რატომ არის მნიშვნელოვანი ანალიტიკაში ადამიანების კავშირების გათვალისწინება;
  • რომელ ინდუსტრიებში და რა ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფ ანალიზი;
  • გრაფის სტრუქტურა და ტიპები;
  • ტრადიციული გრაფ ალგორითმების ძირითადი ჯგუფები (Pathfinding, Community detection, Centrality/Importance);
  • გრაფების გამოყენება Machine Learning-ში.


დღე 2


  • Node Embedding;
  • Graph Neural Networks ;
  • გრაფ ანალიზის იმპლემენტაციის და ვიზუალიზაცის შესაძლებლობები (Python, Neo4j, PowerBI).

გრაფების/ქსელების ანალიზს 21-ე საუკუნის მეცნიერებას უწოდებენ, რადგან სწორედ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში გამოიკვეთა მისი გამოყენების საჭიროება მრავალ ინდუსტრიაში. გრაფების ანალიზით ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ვირუსის გავრცელება, აღმოვაჩინოთ პოტენციური ფულის გამთეთრებლები ან გავზომოთ სოციალურ ქსელში ე.წ. Influencer-ების ეფექტი“

-

ნუცა აბაზაძე

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, მოცემულ ბმულზე შეუძლიათ, რის შემდეგაც, ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. 


TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.