თაობა სიახლეები თიბისი შენთვის

380 სტიპენდიატი მთელი საქართველოდან

აპრილი 18, 2022

სამი ათწლეულია, თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია


ამ წლების განმავლობაში, კომპანიის ხელშეწყობით ასობით ნიჭიერმა ახალგაზრდამ დაიწყო თავისი გზა წარმატებისკენ, დღეს კი ისინი ისეთ სფეროებში არიან წამყვანი სპეციალისტები, როგორებიცაა: პროგრამირება, მეცნირება, ხელოვნება, სპორტი. 

2019 წლიდან, თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში 380 მოზარდია ჩართული, რომელთა შერჩევა 14 სხვადასხვა საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ჩართულობით ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისის სტიპენდიატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სხვადასხვა მისწრაფება აქვთ, თუმცა მათ მიზანდასახულობა და განსაკუთრებული ნიჭი აერთიანებთ. 

„ძალიან მიყვარს ალგორითმებზე მუშაობის პროცესი, როდესაც ამოუხსნელ კითხვებს პასუხს სცემ, გამომგონებლობა პატარაობიდანვე მიტაცებდა. მიხარია, რომ თიბისის სტიპენდიატების პროგრამისთვის შემარჩიეს.“


-ამბობს 16 წლის საბა ხაბურზანია, სენაკიდან


"ჩემი მიზანია, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდე.

მიზნის მისაღწევად, ყოველდღიურად ვვარჯიშობ.

ამ გზაზე თიბისის სტიპენდია მოტივაციის

მნიშვნელოვანი წყარო გახდა."


- ამბობს 17 წლის ნატალი ჯაიანი, თბილისიდან

"ძალიან მინდა, ვეტერინარი გამოვიდე და

ცხოველების თავშესაფარი ავაშენო, სადაც ყველა

უსახლკარო ცხოველს მოვუვლი."


-ამმბობს ბარბარე ბილიხოძე 12 წლის, სოფელი მერიიდან

წელს, პროგრამაში უკრაინელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ამჟამად, საქართველოში იმყოფებიან. 

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალი თაობის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად ასეთ ინიციატივებს მიუძღვნის კომპანია შემდეგ ათწლეულს. 

თიბისი ახალი თაობისთვის

ბლოგში გამოყენებულია თიბისის სტიპენდიატების ფოტოები.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე, რეზი ყენია, იკა ხარგელია, სერა ძნელაძე, ირაკლი ძნელაძე.