სიახლეები

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტი

აგვისტო 12, 2020

დროსთან ერთად, ადამიანები და მათი საჭიროებები იცვლება. მათთან ერთად სხვადასხვა სახის მომსახურებაც სიახლეებსა და განვითარებას მოითხოვს. 21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად გარემოში და ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, ყველაზე პრიორიტეტული მეტი დრო და სიმარტივე გახდა.

დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ცენტრალური ფიგურა მაინც ადამიანია, რომელიც მუდმივად ვითარდება. განვითარებისა და გამოწვევების დაძლევის პარალელურად, ადამიანები ეძებენ ურთიერთობების მარტივ ფორმას, რადგან მათ სჭირდებათ ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც ცხოვრებას ამარტივებს.

„თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე იცვლებოდა და ვითარდებოდა. 15 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ რა არის საჭირო თანამედროვე მომხმარებლისთვის ბანკთან ურთიერთობისას და მივხვდით, რომ ჩვენი მიდგომაც ახალ ეტაპზე გადასვლას მოითხოვდა“,


ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

„კაცობრიობის ისტორიაში ცხოვრება არასოდეს ყოფილა ისეთი სწრაფი და დინამიური, როგორც აქ, ახლა. ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველ ნაბიჯზე ახალი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ახალ ეტაპზე გადასვლა და ცვლილებები ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით და თანამედროვე სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ შევქმენით თიბისი კონცეპტი - თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


რატომ კონცეპტი? - ყველა მომხმარებელი უნიკალურია საკუთარი მიკრო-სამყაროთი - საჭიროებებით, სურვილებითა და მიზნებით. ეს ყველაფერი ჯამში მის უნიკალურ კონცეფციას ქმნის.


„ჩემი ცხოვრების დინამიკიდან გამომდინარე, მუდმივად განვიცდი დროის ნაკლებობას. შესაბამისად, ჩემი პირადი კონცეპტია გავიმარტივო ყოველდღიური რუტინა და თავისუფალი დრო დავუთმო მეტ ურთიერთობას, დავიკმაყოფილო ჩემი ცნობისმოყვარეობა განვითარების კუთხით“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


„ჩემთვის მთავარია ადამიანი და მისი უნიკალურობა. მგონია, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს თვისება. სწორედ ესაა ჩემი კონცეპტი.“


ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს სიახლეს, პერსონიფიცირებულ მიდგომას და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.


საწყის ეტაპზე კონცეპტი 2 პროდუქტს აერთიანებს - ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს.

აქ, ახლა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც ასევე აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე, დისტანციურად მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.


კონცეპტის მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატი პრემიუმ ნაკრებია, სადაც ადამიანის სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია, რომლის მთავარი ამოცანაც მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, მისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების, შედეგად კი კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.

ახალ რეალობაში პრიორიტეტულია თვითგანვითარების შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და მიზნების განხორციელება. თიბისი კონცეპტის მომხმარებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არ ჩამორჩეს მიმდინარე ტენდენციებსა და პროცესებს.


თითოეული მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომისა და გადაწყვეტების მიუხედავად, კონცეპტში ერთი რამ საერთო და უცვლელია - მიზანი - გაუმარტივოს ადამიანებს  ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს მათ საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.  

ავტორი: მარიამ ყანჩაველი