კულტურა ბიზნესი თიბისი შენთვის

ჯანსაღი და დაცული სამუშაო გარემო თიბისიში

მარტი 25, 2022

როცა ვაანალიზებთ, თუ რამხელა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ინდივიდზე გარემოებებს, იმთავითვე ცხადი ხდება გარკვეული შეთანხმების, სტანდარტების, მორალური ნორმების მნიშვნელობა.


განურჩევლად იმისა, თუ რამდენად მყარია ჩვენი პირადი შეხედულებები, სოციალური ცხოვრება არც თუ ისე პრიმიტიულია და ხშირად შეიძლება ისეთ მოცემულობაში აღმოვჩნდეთ, სადაც უბრალოდ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს და როგორ შევასრულოთ მიზნები ისე, რომ სხვებთან კოორდინაცია შევინარჩუნოთ.

ასეთ დროს, მორალური შეთანხმება და საერთო პრინციპები, რომელიც ამყარებს ჩვენს შინაგან ხმას, ერთიათად ამარტივებს ადამიანის ცხოვრებას.

ამ საკითხზე ჩვენი ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების ხელმძღვანელს, გვანცა მურღვლიანს ვესაუბრეთ.

რას ნიშნავს ჯანსაღი, ეთიკურად დაცული სამუშაო გარემო თიბისისთვის? როგორ ახერხებს ბაზრის ლიდერი კომპანია წარმატების პარალელურად დაიცვას ეთიკური ნორმები?

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ეთიკური ნორმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თიბისისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაა.


რაზე ვსაუბრობთ, როცა ეთიკის კოდექს ვეხებით? ეს არის ნორმები, რომლებიც თანაბრად ეხება ყველა თანამშრომელს, განურჩევლად პოზიციისა. შედეგებზე ორიენტაცია ჩვენი, როგორც კომპანიის, ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალაა. თუმცა, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: როგორ ვახერხებთ მიზნებისკენ სწრაფი სვლის პარალელურად ყველა ეთიკური წესის დაცვას? როგორ ვახერხებთ, რომ გვქონდეს კონკურენტული გარემო, როგორც მოტივაციის კატალიზატორი და ამასთან ერთად ყველაზე გუნდური, მშვიდი, სამართლიანი, კოლეგიალური, ერთიანი კომპანია?


ამ კითხვებზე მთავარი პასუხი, ჩემთვის, როგორც ადამიანური კაპიტალის მენეჯერისთვის, თიბისის კორპორაციული კულტურაა, რომელიც ჩვენი კომპანიის დნმ-ში დევს, მისი უგულვებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია.

 

ტერმინი „კორპორაციული კულტურა“ ბევრ რამეს აერთიანებს კომპანიაში. როგორ ფიქრობთ, რა არის დნმ-ის მთავარი ტრანსლატორი თიბისიში? რა განსაზღვრავს მის ეფექტურობას?

იმისთვის, რომ კომპანიის ღირებულებები და ეთიკა მყარი იყოს, პირველ რიგში მის ლიდერებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული მორალური პრინციპების ძალა. შეუძლებელია ფუნქციური კომპონენტების ხანგრძლივად შენარჩუნება თუ ღირებულებების როლი არ არის სათანადოდ დაფასებული ორგანიზაციის სათავეში.


ჩვენთვის ლიდერშიპი არის ამოსავალი წერტილი, რომელიც პირველ რიგში თავადაა მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ეთიკურობა, როგორ ითარგმნება მორალი რეალურ ქმედებებში, რა არის საბაზისო პრინციპები ჩვენთვის.


საბედნიეროდ, თიბისის სათავეში მყოფმა ადამიანებმა ზუსტად იციან, რომ კომპანიის ბიზნეს კურსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ისეთი მიზნები, რომლებიც მატერიალურ შედეგებში არ ითარგმნება. ეს განწყობა კი სინერგიით გადადის ყველა რგოლის თანამშრომელში. ზუსტად ამის ხარჯზე ვინარჩულებთ თანასწორობას, ღიაობას, კეთილგანწყობას, ბედნიერებას როგორც თანამშრომლებს შორის, ისე კომპანიის გარეთ, მომხმარებლებთან ურთიერთობისას.

 

მაგალითად, პანდემიის პირველ ფაზაში ყველა კომპანია კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩდა და ბუნებრივია, ყველას დაუდგა ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხი, მათ შორის ჩვენც. თუმცა, პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მენეჯმენტისგან წამოვიდა ბევრი განხილვის გარეშე, იყო ის, რომ შეგვემცირებინა ყველა სხვა ხარჯი, მაგრამ არცერთი თანამშრომელი არ გაგვეშვა სამსახურიდან.


ეს არის მაგალითი ლიდერებისგან იმისა, თუ რა არის მათი წვლილი დაცული სამუშაო გარემოს შენარჩუნებაში და მოტივატორი გუნდებისთვის, რომ ყველამ თავისი ფუნქციის შესაბამისად უზრუნველყოს კოლეგების უსაფრთხოება და დაცულობა. საბოლოო ჯამში, ყველა ვგრძნობთ რაღაც ძალიან ძირეულ პრინციპებს, რომლებიც ხანდახან უსიტყვოდ სრულდება იმდენად გამჯდარია ჩვენს კულტურაში.

 

რა ადმინისტრაციული ინსტრუმენტები აქვს თიბისის, რომლებიც კომპანიას ეხმარება თამასის შენარჩუნებაში, როცა საკითხი ჯანსაღ და დაცულ სამუშაო გარემოს ეხება? 

ბუნებრივია გვჭირდება გარკვეული ადმინისტრაციული მექანიზმები, რომლითაც კონტროლდება ზემოთხსენებული უსაფრთოება და ეთიკის ხარისხი. რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ჩამოვთვლი:

  • ვიწყებთ ონბორდინგით. ჩვენი თანამშრომლები სამსახურის დაწყებისას გადიან სავალდებულო ტრეინინგებს საოპერაციო რისკების, ინფორმაციული უსაფრთხოების, შინაგანაწესის შესახებ, რომლებიც ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია. სამუშაოს დაწყებამდე ახალი თანამშრომელი, პირველ რიგში, ეცნობა იმ პრინციპებს, რომლებიც მისივე დაცულობის გარანტია. ჩვენ ვამზადებთ გუნდის ახალ წევრებს, გადავცემთ ცოდნას და ვაზღვევთ რისკებისგან, რომელიც პირველ რიგში მათივე უსაფრთხოების შენარჩუნებას ემსახურება ახალ სამუშაო გარემოში. ამ ინფრომაციით შეიარაღებული ადამიანი კი უკვე მომხმარებლების უსაფრთხოებასაც იგივე ხარისხით უზრუნველყოფს.


  • იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა წლებია მუშაობს თიბისიში, საჭიროდ მიგვაჩნია პერიოდულად შევახსენოთ ხოლმე ის ფუნდამენტური ინფორმაცია, რომელსაც ონბორდინგისას იღებენ. ამიტომ, ყოველ წელს გვაქვს სავალდებულო ტესტირება ყველა თანამშრომლისთვის. ეს გვეხმარება რომ მუდმივად ვაკონტროლოთ დაცულობის ხარისხი სამუშაო გარემოში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური, ტექნოლოგიური თუ პირადი უსაფრთხოება. ეს ეხება კომპანიის ყველა თანამშრომელს დაწყებული ტოპ მენეჯმენტით, დამთავრებული ფრონტით. 


  • მსოფლიოში გააქტიურებული ტექნოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, ეიჩარის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს კიბერუსაფრთხოების განყოფილებასთან, რომ ჩვენს ყველა თანამშრომელს ზუსტად ესმოდეს თითოეული ნაბიჯი ფიშინგის პრევენციისგან და კიბერთაღლითობისგან თავდასაცავად. ეს ამოცანა ბოლო დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განყოფილებისთვის, რომლის სტრატეგიაა ორგანიზებული კომექანიზმები შეიქმნას თიბისიში.


  •  ჩვენი პერფორმანსის მენეჯმენტ სისტემაში, რომელიც ზომავს თანამშრომლის შედეგებს, გარდა KPI-ების შესრულების მაჩვენებლისა, ვზომავთ იმ კომპეტენციებს, რომლებიც ჩვენს ღირებულებებზეა დაშენებული და შესაბამისად კომპანიის მთავარი მახასიათებლებია. ეთიკურობის კომპონენტები სწორედ ამ მექანიზმით კონტროლდება, რომლებიც მონაცემებზე დაფუძნებით დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.

საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ტაქტიკების ქსელი ერთ სისტემად იკვრება და ქმნის თიბისის - ჯანსაღ და დაცულ სამუშაო გარემოს. იმ კომპანიაში, სადაც თითოული ადამიანი სქესის, რასის, ორიენტაციის, პოზიციის, გუნდის განურჩევლად, თანაბრად მნიშვნელოვანია, ფინანსური პერფორმანსი და დასაწყისში ნახსენები მიზნებიც ეფექტური, გრძელვადიანი და მყარი ხდება.

ავტორი: ქეთი რაზმაძე