თაობა ტექნოლოგია განათლება სიახლეები

თიბისი განათლების ტექ-დღეები

ოქტომბერი 18, 2023

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 ოქტომბერს ბათუმში და 21 ოქტომბერს ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართება.

ჩვენი შეხვედრების თემა - როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!

ტექ-დღეებზე, სფეროს პროფესიონალები, გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექგანათლებასა და მისი განვითარების გზებზე.


შეხვედრებზე შესაძლებლობა გექნება გაეცნო თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებს და გაიგო როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ტექში.

შეხვდები ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ:


  • ანასტასია კვინიკაძე | Lead Software Engineer, Impel | შესაძლებლობები და გამოწვევები ტექში 


  • სტეფანე გურგენიძე | Software Development Engineer at Amazon | ქუთაისიდან ამაზონამდე


  • ნინი მოდებაძე | მონაცემთა ანალიტიკოსი, TBC | როგორ მოვხვდეთ ტექში?


  • სალომე შეყილაძე | Software Engineer – Google | გზა გლობალურ კომპანიებამდე


  • პაკო ტაბატაძე | ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ინჟინერიის დოქტორი | როგორ დავწეროთ წარმატება, პროგრამული კოდით


  • დავით ჩეჩელაშვილი | Principal, Isari Ventures |ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?!


  • მარიკა სიხარულიძე | USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი | რა არის ციფრული წიგნიერება?

შეხვედრებზე ვიწვევთ ახალ თაობას, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

დღეს ტექნოლოგიებში გათვიცნობიერება საქმიანობის ყველა სფეროს წარმატების საწინდარია. ტექნოლოგიების შესწავლა, მცირე ასაკიდანვე, დაგეხმარება ნებისმიერ სფეროში მიაღწიო წარმატებას.




სწორედ ამიტომ, ყველა მე-10 და მე-11 კლასელს გაძლევთ შესაძლებლობას, დაეუფლოთ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების სრულად დაფინანსებულ კურსებს გთავაზობთ

თუ ხარ დაინტერესებული ტექნოლოგიებით, მომავლის პროფესიებით და გინდა გაიგო წარმატების საიდუმლო, მაშინ შემოგვიერთი ტექ-დღეებზე

ბათუმი: 20 ოქტომბერი | 17:00 საათი |სასტუმრო „რუმსი“, გოგებაშვილის ქ.#10.

ქუთაისი: 21 ოქტომბერი | 16:00 საათი | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის #59.

ტექ-დღეზე დასწრება თავისუფალია!

შემოგვიერთდი, ერთად ვიმოგზაუროთ ტექნოლოგიების სამყაროში