დეკემბერი 25, 2025
თიბისი მუდმივად ზრუნავს, რომ კომპანიის მთავარ კაპიტალს - მის თანამშრომლებს - გლობალურ სცენაზეც მისცეს განვითარების შესაძლებლობა. 2025 წელს თიბისი 17 საერთაშორისო კონფერენციაზე, 112 თანამშრომლის ჩართულობით 10 სხვადასხვა ქვეყანაში პოზიციონირებდა. საერთაშორისო ღონისძიებებზე მიღებული ცოდნის გაზიარება თიბისელებისთვის არის როგორც მოტივაციის წყარო, ისე პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი აჩვენებს, რომ ჩვენი პრაქტიკა და ხედვები საინტერესოა გლობალური ტექ-საზოგადოებისთვის, ხოლო თიბისი არის კომპანია, რომელიც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, ესაუბრონ საერთაშორისო აუდიტორიას.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება ნიშნავს, რომ თიბისი ტექი გლობალური ტექ-ეკოსისტემის სრულუფლებიანი ნაწილია და ოპერირებს იმავე სიხშირეებზე, რომელზეც ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით.
კონფერენციები, რომლებსაც თიბისის ტექ გუნდის თანამშრომლები ესწრებოდნენ:
TA კონფერენცია - AUTOMATION STAR
თიბისის ინჟინრებმა გამოსცადეს უახლესი ავტომატიზაციის ინსტრუმენტები და გაეცნენ პროცესებს, რომლებიც შემდეგ კომპანიის შიდა პროდუქტებში ინერგება.
QA კონფერენცია - Testing United Conference
ტესტირების გაერთიანებული პლატფორმა, სადაც მსოფლიო დონის QA ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
Outsystems კონფერენცია
პლატფორმული ინოვაციის ქალაქი, სადაც Low-Code ტექნოლოგიის ლიდერები იკრიბებიან. თიბისის დეველოპერებმა პრაქტიკაში იხილეს, თუ როგორ იქმნება სწრაფი და მოქნილი ციფრული პროდუქტები.
WeAreDevelopers
ევროპის ტექნოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება, სადაც დეველოპერები, ინოვატორები და ტექ-ლიდერები ერთ სცენაზე ხვდებიან. თიბისის დეველოპერმა, შაკო ტურაშვილმა WeAreDevelopers კონფერენციაზე ისაუბრა თემაზე - .NET Aspire :
" .NET Aspire, არის ახალი ხელსაწყო დეველოპერებისა და ინჟინრების ხელში, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს და ბევრად ეფექტურს ხდის".
Atlassian Conference, Barcelona
გუნდური მუშაობის, Agile და Dev Productivity-ის გლობალური ცენტრი. თიბისელები გაეცნენ სტრატეგიებს, როგორ იმუშაოს გუნდმა სწრაფად და შედეგიანად.
Global Tech Weekend 2025
იდეების, ინოვაციებისა და გამოცდილების გაზიარების გლობალური ტექნოლოგიური ვიქენდი, რომლის მთავარი მხარდამჭერი 2025 წელს თიბისი იყო.
Forbes Georgia Banking Conference 2025
ფინანსური სექტორის ლიდერების შეკრება საქართველოში, სადაც თიბისის გუნდმა წარმოადგინა კომპანიის ტექნოლოგიური და ბიზნეს ხედვები.
DevOpsDays Vilnius 2025
თიბისის DevOps და Cloud გუნდი გაეცნო, როგორ იქმნება სანდო და სწრაფი სისტემები.
SIBOS Frankfurt
მსოფლიო ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე გავლენიანი სცენა. თიბისის წარმომადგენლები შეხვდნენ FinTech ლიდერებს და მიიღეს მასშტაბურ გამოცდილება.
Global Software Architecture Summit
სისტემური აზროვნებისა და არქიტექტურული ინოვაციების ჰაბი. თიბისის Software არქიტექტორებმა ისწავლეს, როგორ ააშენონ გამძლე და მომავლის სისტემები.
.Net Conference Prague
შეკრება .NET ეკოსისტემის დეველოპერებისთვის, სადაც განიხილება რეალურ პროექტებზე დაფუძნებული მიდგომები, ახალი ტექნიკური შესაძლებლობები და თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებები.
Kong Conference
API Management და Microservices-ის საერთაშორისო ლიდერები ერთ სივრცეში. თიბისის გუნდმა იხილა API-ის მართვის ახალ სტანდარტები.
GOTO Conference Copenhagen
ტექ-ლიდერობისა და არქიტექტურული ხედვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლატფორმა ევროპაში.
DroidCoins Berlin
Blockchain და Software ინოვაციების საინტერესო გაჩერება თიბისის ტექ-მოგზაურობაში.
GRC Conference 2024 | ISACA
Governance, Risk & Compliance-ის საერთაშორისო შეკრება. თიბისის პროფესიონალები გაეცნენ რისკებისა და უსაფრთხოების მართვის გლობალურ ჩარჩოებს.
Atlassian Conference, Barcelona
თიბისის გუნდი სპიკერების როლში - კონფერენცია, რომელიც ბარსელონაში ტარდება და ერთ-ერთი მასშტაბური კომუნაა ტექნოლოგიური გუნდებისთვის. გიგა შუბითიძე, თიბისის SDLC მმართველობის ლიდერი და ნიკა მელიქიძე, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ექსპერტი, წარდგნენ სპიკერებად თემით: „როგორ შევქმნათ საერთო სამუშაო ენა: პორტფოლიო მენეჯმენტი და სტანდარტიზაცია თიბისიში”.
APIGEE Conference
API Development და Cloud-ინოვაციების ძლიერი ჰაბი, სადაც თიბისის გუნდი გაეცნო API-ეკოსისტემის საუკეთესო პრაქტიკებს.
თეონა კერესელიძე, ბიზნეს პარტნიორი/ტექ გუნდის კაპიტანი, ტექ კომუნის წევრების საერთაშორისო გამოცდილებაზე:
"თიბისი ხელს უწყობს და ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე. საერთაშორისო გამოცდილების მიღება და მუდმივი განვითარება არის ორგანიზაციის სტრატეგიის ნაწილი. კონფერენციებზე ტექ თანამშრომლების პოზიციონირება აისახება თიბისის ტექნოლოგიურ სიძლიერეზეც, რადგან ისინი ეცნობიან უახლეს ტენდენციებს, საუკეთესო პრაქტიკებს, აქვთ ნეთვორქინგის შესაძლებლობა და უშუალო კონტაქტი ექსპერტებთან. იქ მიღებული ცოდნა კი აუმჯობესებს მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და პროცესების ეფექტურ მართვას. ვფიქრობ, საერთაშორიოს კონფერენციებში მონაწილეობა, ზრდის ორგანიზაციის კონკურენტულ უპირატესობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა კონფერენციებზე ჩვენი გუნდის წევრების მონაწილეობით, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ცოდნის გაზიარების კულტურა თიბისიში."
თიბისიში გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება არის ინსპირაცია, პრაქტიკული უნარები, საერთაშორისო კავშირები და თავდაჯერება, რომ თავად შეუძლია იფიქროს და იმუშაოს გლობალური ლიდერების დონეზე. კომპანიისთვის კი ეს ცოდნა გაუმჯობესებულ პროდუქტებად, დახვეწილ პროცესებად და ძლიერ გუნდად გარდაიქმნება.