თიბისელები

თიბისელების ჯადოსნური ახალი წელი

დეკემბერი 11, 2025

ყოველი ახალი წელი თავისი ისტორიით მოდის, თუმცა, არსებობს დღეები, რომლებიც თავად ქმნიან ისტორიას. წელს სწორედ ასეთი დღეები გველოდება - თიბისელების ჯადოსნური ახალი წელი 10 000-ზე მეტ თანამშრომელს ორ ქალაქში, ორ განსხვავებულ გარემოში, საერთო დღესასწაულით გააერთიანებს.

გუნდური, გამბედავი, მიზანსწრაფული, მოუსვენარი და მომხმარებელზე ორიენტირებული თიბისელების შეკრების მთავარ ბირთვად ორი ლოკაცია გადაიქცევა:


საახალწლო წვეულებებს დრამერების შოუ გახსნის,


მუსიკალურ მოგზაურობას თბილისში The Abba Tribute, Bedford Falls და თბილისის გოგონათა გუნდი გააგრძელებენ,


27 დეკემბრის საღამოს კი მუსიკალურად სტეფანე, სალიო და ნოდარიკო ხუციშვილი გააფორმებენ.

ტერიტორიაზე 15-მდე სხვადასხვა ობიექტის საკვებისა და სასმლის დაგემოვნებას შეძლებთ, მათ შორის: TASTE TINA - ჰოთ-დოგი, ფალაფელი; PAZZA - პიცა; FRIDAY - ფრი; LUNATIC COOKIES - ორცხობილები; SMASH BURGER - ბურგერები; CREPERIA - კრეპები; SALTO - დარიჩინის ფუნთუშები; SILK - ტაკოსები, ხაჭაპური, ლობიანი, ფელამუში; SHIO RAMEN - აზიური სამზარეულო; მოხალული წაბლი, გლინტვეინი, ჟუჟუნა, Brandy Ginger, Gin Tonic და სხვა.


იმისათვის, რომ თითოეულ თიბისელს შეგექმნათ თქვენი, პერსონალური დღესასწაული, დაგხვდებათ გაბრჭყვიალებისა და აქსესუარების სტენდები. რაც მთავარია, გექნებათ შესაძლებლობა, ულიმიტოდ აღბეჭდოთ დასამახსოვრებელი მომენტები - ფოტო ბასისა და მემოგრამის აპარატის საშუალებით.

ორივე ლოკაციაზე მობილიზებული იქნება დაცვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.


იმისათვის, რომ ჯადოსნურ ახალ წელს რაც შეიძლება მეტი, სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელი თიბისელი შემოგვიერდეთ, ორივე ღონისძიებაზე მისასვლელად ავტობუსები მოგემსახურებათ, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე მისვლასა და უკან დაბრუნებას უზრუნველყოფენ.

  • წვეულება მხოლოდ თიბისელებისთვისაა;


  • ორივე ლოკაციაზე კარი მითითებულ დროს გაიღება;


  • წვეულებაზე შესასვლელად გამოიყენეთ უნიკალური QR კოდი, რომელსაც კორპორაციულ მეილზე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ;


  • თბილისის ღონისძიება ტარდება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში;


  • ბაღდათის ღონისძიება ტარდება შიდა სივრცეში;


  • მიმდებარე ტერიტორიებზე საპარკინგე ზონა შეზღუდულია;


  • ღონისძიებაზე შესვლას 20:00 სათამდე შეძლებთ;


  • ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანი უკან აღარ დაიშვება.

ჯადოსნური ახალი წელი ღონისძიების ორგანიზატორი თიბისელებისთვის გაცილებით ადრე იწყება, სანამ პირველი სტუმარი სივრცეში შეაბიჯებს. სწორედ მათი შრომა ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელსაც ათასობით თანამშრომელი მოგვიანებით იგრძნობს - სითბოს, სინათლეს, მუსიკასა და იმ განსაკუთრებულ ენერგიას, რომელსაც მხოლოდ გუნდურობა და ერთობლივი ძალისხმევა აძლევს ღონისძიებას.

ახალი წელი ის დროა, როდესაც ყოველდღიურობას ჯადოსნურობა ემატება. წელს განსაკუთრებულად გვსურს, ყველა თიბისელი ამ განწყობის გარშემო შევიკრიბოთ.


გელოდებით ჯადოსნური ახალი წლის ღონისძიებაზე, სადაც ერთად შევქმნით დაუვიწყარ მოგონებებს.