ნოემბერი 17, 2025
პირველი სტუმრობიდან კარიერის დასაწყისამდე
17 ნოემბერს სტუდენტების საერთაშორისო დღე აღინიშნება - დღე, რომელიც აღნიშნავს ახალგაზრდული ენერგიის, ახალი იდეებისა და ცნობისმოყვარეობის მნიშვნელობას.
თიბისის სტუდენტები ხშირად სტუმრობენ საგანმანათლებლო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე, რათა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მუშაობს დიდი ორგანიზაცია. თიბისის სივრცე ხშირად ივსება იმ მუხტით, რომლის შემოტანაც მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ.
სწორედ ამიტომ, ეს თარიღი ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტებთან ურთიერთობას, მათ მხარდაჭერასა და იმ სივრცის შექმნას, სადაც გამბედავ და მიზანსწრაფულ ახალგაზრდებს შეეძლებათ გაიხსნან, იპოვონ საკუთარი გზა და აქვე დაიწყონ თავიანთი პროფესიული თავგადასავალი.
ორი წლის წინ, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიბისის შაკა მირცხულავა ესტუმრა
“თიბისიში სტუმრობის დღე ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ პირველად დავინახე, როგორ მუშაობდა ტექნიკური გუნდი ეჯაილ გარემოში, როგორ ჰქონდათ ორგანიზებული პროცესები და რამდენად მეგობრული ატმოსფერო იყო.
თიბისის აკადემიაში გავდიოდი 6-თვიან კურსს .NET Development-ში. კურსის განმავლობაში ბევრი ვიმუშავე, რომ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დამეგროვებინა. ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და ბოლოს ისიც მოვახერხე, რომ შევუერთდი თიბისის გუნდს როგორც .NET დეველოპერი. უკვე თითქმის წელიწადნახევარია აქ ვმუშაობ და დღემდე მახარებს ის გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ მივიღე." - ამბობს შაკა.
თიბისიში სტუდენტების სტუმრობა საშუალებას გვაძლევს, გავუზიაროთ ახალგზარდებს ჩვენი მთავარი ღირებულებები: ორგანიზაციული კულტურა, გუნდურობის მნიშვნელობა და რეალური მაგალითები, რომელთა წარმომადგენლებიც თავად შაკა და თიბისიში დასაქმებული სტუდენტები არიან.
17 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიზნისკენ სვლა ყოველთვის იწყება რწმენით.
შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!