ტექნოლოგია თიბისელები სიახლეები

Internal Meetups 2025

სექტემბერი 25, 2025

თიბისი ტექის მუდმივად მზარდი კომუნისთვის, ცოდნის გაზიარების კულტურა ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისთვის, რომ თიბისის ტექ პროფესიონალებმა უწყვეტ რეჟიმში შეძლონ პროფესიული წინსვლა და ინოვაციებთან გაცნობა, ვატარებთ სხვადასხვა მიმართულების შეხვედრებს, სადაც ჩვენი, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის მოტივაცია, გავაზიაროთ ცოდნა და ვიზრუნოთ თანამშრომელთა განვითარებაზე, სისრულეში მოდის.

შიდა შეხვედრების ინიციატივა უკვე ყოველწლიური პრაქტიკაა და 2025 წელს 5 ასეთი შეკრება დაორგანიზდა: "Web and Mobile Developers", "QA/TA", ".Net Meet Up", "SA Meet Up", და "Tech Leads Guild". თითოეული მათგანი იყო განსხვავებული შინაარსის, თანამშრომელთა ინტერესებზე მორგებული და გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით.

შოთა იორამაშვილი - ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონის ლიდერი "Web and Mobile Developers" შეხვედრის შესახებ:

,,შარშან ჩვენი სამი ძირითადი კომპეტენცია - Frontend, Android და iOS - გაერთიანდა და პირველად ჩავატარეთ შეხვედრა.

მოვუსმინე ჩვენი ჩაპტერ ლიდერების გამოსვლებს, რომლებმაც წარმოადგინეს არა მხოლოდ ტექნიკური თემები, არამედ ნათელი გზავნილი იმის შესახებ, რაც გვაერთიანებს, როგორც ინჟინრებს: ღირებულებები, რომელთაც ვქმნით; პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებთ; და სიამაყე, რომელსაც ჩვენი საქმიანობის მიმართ ვგრძნობთ.

წელს, ჩვენი მეორე შეხვედრა ამ პრაქტიკის გაგრძელებას ეძღვნება, სწავლისა და თანამშრომლობის კულტურად ქცევას.

რაც ერთჯერად ღონისძიებად დაიწყო, თანდათან იქცა ჩვევად, გავიზიაროთ ის, რასაც ვსწავლობთ და ერთად განვვითარდეთ."

"QA/TA"-ის შეხვედრაზე, ნინო ნოზაძე - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი/გუნდის კაპიტანი გვიყვება:

,,უკვე მესამე წელია, ჩვენი შიდა ტესტირების დღე წარმატებით იმართება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი QA და TA გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, გაიზიარონ გამოცდილება და გაცვალონ სიახლეები. წელს, მანუალ ტესტერების აქტიურობა აღსანიშნავია. ყველაზე საინტერესო პრეზენტაციები ხელოვნური ინტელექტის (AI) თემატიკაზე იყო. ღონისძიება სახალისო თამაშებით გაგრძელდა, ბოლოს კი, ხმის მიცემის საფუძველზე, საუკეთესო თემის ავტორი გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ."

ლევან ნოზაძე - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონის ლიდერი, წლევანდელი .Net მითაფის შესახებ, რომელიც Software Delivery Performance-ის გაუმჯობესების სტრატეგიული ინიციატივებიდან გამომდინარეობდა:

,,შეხვედრაზე განვიხილეთ Backstage პლატფორმის დანერგვა, რომელიც პროექტების სტანდარტიზაციის და ავტომატიზაციის საშუალებას გვაძლევს. ამ პლატფორმის დახმარებით, ახალი პროექტის შექმნასა და საჭირო ინფრასტრუქტურის კონფიგურაციას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება, ნაცვლად რამდენიმე დღისა, რამაც საგრძნობლად აგვაჩქარა ახალი პროექტების შექმნისას, შეამცირა ხელით სამუშაოები და ადამიანური შეცდომები.


გავიარეთ Software Development-ში AI ასისტენტის, Github Copilot-ის დანერგვა, prompt engineering-ის და დეველოპმენტში AI-ის პროდუქტიულად გამოყენების საკითხები, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეუმჯობესებინა AI-ის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტები, ისინი კომპანიის სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისი ყოფილიყო.


ასევე ვისაუბრეთ Contract testing ინსტრუმენტების დანერგვა, რაც მიკროსერვისული არქიტექტურის იმპლემენტაციისას საშუალებას გვაძლევს, უფრო მოქნილად, სწრაფად და უსაფრთხოდ ვაკეთოთ სერვისების დეველოპმენტი და ცვლილებები, ისე რომ არ დავარღვიოთ ინტეგრაციები სერვისებს შორის.

შეხვედრის კიდევ ერთი თემა გახლდათ დინამიური კონფიგურაციის ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, runtime-ში ვცვალოთ სისტემების კონფიგურაცია, ჩავრთოთ/გამოვრთოთ feature-ები, სისტემების restart-ისა და downtime-ის გარეშე, რაც საშუალებას გვაძლევს დინამიურად ვმართოთ სისტემის ფუნქციონალი და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება პრობლემურ საკითხებზე.


და ბოლოს, განვიხილეთ YARP reverse proxy-ის დანერგვა, რაც მიკროფრონტედულ და მიკროსერვისულ არქიტექტურაში საშუალებას გვაძლევს, სწრაფად და მარტივად დავაკავშიროთ ფრონტ აპლიკაციები მიკროსერვისებთან, უსაფრთხოებისა და ყველა სხვა სტანდარტის დაცვით, ფაქტობრივად მხოლოდ კონფიგურაციის დონის ცვლილებებით."

თიბისის სისტემის ანალიტიკოსი, თამარ ყულიჯანიშვილი, SA Meet Up-ის შესახებ:

,,ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე რა ხდება ირგვლივ, ტრენდებისა და სიახლეების შესახებ ინფორმირებული იყო. ორგანიზაციაში, ტექნოლოგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თითოეული სისტემური ანალიტიკოსის საქმიანობა და გამოცდილება საკმაოდ განსხვავდება. SA meetup-ის ჩატარების მიზანიც ერთმანეთისთვის ამ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო.


შეხვედრაზე განხილული თემები მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. განსაკუთრებით მომეწონა, რომ საუბარი შეეხო, როგორც უკვე ნასწავლ გაკვეთილებს, ისე მომავალ ხედვებსა და განვითარების გზებს. ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესი AI-ის ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაციის შესაძლებლობებმა გამოიწვია."

ტექ ლიდერი, ლაშა მაღლაფერიძე, Tech Leads Guild შეხვედრაზე:

"ტექ ლიდების შეხვედრა საინტერესო და მნიშვენლოვანი იყო იმ მხრივ, რომ საინტერესო სტუმარი გვყავდა, რომელმაც საკუთარი hands-on გამოცდილება გაგვიზიარა AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით. AI-ს ჩვენც ვიყენებთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა შეხვედრაზე სრულიად სხვა სფეროდან, სხვა პერსპექტივიდან მოვისმინეთ პრაქტიკული მაგალითები, მათ შორის პროცესების მართვაზე და ბევრ სხვადასხვა AI ხელსაწყოზე. სტუმრის გარდა, ფიზიკური მითაფი დაგვეხმარა იმ მხრივ, რომ ტექ ლიდებსა და ზოგადად, ტექ ლიდერშიფით დაინტერესებულ ხალხს, ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარების კარგი საშუალება მოგვეცა. მსგავსი შეხვედრის დადებითი ნაწილია ისიც, რომ ონლაინ შეხვედრებისგან განსხვავებით, დრო შეზღუდული არ გვაქვს და კომუნიკაციაც ბევრად ღია და მარტივია."

ცოდნის გაზიარება თიბისი ტექში არა მხოლოდ პროფესიული პროცესის ნაწილი, არამედ საერთო კულტურის ბირთვია. თითოეული შეხვედრა და ინიციატივა აძლიერებს ჩვენს ტექნოლოგიურ საზოგადოებას, აერთიანებს განსხვავებულ გამოცდილებებსა და ქმნის გარემოს, სადაც ინოვაცია, განვითარება და გუნდური ზრდა მუდმივი ღირებულებებია.