Hacktoberfest 2025

ოქტომბერი 24, 2025

18 და 19 ოქტომბერს, თბილისში, ყველაზე მასშტაბური ჰაკათონი, ჰაკტობერფესტი, თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა. ორდღიანი სესია 1000-ზე მეტ რეგისტრირებულ მონაწილეს, 130 გუნდს, 108 პროექტის დემოს, 20 ფინალისტსა და 10-ზე მეტ პრიზს აერთიანებდა.

ჰაკათონის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში - ერთი წინადადებდან სამუშაო პროდუქტად ექციათ მათი იდეები. ძლიერი და შემოქმედებითი გუნდებისგან რჩეულის პოვნა, ჟიურის წევრებისთვისაც საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.

ლევან მამულაშვილი, თიბისის ტექ ლიდერი და Hacktoberfest-ის ჟიურის წევრი გვიზიარებს:

,,ჰაკათონები საქართველოში საკმაოდ პოპულაური იყო პანდემიამდე, თუმცა ამის შემდეგ იყო დიდი პაუზა. Hacktoberfest-ი ამ პერიოდის შემდეგ იყო პირველი ჰაკათონი, რომლის მასშტაბმაც მოლოდინს გადააჭარბა.

საბოლოოდ, ჰაკათონმა 450 მონაწილე, 130 გუნდი, 108 დასრულებული პროექტი გააერთიანა, 48 საათში. ამ შედეგით კი იქცა საქართველოში ყველაზე დიდი ჰაკათონად, რაც კი ჩატარებულა.


გამარჯვებული გუნდების შერჩევის პროცესში მონაწილეობას ვიღებდით მე, მერაბ კუტალია, იოსებ ძმანაშვილი, შოთა ღვინეფაძე, რაფაელ კალანდაძე. 

შერჩევის დროს გვქონდა რამდენიმე კრიტერიუმი: თემასთან შესაბამისობა, ტექნიკური შესრულება, კრეატიულობა და ინოვაციურობა, პრობლემის გადაწყვეტა. სწორედ ამ კრიტერიუმებით შევარჩიეთ პირველი 20 გუნდი, ამის შემდეგ შემოვიღეთ ახალი პარამეტრები, შევაფასეთ მათი პრეზენტაცია და პროდუქტის წარდგენა, კითხვა/პასუხი ტექნიკურ დეტალებზე - ამ კრიტერიუმებით გამოვავლინეთ გამარჯვებული 3 გუნდი.


ძალიან ბევრი საინტერესო პროექტიდან, თიბისის რჩეული გახდა პროექტი სახელად "Java ქექია", რომელიც Memograph-ში პროექტის იერარქიული Graph-ის შექმნას, სემანტიკურ ინდექსირებას, FAISS ვექტორული ინდექსების აგებას მოიცავს და ეს ყველაფერი მხოლოდ 48 საათში შესრულდა."