ტექნოლოგია სიახლეები

თიბისი Google Dora Awards 2025-ის გამარჯვებულია

აგვისტო 13, 2025

Google Cloud DORA Awards 2025-მა თიბისი საუკეთესოდ დაასახელა კატეგორიაში: “ავტონომიური გუნდების მართვა”

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ თიბისისა და ქვეყნის ტექ პოტენციალი საერთაშორისო ტექ ასპარეზზე. ამ გამარჯვებით, Google ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდების სტრუქტურა, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა, არის თანამედროვე, ეჯაილური, DevOps პრაქტიკებთან შესაბამისი, რაც სწრაფად, ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის საშუალებას იძლევა.

ეს ჯილდო პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ტექნოლოგიური პროცესები: პროექტირება-დიზაინი, დეველოპმენტი, ტესტირება, დანერგვა, მონიტორინგი და ა.შ. არის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისი.

მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში ჩართული უამრავი კომპანიიდან თიბისის გამორჩევა და გამარჯვება ნიშნავს, რომ თიბისის ტექნოლოგიური გუნდი სწორი სტრატეგიით მართავს კომპანიას, ხოლო ბიზნესი იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მომხმარებლებს შეუქმნას საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება - მიაწოდოს მარტივი და ინოვაციური სერვისები.