სიახლეები ტექნოლოგია

დასაჩუქრდი ციფრულ ბანკში Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტით

მაისი 17, 2023

თიბისის ციფრული ბანკის და Tbilisi Open Air-ის თამაში იწყება, რომლის ფარგლებშიც თამაშდება ფესტივალის 500 ცალი 3-დღიანი აბონემენტი. თამაში 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 2023 წლის 18 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.


ყოველ კვირა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ციფრულ ბანკში უნდა შეასრულო ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო ფინალურ მარათონში და დასაჩუქრდე ფესტივალის 3-დღიანი აბონემენტით.

ამ ბლოგში მოგიყვებით თამაშის წესების შესახებ:

როგორ უნდა მოვიგო ბილეთები?

აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველ კვირა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარამტებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის აბონემენტს.

რისგან შედგება ყოველდღიური მისიები?

ციფრულ ბანკში ყოველდღე სხვადასხვა მისიები დაგხვდება. მისიის შესასრულებლად შეიძლება მოგიწიოს კითხვებზე პასუხი, ციფრული ბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის ან თიბისის ბარათის გამოყენება. დღის მისიის წარმატებით შესასრულებლად, საჭიროა მისი ყველა პუნქტი სრულყოფილად შეასრულო. ყოველდღიური მისიების შესრულება აუცილებელი წინაპირობაა კვირის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

რა მოხდება, თუ ერთი დღის მისია გამოვტოვე?

თითოეული დღის მისიის შესასრულებლად ზუსტად ერთი კალენდარული დღე, ანუ 24 საათი გექნება. თუ დღის განმავლობაში ვერ მოასწარი მისიის სრულყოფილად შესრულება, ან დღის მისია გამოტოვე, ყოველკვირეულ თამაშს გამოეთიშები და მიმდინარე კვირაში ბილეთების მოგების შანსს დაკარგავ. ამიტომ მისიები რომ არ გამოგრჩეს, ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკს.


ვინაიდან თამაში ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება, დღის მისიის გამოტოვების შემთხვევაში, შენ მაინც გექნება შანსი მონაწილეობა მიიღო მომავალი კვირის თამაშში, ამიტომ მოემზადე მომდევნო ორშაბათისთვის.

როგორი იქნება ყოველკვირეული ფინალი?

ის მონაწილეები, რომლებიც ექვსი დღის მისიებს წარმატებით შეასრულებენ, მონაწილეობას მიიღებენ კვირის ფინალში. ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

როდის და როგორ გავიგებ გავიმარჯვე თუ არა?

როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ 125 გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი.

რამდენი გამარჯვებული ეყოლება ყოველკვირეულ თამაშს და რა იქნება პრიზი?

ყოველვკირეულ ფინალში გამოვლინდება 125 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ Tbilisi Open Air 2023-ის 3-დღიან აბონემენტს. ორშაბათობით კი ყოველკვირეული თამაში თავიდან დაიწყება. კამპანია ჯამში ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად ჯამში გათამაშდება 500 ცალი აბონემენტი.


თითოეულ მონაწილეს შეეძლება მხოლოდ ერთი აბონემენტის მოგება. თუ მონაწილე ერთხელ გაიმარჯვებს და მიიღებს აბონემენტს, ის ვეღარ შეძლებს ხელმეორედ თამაშში მონაწილეობას.

აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა მქონდეს თამაშში ჩასართავად?

თამაშში მონაწილეობისთვის აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: iOS 4.35.1, Android 6.35.4

ხოლო, მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგ ვერსიებამდე: iOS - 15.1, Android - 6.0