კულტურა სიახლეები

სათხილამურო სამოსი და აღჭურვილობა ზამთრის სეზონისთვის

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

თებერვალი 03, 2023

მას, ვისაც ზამთარში მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სტუმრობა და დასვენების დღეების სრიალში გატარება უყვარს, დამეთანხმება, რომ შესაბამისი სათხილამურო სამოსისა და აღჭურვილობის შეძენა ამ მოგზაურობის სამზადისის განუყოფელი ნაწილია.

თხილამურები, მზისგან დამცავი სათვალეები, თბილი ქურთუკი და ფეხსაცმელი ის ნივთებია, რომლებიც ბაკურიანში, გუდაურში ან სხვა სათხილამურო კურორტებზე თოვლიან და ცივ ამინდში ნამდვილად გამოგადგებათ.

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, 2-10 თებერვალს, შესაძლებლობა გაქვთ, ეს ან სხვა მსგავსი ნივთების შეძენისას მეგასპორტის მაღაზიებში - Magellan-ში, The North Face-სსა და Timberland-ში, დამატებით Adrenaline-ისა და Xtreme-ში თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას, თანხის 30%, მაქსიმუმ 300 ლარი უკან დაიბრუნოთ.

ჩვენი ეს რეკომენდაციები კი ამ მაღაზიებიდან სასურველი ნივთის შერჩევის პროცესს კიდევ უფრო გაგიადვილებთ.

სპორტული მაღაზია Magallan უკვე მრავალი წელია მომხმარებელს Diezel-ის, Uvex-ის, Moon Boots-ის, Fischer-ისა და სხვა მაღალი ხარისხის სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდებს გვთავაზობს.


აქ აუცილებლად შეარჩევთ სასურველი დიზაინის და ფერის თქვენთვის მისაღებ სათხილამურო სათვალეს Uvex-ისგან, რომელიც სუსხიან და მზიან ამინდში სრიალისას ნამდვილად ყველაზე საჭირო აქსესუარია.

Adrenaline-ში ყველაფერია მათთვის, ვისაც თხილამურები, სნოუბორდი, სკეიტბორდი და წყლის სპორტი იზიდავს, გარდა ამ სპორტის სახეობებისთვის საჭირო ინვენტარისა, აქ ქალის, ბავშვის და კაცის სპორტული სამოსის, ფეხსაცმლის და აქსესუარების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.


განსაკუთრებით მრავალფეროვანია თხილამურების და სნოუბორდების კოლექცია, რომელთაგანაც Disruption-ის თხილამურებს გირჩევთ, თუკი გსურთ, რომ მთაში ინდივიდუალური, საკუთარი თხილამურებით ისრიალოთ.


ეს მაღალი ხარისხის თხილამურების ბრენდი სტილისა და ფერების დიდ არჩევანს გთავაზობთ, აქვე შეიძენთ თხილამურების ჩექმას, ჩაფხუტსა და სათხილამურო ჯოხებს, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის.

ეს სპორტული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ბოლო წლებში თავისი კოლაბორაციებით მაღალი მოდის ნაწილადაც იქცა, თანამედროვე კოლექციებით მუდმივად გვახსენებს, რომ დახვეწილად და მოდურად სპორტულ ტანისამოსშიც შეიძლება გამოვიყურებოდეთ.


The North Face-ის ყველასთვის საყვარელი ფერადი ზამთრის ქურთუკების შეძენა თბილისში, The North Face-ის მაღაზიაში შეგიძლიათ.

Timberland-ის უკვე კლასიკად ქცეული ფეხსაცმელი, რომელიც ნებისმიერ ურბანულ სტილს უხდება, იდეალურია მთაში ან თოვლში სასიარულოდაც.


ამ წყალგამძლე და კომფორტული ფეხსაცმლის შეძენა თბილისში, City mall-ში მდებარე Timberland Georgia-ს მაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც ამ ბრენდის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კიდევ უფრო დიდი არჩევანი დაგხვდებათ.

თბილისში bogner-ის მოდური სათხილამურო სამოსის შეძენა მაღაზია Xtreme-შია შესაძლებელი, სადაც სათხილამურო შარვლები, ქურთუკები და ქუდები სხვადასხვა ფერისა და დიზაინის დაგხვდებათ.

ავტორი: გვანცა ჩანადირი/Hammock Magazine