კულტურა სიახლეები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებები ინტერიერის დიზაინის გასაახლებლად

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

ნოემბერი 07, 2022

საკუთარი გარემოს ინტერიერის დიზაინის განახლება მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში დამღლელ და შრომატევად პროცესს მოიცავს, მიღებული შედეგის და სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისის მოლოდინის გამო მაინც სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საოცნებო გარემოს შესაქმნელად საჭირო მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი დიზაინის მასალები და ავეჯი კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია შევიძინოთ.



თიბისი კონცეპტი, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სახლის და ინტერიერის ობიექტების გასაახლებლად საჭირო შეთავაზებებს, ამჯერადაც არაერთ საინტერესო პირობას სთავაზობს მათ, ვისთვისაც სიახლე, კომფორტი და დახვეწილი დიზაინი პრიორიტეტს წარმოადგენს. 


 Interia Design Studio სახლის ინტერიერის განახლებისთვის მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს, როგორც ინტერიერის და სამზარეულოს დიზაინ-პროექტებს, ავეჯს შიდა და გარე სივრცეებისთვის, მოსაპირკეთებელ კერამიკულ ფილებსა და დეკორატიულ შპალერს, ასევე, განათებასა და დეკორს. მათი პროდუქციის შემოტანა და შეკვეთა ხდება იტალიიდან.


თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საშუალებას აძლევს მათი ბრენდის ნებისმიერი შენაძენის განხორციელებისას 10%-იანი ფასდაკლება მიიღონ.

 თუკი საკუთარი ინტერიერის მოწყობა მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის კერამიკული ფილებით ან მოზაიკით გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ Kerama Marazzi-ის შოურუმს თამარ მეფის გამზირზე, სადაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ნებისმიერი არქიტექტურული ჩანაფიქრი Kerama Marazzi-ის პროდუქციის საშუალებით მარტივად განხორციელდება, აქ მაღალი ხარისხის მრავალფეროვან სარემონტო მასალებთან ერთად, უფასო ლოჯისტიკური მომსახურებაც დაგხვდებათ.


მათ კი, ვინც თიბისი კონცეპტის მომსახურებითაც სარგებლობთ, საშუალება გექნებათ 2022 წლის 31 დეკემბრამდე ბრენდის სამშენებლო მასალების ახალ კოლექციაზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

ალბათ არ არსებობს სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომელსაც ჰიპერმარკეტ Nova-ში ვერ აღმოაჩენთ. აქ უმაღლესი ხარისხის იმპორტირებულ მასალებთან ერთად, თავად Nova-ს მიერ წარმოებული 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტიც შეგხვდებათ.


მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები “ბიენის” ბრენდის კერამიკულ ფილებზე, “იზოჯამის” საიზოლაციო მასალებზე, “ფავორის” საღებავებსა და “ინგკოს” ხელსაწყოებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ;


Free Buckets of Paint on the Floor Stock Photo

გარდა ამისა, წლის ბოლომდე სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლისთვის მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე 10%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. 

 ბრენდი, რომელსაც ხის მასალისგან უნიკალური დიზაინის სკამების დამზადების 150-წლიანი ისტორია აქვს, ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილი ხელნაკეთია, ხის დამუშავების ტრადიციულ მეთოდთან ერთად თანამედროვე ფორმებთან სინთეზსაც ითვალისწინებს, რითაც საბოლოოდ სკამის მაღალი ხარისხის უნიკალური ნიმუშები იქმნება.



“ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ალბათ ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნივთებთან ასოცირდება, თუმცა ცნობილია, რომ ბრენდი ავეჯის მაღაზია “ელიტ ჰოუმსაც” აერთიანებს, სადაც მისაღების, სამზარეულოს, საძინებლის თუ ეზოს მოსაწყობად უმაღლესი ხარისხის ავეჯია წარმოდგენილი, რომელთა სრულ ასორტიმენტზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15 ნოემბრის ჩათვლით 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 

სამზარეულოს აქსესუარების და დეკორის ობიექტების შოურუმში, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენი გარემო გემოვნებიანად მოაწყოთ და როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, უკეთესი ცხოვრებისათვის შესაბამისი ატმოსფერო შეიქმნათ. Kitchen and Living Gastronome-ში შეძენილ ნებისმიერ ნივთზე 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ გადახდილი თანხის 5% უკან დაიბრუნონ.

სამზარეულოს რემონტისა და ინტერიერის ცვლილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების განახლებაც წარმოადგენს.

შეიძლება იყოს მაგიდა და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

Villeroy & Boch - ეს ის კარგად ნაცნობი მაღაზიაა, სადაც დახვეწილი, მაღალი ხარისხის ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომელზეც 20%-იანი ფასდაკლების მიღება 9 ნოემბრის ჩათვლით მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ.

ავტორი: ხატია იათაშვილი/Hammock Magazine